სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია
ქალა-ტვინის ტრავმით ავადმყოფს უტარდებოდა ფ.ხ.ვ. პარაკლინიკური მონაცემებია: PH-7,58; PaCO2-24 მმHგ, BE -4 მეკვ/ლ. შეაფასეთ მჟავა-ტუტოვანი ბალანსის მონაცემები:
50 წლის ჰიპერტენზიით დაავადებულ მამაკაცს დაეწყო უეცრად ძლიერი ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც ირადიაციას განიცდის ზურგსა და მკლავებში. არტერიული წნევა მარცხენა ზედა კიდურზე 180/80 მმ.ვწყ.სვ. მარჯვენაზე არ ისინჯება. ფიზიკალური გამოკვლევით ყურადღებას იპყრობს აორტალური რეგურგიტაციისთვის დამახასიათებელი ახლადაღმოცენებული შუილი. სავარაუდო დიაგნოზია:
ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსდა 24 წლის ქალი, რომელიც უჩივის ქოშინს უმნიშვნელო ფიზიკურ დატვირთვაზე, ორთოპნოეს, ტკივილს და სიმძიმის შეგრძნებას გულმკერდის არეში, არტერიული წნევის შემცირებას. გადატანილი დაავადებებიდან აღნიშნავს ვირუსულ ინფექციას 2 კვირის წინ. ფიზიკალური მონაცემები: არტერიული წნევა - 88/74 მმ.ვწყ.სვ. გულისცემის სიხშირე -124/წთ, სუნთქვის სიხშირე-24/წთ, სხეულის ტემპ -38,1 გრად.ცელს, კარდიომონიტორზე - ელექტრული ალტერაცია. ექოკარდიოგრაფიით პერიკარდიუმის სეპარაცია. რომელია ძირითადი თერაპიული ღონისძიება: 1. კარდიოვერსია; 2. ტრაქეის ინტუბაცია; 3. ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება ი/ვ; 4. კორდარონის ი/ვ ინფუზია დოზით, 5 მგ/კგ გახსნილი 250 მლ 5%-იან გლუკოზის ხსნარში; 5. პერიკარდიოცენტეზი.
პოსტოპერაციული ინტენსიური თერაპიის პალატაში მყოფი ავადმყოფის პარაკლინიკური მონაცემებია: ჰემატოკრიტი: 50%, კალიუმი პლაზმაში: 2,5 მექვ/ლ-ში, ნატრიუმი პლაზმაში: 120 მექვ/ლ-ში, გლუკოზა სისხლში: 6,0 მმოლ/ლ-ში. ანესთეზიოლოგის ტაქტიკაა: 1. ფიზიოლოგიური ხსნარის გადასხმა; 2. ერითროციტული მასის გადასხმა; 3. რინგერის ხსნარი პანანგინთან ერთად; 4. ვოლუვენის გადასხმა.
პოსტოპერაციული ინტენსიური თერაპიის პალატაში მყოფი ავადმყოფის პარაკლინიკური მონაცემებია: ჰემატოკრიტი 40%, კალიუმი პლაზმაში 4,2 მექვ/ლ-ში, ნატრიუმი პლაზმაში 140 მექვ/ლ-ში, გლუკოზა სისხლში 3,0 მმოლ/ლ-ში. ანესთეზიოლოგის ტაქტიკაა: 1. ფიზიოლოგიური ხსნარის გადასხმა; 2. ერითროციტული მასის გადასხმა; 3. რინგერის ხსნარი პანანგინთან ერთად; 4. პლაზმასტერილის გადასხმა; 5. გლუკოზის გადასხმა.
პოსტოპერაციული ინტენსიური თერაპიის პალატაში მყოფი ავადმყოფის პარაკლინიკური მონაცემებია: Hb-90გ/ლ, ჰემატოკრიტი-35%, ერითროციტები სისხლში-3,2X10 მე-12 ხარისხ./ლ, მოცირკულირე სისხლის დანაკარგი დაახლოებით 800მლ. რომელი არ უნდა გაკეთდეს? 1. ფიზიოლოგიური ხსნარის გადასხმა; 2. რინგერის ხსნარის გადასხმა; 3. რეოპოლიგლუკინის გადასხმა; 4. ერითროციტული მასის გადასხმა.
