სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › სალიცენზიო კარდიოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
სალიცენზიო კარდიოლოგია
მწვავე ინფექციური ენდოკარდიტისთვის დამახასიათებელია:1) ლეიკოციტოზი; 2) ანემია; 3). ედსის აჩქარება.
მწვავე ინფექციური ენდოკარდიტების დროს სისხლში აღინიშნება შემდეგი კლასის ანტისხეულების ტიტრის მომატება:1) IgA; 2) IgG; 3) IgM.
ინფექციური ენდოკარდიტის განვითარებისას:1) შეიძლება აღინიშნოს ჰემატურია; 2) შეიძლება აღინიშნოს პროტეინურია;3). შარდში არსებული ცვლილებები, მხოლოდ, თირკმლების სისხლძარღვების ემბოლიზაციის შედეგია;4). შარდში არსებული ცვლილებები შეიძლება იმუნოლოგიური პროცესებითაც იყოს განპირობებული.
ინფექციური ენდოკარდიტის განვითარებისას:1) მნიშვნელოვანია სისხლის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა;2) გამომწვევი მიკრობის იდენტიფიკაციისათვის საჭიროა 24 საათის განმავლობაში სისხლის სამჯერადად დათესვა;3). ყოველთვის ხერხდება გამომწვევი მიკრობის იდენტიფიკაცია (გამოკვლევის სწორად ჩატარების შემთხვევაში).
ინფექციური ენდოკარდიტის დიაგნოსტირებისთვის ყველაზე ინფორმატიულია:1) ეკგ; 2) რენტგენოლოგიური გამოკვლევა;3). ექოკარდიოგრაფია.
ინფექციური ენდოკარდიტის დამახასიათებელი ექოკარდიოგრაფიული ნიშნებია ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი, გარდა:
ინფექციური ენდოკარდიტის სადიაგნოსტიკო "მცირე" კრიტერიუმებია ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი, გარდა:
ინფექციური ენდოკარდიტის გართულებას წარმოადგენს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი, გარდა:
ინფექციური ენდოკარდიტის კეთილსაიმედო გამოსავლის ალბათობას ამცირებს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი ფაქტორი, გარდა:
ინფექციური ენდოკარდიტის პროფილაქტიკა გულისხმობს1) პირის ღრუს ჰიგიენის დაცვას;2) იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ინფექციური ენდოკარდიტის განვითარების მაღალი რისკი, ნებისმიერი ინფექციის სასწრაფო, ადექვატურ მკურნალობას;3). ინფექციური ენდოკარდიტის განვითარების მაღალი რისკის პაციენტებში, ნებისმიერი ქირურგიული ჩარევისას, სპეციფიური, ანტიბაქტერიული, პროფილაქტიკური მკურნალობის ჩატარებას;4). პროფილაქტიკური ანტიბაქტერიული მკურნალობის აუცილებელ ჩატარებას იმ პირებში, რომელთაც აღენიშნებათ სისხლძარღვების ათეროსკლეროზული დაზიანება.
ინფექციური ენდოკარდიტის მკურნალობისას:1) მნიშვნელოვანია სისხლში ანტიბიოტიკების ბაქტერიოციდული დოზების შენარჩუნება;2) საკმარისია ბაქტერიოსტატიური მოქმედების ანტიბიოტიკების გამოყენება;3). საჭიროა ბაქტერიოციდული პრეპარატების გამოყენება;4). ანტიბიოტიკოთერაპია დაავადების ადრეულ სტადიაში უნდა დაიწყოს.
მართებულია შემდეგი მტკიცებანი: მამწვანებელი სტრეპტოკოკით გამოწვეული ინფექციური ენდოკარდიტის მკურნალობისას:1) გამოიყენება პენიცილინის და სტრეპტომიცინის კომბინაცია;2) პენიცილინის მაგივრად შეიძლება ამოქსაცილინის გამოყენება;3). პენიცილინისადმი ალერგიის შემთხვევაში თავისუფლად შეიძლება ცეფაზოლინის გამოყენება;4). პენიცილინისადმი ალერგიის შემთხვევაში მიზანშეწონილია ვანკომიცინის გამოყენება.
ენტეროკოკით გამოწვეული ინფექციური ენდოკარდიტის მკურნალობისას:1) გამოიყენება პენიცილინისა და გენტამიცინის კომბინაცია;2) პენიცილინისადმი მდგრადი შტამების თერაპიისთვის შესაძლებელია ამპიცილინის გამოყენება;3). პენიცილინისადმი ალერგიის შემთხვევაში შესაძლებელია ოქსაცილინის და გენტამიცინის კომბინაცია;4). პენიცილინისადმი ალერგიის შემთხვევაში შესაძლებელია ვანკომიცინის და გენტამიცინის კომბინირება.
ოქროსფერი სტაფილოკოკით გამოწვეული ინფექციური ენდოკარდიტის მკურნალობისას1) რეკომენდებულია ოქსაცილინის დანიშვნა;2) პენიცილინისადმი მდგრადი შტამების თერაპიისთვის, რეკომენდებულია ვანკომიცინის ზამოყენება;3). პენიცილინისადმი მდგრადი შტამების თერაპიისთვის რეკომენდებულია ცეფაზოლინის გამოყენება;4). გენტამიცინის ეფექტურობა ჯერჯერობით არ დასტურდება.
ინფექციური ენდოკარდიტის მკურნალობისას:1) მნიშვნელოვანია საჭირო ანტიბიოტიკის დროულად შერჩევა;2) ანტიბაქტერიული თერაპია გრძელდება ტემპერატურის ნორმალიზებამდე;3). ანტიბაქტერიული თერაპია გრძელდება ხანგრძლივად, საშუალოდ 4-6 კვირის განმავლობაში;4). ანტიბაქტერიული პრეპარატები განსაკუთრებით ხანგრძლივად ინიშნებიან, თუ ენდოკარდიტის მიზეზი ხელოვნური სარქვლების ინფიცირებაა.
ინფექციური ენდოკარდიტის ქირურგიული მკურნალობა ნაჩვენებია ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში, გარდა:
რევმატიზმი აზიანებს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ ორგანოს ან ორგანოთა სისტემას, გარდა:
რევმატიზმი სისტემური იმუნური პროცესია, რომელიც წარმოადგენს სტრეპტოკოკული:1) ლარინგიტის გართულებას; 2) ფარინგიტის გართულებას;3). დერმატიტის გართულებას; 4). გინგივიტის გართულებას.
მწვავე რევმატიზმი, ჩვეულებრივ, ვლინდება სტრეპტოკოკული ფარინგიტის გადატანიდან:
მწვავე რევმატიზმის ჩვეული გამოვლინებებია ყველა ჩამოთვლილი, გარდა: