QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › სალიცენზიო რადიაციული ონკოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

სალიცენზიო რადიაციული ონკოლოგია

724 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

261

25 წლის მამაკაცს ჩაუტარდა თავის ტვინის მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია კონტრასტით და აღინიშნა სიმსივნური წარმონაქმნის არსებობა. გაკეთდა სიმსივნური წარმონაქმნის მაქსიმალურად უსაფრთხო ამოკვეთა. დადგინდა მედულობლასტომა. აღნიშნეთ შემდგომი სწორი მიმართულება:

262

მოზრდილთა მედულობლასტომის დროს, როდესაც სიმსივნური წარმონაქმნი მდებარეობს მხოლოდ თავის ტვინში და არ არის რეზექტაბელური , როგორია მკურნალობის ტაქტიკა:

263

რა დოზით სხივდება თავის ტვინის მრავლობითი მეტასტაზური დაზიანება:

264

მოზრდილთა მედულობლასტომის დასხივების დროს რომელი დოზირებაა სწორი ქვემოთ ჩამოთვლილთაგან თუ რეციდივის განვითარების მაღალი რისკია:

265

რა დოზით სხივდება თავის ტვინის მენინგიომა , როდესაც ავთვისებიანობის I-II ხარისხია:

266

რა დოზით სხივდება თავის ტვინის მენინგიომა , როდესაც ავთვისებიანობის III ხარისხია:

267

ეპენდიმომის დასხივების დროს რა მაქსიმალური დოზით შესაძლოა დასხივდეს ზურგის ტვინში არსებული წარმონაქმნი:

268

მოზრდილთა ინტრაკრანიალური ეპენდიმომის რადიკალური პროგრამით მკურნალობის დასრულების შემდგომ დაავადების კონტროლი რა ინტენსივობით ხორციელდება:

269

დაბალი ავთვისებიანობის ხარისხის თავის ტვინის გლიომა (G I/II) რა მაქსიმალური რადიკალური დოზით შეიძლება დასხივდეს:

270

35 წლის პაციენტი, დიაგნოზით დაბალი ავთვისებიანობის ხარისხის ინფილტრაციული სუპრატენტორიალური ასტროციტომა. გაკეთდა მაქსიმალური უსაფრთხო რეზექცია. რომელია შემდგომი სწორი ტაქტიკა:

271

49 წლის პაციენტი, დიაგნოზით დაბალი ავთვისებიანობის ხარისხის ინფილტრაციული სუპრატენტორიალური ოლიგოდენდროგლიომა. გაკეთდა მაქსიმალური უსაფრთხო რეზექცია. საკონტროლო მრტ კვლევაზე აღინიშნება პატარა ზომის ნარჩენი სიმსივნე. რომელია ქვემოთჩამოთვლილი პასუხებიდან სწორი:

272

ჰიპოფიზის სიმსივნეების კონვენციური დასხივების გართულებებს მიეკუთვნება ყველა ჩამოთვლილი გარდა:

273

ჩამოთვლილთაგან რომელი არის სიმართლე ტვინის ღეროს გლიომასთან მიმართებაში

274

სელარული რეგიონის სიმსივნეების სხივური თერაპიის ჩვენებებს მიეკუთვნება:

275

დაბალი გრეიდის გლიომების შემთხვევაში მიზანშეწონილია დასხივება ჩატარდეს:

276

პირველადი ცნს–ის ლიმფომის შემთხვევაში თუ აღინიშნა სრული პასუხი (CR) ჩატარებულ ქიმიოთერაპიაზე, პაციენტს ესაჭიროება:

277

ანაპლაზიური გლიომის შემთხვევაში ოპერაციის შემდგომ კარგი სტატუსის დროს KPS > 70% პაციენტებში შეარჩიეთ მკურნალობის სწორი ტაქტიკა:

278

ანაპლასტიკური გლიომის შემთხვევაში ოპერაციის შემდგომ ცუდი ზოგადი მდგომარეობის დროს KPS < 50% პაციენტებში შეარჩიეთ მკურნალობის სწორი ტაქტიკა:

279

პოსტოპერაციული გლიობლასტომის შემთხვევაში კარგი სტატუსის მქონე პაციენტებში (KPS > 70% ) შეარჩიეთ მკურნალობის სწორი ტაქტიკა:

280

მაღალი გრეიდის გლიომების შემთხვევაში რეციდივის დროს ცუდი ზოგადი სტატუსის მქონე პაციენტებში სწორი მკურნალობის ტაქტიკაა:

განმარტებები