QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › სალიცენზიო - რადიოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

სალიცენზიო - რადიოლოგია

2488 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

681

ანამნეზში პაციენტს აქვს ობტურაციული სიყვითლე, კუჭისა და 12- გოჯა ნაწლავის რენტგენოლოგიური კვლევისას - კუჭის ანტრალური ნაწილის გადაქაჩვა წინ და ზემოთ, 12-გოჯა ნაწლავის დასწვრივი ტოტის მედიალური კედლის რიგიდობა და ლორწოვანის ატიპიური რელიეფი. აღნიშნული ტრიადა დამახასიათებელია:

682

სამი თვის წინ პაციენტმა გადაიტანა ოპერაცია კუჭქვეშა ჯირკვლისთავის კიბოს გამო, მუცლის ღრუს მიმოხილვითი რენტგენოლოგიური კვლევისას ნაღვლის საერთო და ვირზუნგის სადინრების პროექციაზე ისახება დრენაჟის მილები, აღინიშნება ჰაერი სანაღვლე გზებში, ამ შემთხვევაში შესაძლებელია ვაწარმოოთ შემდეგი სახის ოპერაცია:

683

გადიდებული ხორკლიანი ღვიძლი, მრავლობითი გაკირული უბნებით ბელტებისა და რგოლების სახით.

684

კუჭის კარდიალური ნაწილის და სხეულის ცდომა უკან და მარცხნივ, ხოლო გასავალი ნაწილისა ქვემოთ, აღინიშნება:

685

ღვიძლის ჩრდილის გადიდება შემოსაზღვრული ნახევარსფეროები გამოზნექვით, სწორი კონტურებითა და გაკირული უბნებით, ნამგლის ან ბელტის სახით. დამახასიათებელია:

686

მასკლეროზირებელი ქოლანგიტების განვითარება განპირობებულია სანაღვლე სადინრების შევიწროებით. ამ დროს:

687

ნაღვლის ბუშტის სფინქტერების, მუსკულატურის და ნაღვლის საერთო სადინრის მუშაობის მოშლა, რაც ვლინდება ქოლეცისტოგრაფიისას ნაღვლის ბუშტის დაცლის ნორმალური რითმის ცვალებადობით, დამახასიათებელია:

688

კონტრასტირებული ნაღვლის ბუშტის ზომებია: 3x5 სმ ან 4x6 სმ ნაღვლმდენი საუზმის მიღების შემდეგ 15 წუთში მისი ზომები შემცირდება 3/4-ით, 1 საათში მისი ჩრდილი საერთოდ არ ვლინდება. ადგილი აქვს:

689

ნაღვლის ბუშტი დიდი ზომისაა, ჩრდილი ნაკლებინტენსიური, ნაღვლმდენი საუზმის მიღებიდან 3-4 საათის შემდეგ ნაღვლის ბუშტში აღინიშნება კონტრასტირებული ნაღვლის 70-80%. ადგილი აქვს:

690

ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების გაუკირავი კენჭების აღმოჩენა ბილიარული სისტემის კონტრასტირების გარეშე:

691

კონტრასტირებულ ნაღვლის ბუშტში აღინიშნება მომრგვალო ფორმის კიდითი ავსების დეფექტი, ზომით 1,5 – 2,0 სმ. რომელიც არ იცვლის მდებარეობას პოლიპოზიციური კვლევით, ეს სიმპტომი არის:

692

ნაღვლის ბუშტის კიბო.

693

ნაღვლის ბუშტის კენჭების წარმოქმნა განპირობებულია შემდეგი პროცესით.

694

ნაღვლის ბუშტის კენჭების 80% შედგება:

695

ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების რენტგენოკონტრასტული კონკრემენტები გვხვდება შემთხვევათა

696

ნაღვლის ბუშტის თხელი ლორწოვანი სეკრეტით გაგანიერება-გადავსებას ადგილი აქვს:

697

ბავშვებსა და მოზარდებში ნაღვლის ბუშტის რენტგენოკონტრასტული კენჭების არსებობა დაკავშირებულია:

698

ავადმყოფს, ქოლეცისტექტომიიდან 8 დღის შემდეგ დიაფრაგმის მარჯვენა გუმბათის ქვეშ ღვიძლის ფონზე აღენიშნება სითხის ფართე დონე. გუმბათი უმოძრაოა, მისი კონტური არამკაფიოა, მის ზემოთ დისკოსებური ატელექტაზი, კოსტოდიაფრაგმულ სინუსში სითხე. თქვენი დასკვნაა:

699

კალკულოზური ქოლეცისტიტისა და ქოლედოქოლითიაზის გამო ქოლეცისტექტომიისა და ნაღვლის საერთო სადინრის დრენირების, შემდეგ დრენაჟიდან აღინიშნება ჭარბი რაოდენობით ნაღვლის გამოყოფა, განავალი გაუფერულებულია, ფისტულოგრაფიის დროს სადინარი გაგანიერებულია, მისი ტერმინალი ნაწილი ობტურირებულია, ობტურაციის ფორმა მენისკისებურია. ობტურაციის მიზეზია:

700

ელენთის გადიდების დროს ტიპიურია ცდომა:

განმარტებები