სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › სალიცენზიო კარდიოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
სალიცენზიო კარდიოლოგია
ქვემოთ ჩამოთვლილი დებულებებიდან რომელია არასწორი ლაუნჰენონგ-ლევინის სინდრომთან (LGL) მიმართებაში:
მარცხენა წინაგულის ჰიპერტროფიის და წინაგულშიდა ბლოკადის დიფერენცირებისას, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ მეტყველებს:
მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიისას:1) I განხრაში R არანაკლებ 15მმია; 2) avL განხრაში R არანაკლებ 11მმ-ია;3). avR განხრაში R არანაკლებ 7მმ-ია; 4). V5, V6 განხრებში R > 25მმ.
მარჯვენა პარკუჭის R ტიპის ჰიპერტროფიის ნიშნებია:1) V1 განხრაში Rs ტიპის QRS კომპლექსი;2) გულმკერდის ყველა განხრაში rS ან RS ტიპის QRS კომპლექსი;3). V1 განხრაში rSR ან RSR ტიპის QRS კომპლექსი; 4). V1 განხრაში qR ტიპის QRS კომპლექსი.
მარჯვენა პარკუჭის S ტიპის ჰიპერტროფიის ნიშნებია:1) V1 განხრაში Rs ტიპის QRS კომპლექსი; 2) V1 განხრაში qR ტიპის QRS კომპლექსი;3). RS ტიპის ან RS ტიპის QRS კომპლექსი გულმკერდის ყველა განხრაში;4). rSR ან RSR ტიპის QRS კომპლექსი V1 განხრაში.
მარჯვენა პარკუჭის RSR ტიპის ჰიპერტროფიის ნიშნებია:1) V1 განხრაში RS ტიპის QRS კომპლექსი; 2) V1 განხრაში qR ტიპის QRS კომპლექსი;3). rS ან RS ტიპის QRS კომპლექსი გულმკერდის ყველა განხრაში;4). V1 განხრაში rSR ან RSR ტიპის QRS კიმპლექსი.
მარჯვენა პარკუჭის მკვეთრი ჰიპერტროფიის ნიშნებია ყველა ჩამოთვლილი, გარდა:
მარჯვენა და მარცხენა პარკუჭების ჰიპერტროფიისას, შესაბამისად, გულმკერდის მარჯვენა და მარცხენა განხრებში RS-T სეგმენტის და R(S) კბილის დისკორდანტული ცდომის მიზეზებია:
მარჯვენა პარკუჭის ჰიპერტროფიისას, ქვემოთ ჩამოთვლილი, რომელი ეკგ ნიშნები მიგვანიშნებენ მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის არსებობაზეც:1) V1-V2 განხრებში S კბილის გაღრმავება;2) გულის ელექტრული ღერძის გადახრა მკვეთრად მარცხნივ ალფა= -30 გრადუსი;3). V5-V6 განხრებში R კბილის ამპლიტუდის გაზრდა.
მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიისას, ქვემოთ ჩამოთვლილი, რომელი ეკგ ნიშნები მიგვანიშნებენ მარჯვენა პარკუჭის ჰიპერტროფიის შესაძლო არსებობაზეც:1) გულის ელექტრული ღერძის გადახრა მარჯვნივ ალფა=+100 გრადუსი;2) V1-V2 განხრებში R კბილის ამპლიტუდის გაზრდა (R > 7მმ);3). V1 განხრაში ჰისის კონის მარჯვენა ფეხის არასრული ბლოკადის ნიშნები;4). V1-V2 განხრებში ღრმა S კბილი.
მარცხენა პარკუჭის სისტოლური გადაძაბვის ნიშნებია:1) V5-V6 განხრებში RS-T სეგმენტის დეპრესია და T კბილის ინვერსია;2) V1-V2 განხრებში RS-T სეგმენტის დეპრესია და T კბილის ინვერსია;3). V5-V6 განხრებში R კბილის ამპლიტუდის გაზრდა 35 მმ-ზე მეტად.
მარჯვენა პარკუჭის სისტოლური გადაძაბვის ნიშნებია:1) V1-V2 განხრებში RS-T სეგმენტის დეპრესია და T კბილის ინვერსია;2) მაპროვოცირებული ფაქტორის მოხსნის შემდეგ RS-T სეგმენტი და T კბილი სწრაფად უბრუნდება ნორმას;3). V1-V2 განხრაში R კბილის ამპლიტუდის გაზრდა 7მმ-ზე მეტად.
მიოკარდიუმის იშემიის ეკგ ნიშნებია:
გულმკერდის განხრებში მაღალი წვეტიანი T კბილების ჩაწერა:1) მიუთითებს მარცხენა პარკუჭის წინა კედლის სუბენდოკარდიულ იშემიაზე;2) მიუთითებს მარცხენა პარკუჭის უკანა კედლის სუბეპიკარდიულ, ტრანსმურულ და ინტრამურულ იშემიაზე;3). ხშირად გვხდება ახალგაზრდებში, რაც შესაძლოა ნორმის ვარიანტსაც წარმოადგენდეს;4). ხშირად ფიქსირდება ხანდაზმულ მამაკაცებში, რაც შესაძლოა ნორმის ვარიანტს წარმოადგენდეს.
ორფაზიანი T კბილი, ჩვეულებრივ:1) ფიქსირდება იშემიური ზონის და ინტაქტური უბნის საზღვარზე;2) გულმკერდის მარჯვენა განხრებში მოზარდებში, შესაძლოა, ნორმაშიც შეგვხვდეს;3). გულმკერდის მარჯვენა განხრებში ხანდაზმულ მამაკაცებში ნორმის ვარიანტია.
მიოკარდიუმის იშემიური დაზიანების ეკგ ნიშანია:
გულმკერდის განხრებში RS-T სეგმენტის ელევაცია მიუთითებს:
გულმკერდის განხრებში RS-T სეგმენტის დეპრესია მიუთითებს:1) მარცხენა პარკუჭის წინა კედლის სუბენდოკარდიული იშემიური დაზიანების არსებობაზე;2) მარცხენა პარკუჭის წინა კედლის სუბეპიკარდიული იშემიური დაზიანების არსებობაზე;3). მარცხენა პარკუჭის უკანა კედლის ტრანსმურული დაზიანების არსებობაზე.
ST სეგმენტის ელევაცია და დეპრესია 0,5მმ-ით:1) ყოველთვის მიუთითებს მიოკარდიუმის იშემიური დაზიანების არსებობაზე;2) შეიძლება აღინიშნოს პრაქტიკულად ჯანმრთელ პირებში;3). შეიძლება განვითარდეს სხვა კარდიალური პათოლოგიების არსებობისასაც.
მიოკარდიუმის ნეკროზის ძირითადი ეკგ ნიშანია:1) T კბილის ფორმის და პოლარობის სხვადასხვაგვარი ცვლილებები;2) RS-T სეგმენტის ცდომა იზოხაზს ზევით ან ქვევით; 3). პათოლოგიური Q კბილი; 4). QS კომპლექსი.