როდის არის შესაძლებელი კალიუმის პრეპარატებით ემპირიული (კალიუმის განსაზღვრამდე სისხლის პლაზმაში) მკურნალობა: 1. ჰიპეროსმოლარული კომა; 2. გულის რიტმისა და აგზნებადობის მომატების დროს; 3. წვრილ-ნაწლავური ფისტულების დროს; 4. ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომის შემთხვევაში.
დეტოქსიკაციის მეთოდებია:1). ფორსირებული დიურეზი; 2). ჰემოდიალიზი;3). ჰემო- და პლაზმოსორბცია; 4). პლაზმაფერეზი;5). იონცვლადი ნაერთების გამოყენება.
ჰიპოქსემიის შემდეგ ორგანიზმის გადარჩენის შესაზლებლობას ზრდის: 1. ბარბიტურატები 2. ეთერი 3. ჰიპოთერმია 4. ჰიპერთერმია
შეუქცევადი მდგომარეობის განვითარებაში წამყვანი მნიშვნელობა ენიჭება:1 ჰიპოქსიის შერეულ ფორმას;2 მიკროცირკულაციის დარღვევას3 პარენქიმული ორგანოების ფუნქციის დარღვევას;4 ბაქტერიულ ინტოქსიკაციას
სეფსისის, მწვავე სისხლდენისა და ჰიპოვოლემიის მქონე ავადმყოფებში სისხლის მიმოქცევის ჰიპერდინამიური ტიპის დარღვევის ჩამოყალიბება შეიძლება აიხსნას:1). სისხლის მიმოქცევის შუნტირებით;2). სისხლის მიმოქცევის ცენტრალიზებით;3). მიკროციკრულაციის დარღვევით; 4). მეტაბოლიზმის დარღვევით.
მიოკარდიუმის მწვავე უკმარისობის დროს ინტენსიური თერაპიის ძირითად მიზანს წარმოადგენს:1). გულის კუმშვადობის უნარის გაუმჯობესება;2). სისხლის ვენებში მოდენის ნორმალიზება;3). საერთო პერიფერიული წინააღმდეგობის შემცირება;4). ელექტრული სტაბილურობის ნორმალიზება;5). გულის შეკუმშვათა სინერგულობა.
ჰიპოვოლემიის დროს, ვენურ სისტემაზე მოქმედი (ნიტროგლიცერინი და მათი ანალოგები) ვაზოდილატატორების დანიშვნამ შეიძლება გამოიწვიოს:1). მიოკარდიუმის შეკუმშვის უნარის გაუმჯობესება;2). არტერიული წნევის დაქვეითება; 3). კოლაფსი;4). კორონარული სისხლის მიმოქცევის შემცირება.
მარცხენა პარკუჭოვანი გულის უკმარისობა იწვევს შემდეგ ცვლილებებს:1). ფილტვებში შეგუბებით მოვლენებს; 2). ცირკულატორულ ჰიპოქსიას;3). მეტაბოლურ აციდოზს; 4). მცირე წრის ჰიპერტენზიას.
პარკუჭოვანი ტაქიკარდია წარმოადგენს შემდეგი მოვლენების მანიშნებელს:1). გულის უკმარისობის;2). მიოკარდის გაძლიერებული აგზნებადობის;3). პარკუჭების ფიბრილაციის.
კონსერვირებულ სისხლში თრობმოციტების ფუნქციური აქტივობა პრაქტიკულად წყდება:
გულმკერდის ან მუცლის ღრუში ჩაღვრილი სისხლის რეინფუზიის ჩატარებისათვის საჭირო ვარგისიანობის ხანგრძლივობა არის:
ჰემოტრანსფუზიის დროს პიროგენული რეაქციების ყველაზე გავრცელებულ მიზეზს წარმოადგენს:
მიოკარდიუმის ინფარქტის დროს კრეატინკინაზას აქტივობის მაქსიმალური მომატება აღინიშნება:
ფილტვების კარდიოგენული შეშუპების დროს მორფინის ინტრავენური შეყვანის დადებითი ეფექტი ვლინდება: 1). ვაზოდილატაციით; 2). არტერიოლების გაფართოებით; 3). სედატაციით; 4). სუნთქვის სიხშირის შემცირებით; 5). სისხლისმიმოქცევის მცირე წრის განტვირთვით.