QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია

2373 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

1681

ღრმა ვენების თრომბოზისა და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის განვითარების პროფილაქტიკის მეთოდებია: 1. ჰეპარინის დანიშვნა; 2. ვარფარინის დანიშვნა; 3. ფეხების დაბინტვა, დოზირებული კომპრესიით; 4. მაღალმოლეკულური დექსტრანების, პოლიგლუკინის ან ჰ.ე.ს. 10%-ს გადასხმა.

1682

გრინფილდის ფილტრის ჩაყენების ჩვენებებია: 1. ანტიკოაგულაციური პროფილაქტიკისა და თერაპიის გამოყენების წინააღმდეგჩვენებანი პაციენტის მხრიდან; 2. ანტიკოაგულანტების შეყვანის მიუხედავად ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის განვითარება; 3. ფილტვის მძიმე დაავადებები; 4. ფილტვის ჰიპერტენზია.

1683

ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის განვითარების პროფილაქტიკისთვის ჰეპარინს ნიშნავენ შემდეგი დოზით: 1. დაბალი დოზებით; 2. ძალიან დაბალი დოზებით; 3. ადექვატური (შერჩეული) დოზებით; 4. მაქსიმალური დოზებით.

1684

ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის კლინიკური გამოვლინებაა: 1. ქოშინი; 2. ტაქიპნოე და ტაქიკარდია; 3. სისხლიანი ხველა; 4. პლევრალური ტკივილი.

1685

რომელ ლაბორატორიულ - ინსტრუმენტულ მონაცემებს შეუძლიათ დაადასტურონ ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია? 1. PaO2 მეტი 80 მმ.ვწყ.სვ.; 2. PaO2 ნაკლები 80 მმ.ვწყ.სვ.; 3. ინფილტრატები გულმკერდის რენდგენოგრამაზე; 4. გულის მარჯვენა ნაწილის ექოკარდიოგრაფია; 5. ფილტვების რადიონუკლიდური სკანირება.

1686

ვენური თრომბოზებისა და ემბოლიების რისკ - ფატორებია: 1. ხანდაზმული ასაკი და ხანგრძლივი წოლითი რეჟიმი; 2. ინსულტი, დამბლა, გაცხიმოვნება; 3. კიბო და მისი მკურნალობა; 4. ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზი;

1687

ვენური თრომბოზებისა და ემბოლიების რისკ - ფატორებია: 1. მწვავე ინფექციური დაავადებები; 2. შეგუბებითი გულის უკმარობა; 3. ფილტვების მძიმე დაავადებები თანმხლები მწვავე და ქრონიკული სუნთქვის უკმარობით; 4. მაგისტრალური ვენის ხანგრძლივი კათეტერიზაცია.

1688

ვენური თრომბოზებისა და ემბოლიების რისკ ფატორებია: 1. ორსულობა; 2. ესტროგენების და ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონალური პრეპარატების ხანგრძლივი გამოყენება; 3. ნეფროზული სინდრომი; 4. მსხვილი ნაწლავის ანთებითი დაავადება.

1689

სისხლის შემადედებელი სისტემის რომელი დარღვევის გამო ხდება ვენური თრომბოზების რისკი ძალიან მაღალი? 1. აქტიური პროტეინისადმი რეზისტენტობა; 2. ანტითრომბინის დეფიციტი ან დისფუნქცია; 3. დისფიბრინოგენემია, პლაზმინოგენის ან პლაზმინოგენის აქტივატორთა კონცენტრაციის შემცირება; 4. მიელოპროლიფერაციული დაავადებები (პოლიციტემია, პირველადი თრომბოციტოზი).

1690

ენოქსიპარინის 40მგ/24სთ გამოყენება მწვავე თერაპიული პათოლოგიის დროს, არაწოლითი რეჟიმის პირობებში, თრომბოემბოლიური გართულებების რისკს ამცირებს:

1691

როგორია სისხლდენების განვითარების და თრომბოციტოპენიის რისკი ენოქსიპარინით 40მგ/24სთ მკურნალობის ფონზე?

1692

საყლაპავის ინტუბაციის ნიშნებია: 1. ფილტვების აუსკულტაციისას სუნთქვითი ხმიანობის არ არსებობა; 2. სუნთქვითი ხმიანობა მოისმინება ეპიგასტრიუმში; 3. ენდოტრაქეულ მილში კუჭის შიგთავსის არსებობა; 4. კაპნოგრაფიის მაღალი ამპლიტუდა.

1693

დაუგეგმავი ექსტუბაცია შეიძლება მოხდეს: 1. ნაზოგასტრალური ზონდის ჩადგმის ან ამოღების დროს; 2. ენდოტრაქეული მილის ცუდი დაფიქსირების შემთხვევაში; 3. პაციენტის მდებარეობის შეცვლის დროს; 4. ენდოტრაქეული მილის ღრმად ჩაწევისას.

1694

დაუგეგმავი ექსტუბაციის გამოვლინებებია: 1. სასუნთქი კონტურის სრული ან ნაწილობრივი არაჰერმეტულობა; 2. აირთა ნარევის მაღალი ან ნორმალური ინსპირატორული ნაკადი; 3. ფილტვების აუსკულტაციისას სუნთქვითი ხმიანობის არ არსებობა; 4. კაპნოგრაფიის მაღალი პარამეტრები.

1695

დაუგეგმავი ექსტუბაციისას მოქმედების ტაქტიკაა: 1. ზედა სასუნთქი გზების გამავლობის უზრუნველყოფა; 2. ენდოტრაქეული მილის ღრმად ჩაწევა; 3. ნიღბით ფ.ხ.ვ. 100% O2-ით; 4. დაუგეგმავ ექსტუბაციაზე ეჭვისას-დაუყოვნებლივი განმეორებითი ინტუბაცია.

1696

ჰეიმლიხის ილეთი მოწოდებულია:

1697

რომელ შემთხვევაში არ არის მიზანშეწონილი დოფამინის გამოყენება? 1. კარდიოგენული შოკი; 2. თირკმლის მწვავე უკმარისობა; 3. სეპტიური შოკი; 4. ჰიპოვოლემიური შოკი.

1698

რომელია ყველაზე ხშირი შეცდომა ანესთეზიოლოგიურ პრაქტიკაში:

1699

მოქმედების ტაქტიკა საოპერაციოში ელექტრომომარაგების შეწყვეტის დროს: 1. ავარიული განათების ჩართვა; 2. ფ.ხ.ვ.-ს განხორციელება ხელით სასუნთქი პარკის საშუალებით; 3. ჟანგბადის მიწოდების უზრუნველყოფა; 4. სუნთქვისა და გულის მუშაობის მონიტორინგისათვის სტეტოსკოპის გამოყენება.

1700

სწორად შესრულებული პირდაპირი ლარინგოსკოპიის დროს, არტერიული წნევის მატება დაკავშირებულია: 1. ჰიპოქსიასთან; 2. ჰიპერკაპნიასთან; 3. ჰიპოკაპნიასთან.

განმარტებები