სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › სალიცენზიო გინეკოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
სალიცენზიო გინეკოლოგია
ჩამოთვლილთაგან, პარამეტრიუმის შესახებ რომელი დახასიათება არ შეესაბამება სიმართლეს?
ჩამოთვლილთაგან, რომელი არტერიის ტოტებით ხდება გარეგანი სასქესო ორგანოების სისხლით მომარაგება?
ჩამოთვლილთაგან, ძირითადად რომელი სისხლძარღვით ხდება საშვილოსნოს ტანის სისხლით მომარაგება?
ჩამოთვლილთაგან, ძირითადად რომელ ლიმფურ კვანძში ხდება საშვილოსნოს ზედა ნაწილიდან ლიმფის მიდინება?
ჩამოთვლილთაგან, ძირითადად რომელ ლიმფურ კვანძში ხდება ლიმფის მიდინება საშვილოსნოს ფუძიდან, კვერცხსავალი მილებიდან და საკვერცხეებიდან?
ჩამოთვლილთაგან, რომელი სისხლძარღვის ტოტს წარმოადგენს საკვერცხის არტერია?
ჩამოთვლილთაგან, რომელ არტერიასთან ქმნის ანასტომოზს საშვილოსნოს არტერიის საკვერცხის ტოტი?
ჩამოთვლილთაგან რომელი თავისებურება არ არის დამახასიათებელი მტევნისებური ვენოზური წნულისათვის?
ჩამოთვლილთაგან, რომელი ნიშნის არსებობა არ არის დამახასიათებელი საშოს ნაცხის სისუფთავის II ხარისხისათვის?
ჩამოთვლილთაგან, რომელი ანატომიური სტრუქტურა მიეკუთვნება ქალის შინაგანი სასქესო ორგანოების საფიქსაციო აპარატს?
ჩამოთვლილთაგან, რომელი ანატომიური სტრუქტურა მიეკუთვნება ქალის შინაგანი სასქესო ორგანოების საყრდენ აპარატს?
ჩამოთვლილთაგან, რომელი ფიზიოლოგიური ცვლილების განვითარება არ ხდება საშოში ნორმალურად მიმდინარე ორსულობის დროს?
ჩამოთვლილთაგან, უპირატესად რომელი ლიმფურ კვანძში მიედინება ლიმფა გარეთა სასქესო ორგანოებიდან და საშვილოსნოს ქვედა ნაწილიდან?
ჩამოთვლილთაგან, რა სახის ფიზიოლოგიური ცვლილებები მიმდინარეობს გარეთა სასქესო ორგანოებში ნორმალურად მიმდინარე ორსულობის დროს?
ქალის შინაგანი სასქესო ორგანოების მაფიქსირებელი რომელი იოგი განიცდის ჰიპერპლაზიას ყველაზე მეტად ორსულობის დროს?
ჩამოთვლილთაგან, რომელი ფორმულით გამოითვლება კარიო-პიკნოტური ინდექსი?
ჰიპოთალამუსის თერმორეგულაციის ცენტრზე ჩამოთვლილთაგან, რომელი ჰორმონის გავლენაზე მიუთითებს ბაზალური ტემპერატურის მატება მენსტრუალური ციკლის ლეთეინურ ფაზაში?
ჩამოთვლილთაგან, როგორი ტიპის მენსტრუალური ციკლისთვის არის დამახასიათებელი მონოტონური ჰიპოთერმული ბაზალური ტემპერატორული მრუდი?
ჩამოთვლილთაგან, ლუთეინური ფაზის ხანგრძლივობის რომელი მაჩვენებელი წარმოადგენს ყვითელი სხეულის ფუნქციის უკმარისობის დიაგნოსტიკურ მარკერს?
ორფაზიანი მენსტრუალური ციკლის დროს ჩამოთვლილთაგან, რამდენ გრადუსს შეადგენს სხვაობა ბაზალური ტემპერატურის I დაII ფაზის მაჩვენებლებს შორის?