QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია

2373 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

1621

მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობის მიზეზებია: 1. პარკუჭოვანი არითმია; 2. ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია; 3. მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი; 4. კრისტალოიდების ზომიერი ინფუზია .

1622

მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობას ახასიათებს: 1. ტაქიკარდია; 2. ცენტრალური ვენური წნევის მომატება; 3. ფილტვებში მრავლობითი სველი ხიხინი; 4. ექსპირაციული ქოშინი.

1623

მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობის მკურნალობა მოიცავს: 1. ნატრიუმის ნიტროპრუსიდი 0.5-2 მკგ/კგ წთ-ში; 2. ფუროსემიდი 40-60 მგ; 3. დობუტამინი 5-10 მკგ/კგ წთ-ში; 4. ერითროციტული მასის გადასხმას.

1624

ჩამოთვლილი საანესთეზიო საშუალებებიდან რომელმა შეიძლება გამოიწვიოს მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობა: 1. აზოტის ქვეჟანგი; 2. დიპრივანი; 3. იზოფლურანი; 4. ნატრიუმის თიოპენტალი.

1625

ჩამოთვლილი საანესთეზიო საშუალებებიდან არჩევის პრეპარატს მარცხენა პარკუჭის უკმარისობის დროს წარმოადგენს: 1. აზოტის ქვეჟანგი; 2. ჰალოტანი; 3. ენფლურანი; 4. იზოფლურანი.

1626

გულის მწვავე უკმარისობის კომპენსატორული მექანიზმი არ არის: 1. სიმპატიკური ტონუსის მომატება; 2. რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის გააქტიურება; 3. ტაქიკარდია; 4. ანტიდიურეზული ჰორმონის გამოყოფის შემცირება.

1627

გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა ზოგადი ანესთეზიის დროს შეიძლება დაკავშირებული იყოს: 1. ინფუზიურ-ტრანსფუზიულ თერაპიასთან; 2. ნაზოტრაქეულ ინტუბაციასთან; 3. ენფლურანის გამოყენებასთან; 4. საათობრივ დიურეზთან 60 მლ/სთ-ში.

1628

კარდიოგრამის როგორი ცვლილებებია მარჯვენა პარკუჭის მწვავე უკმარისობის დროს: 1. ელექტრული ღერძის მარჯვნივ გადახრა; 2. მაღალი ღ კბილი V5-V6 განხრებში ; 3. ჰისის კონის მარჯვენა ფეხის ბლოკადა; 4. დაბალი, ორფაზიანი P კბილი I და II განხრებში.

1629

დასაწყის ეტაპზე მარჯვენა პარკუჭის უკმარისობისათვის, მარცხენა პარკუჭის უკმარისობისაგან განსხვავებით, დამახასიათებელია: 1. შეგუბება სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში; 2. ტაქიკარდია; 3. ქოშინი; 4. მომატებული ცენტრალური ვენური წნევა.

1630

ზოგადი გეგმიური ანესთეზიის უკუჩვენებებია: 1. 3 თვის წინ გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი; 2. სტაბილური სტენოკარდია; 3. პრეოპერაციულ პერიოდში პირველადად აღმოცენებული დაძაბვის სტენოკარდია; 4. მოციმციმე არითმია.

1631

ანესთეზიოლოგიურ პრაქტიკაში მარჯვენა პარკუჭის უკმარისობის მიზეზებია: 1. ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია; 2. ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია; 3. არასწორი ინფუზიურ-ტრანსფუზიური თერაპია; 4. ექსპირატორული ობსტრუქცია.

1632

ყველა ჩამოთვლილმა შეიძლება გამოიწვიოს გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა. მიუთითეთ საანესთეზიო საშუალება, რომლის მოქმედების მექანიზმშიც წამყვანია სისხლძარღვოვანი კომპონენტი:

1633

ტუბოკურარინმა შეიძლება გამოიწვიოს გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა. ამის მიზეზია: 1. ვეგეტატიური ბლოკადა; 2. პირდაპირი ვაგუსური ზემოქმედება; 3. ჰისტამინერგული ეფექტი; 4. ჰიპერკალიემია.

1634

უახლოეს პოსტოპერაციულ პერიოდში განვითარებული არტერიული ჰიპერტენზიის მიზეზი შეიძლება იყოს: 1. არასაკმარისი ანალგეზია; 2. სუნთქვის დარღვევები; 3. ჰიპერვოლემია; 4. სავსე შარდის ბუშტი.

1635

ჰიპერტონული კრიზის დროს საჭიროა: 1. განგლიოლიზური საშუალებები; 2. შარდმდენები; 3. სედაციური საშუალებები; 4. კალციუმის ანტაგონისტები.

1636

კოაგულაციურ ჰემოსტაზზე წარმოდგენას გვაძლევს: 1. პროთრომბინის დრო; 2.აქტივირებული ნაწილობრივი თრომბოპლასტინის დრო; 3. თრომბინის დრო;

1637

სისხლძარღვოვან-თრომბოციტულ ჰემოსტაზზე წარმოდგენას გვაძლევს: 1. პროთრომბინის დრო; 2. აქტივირებული ნაწილობრივი თრომბოპლასტინის დრო; 3. თრომბინის დრო;

1638

დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედების სინდრომის დიაგნოზი ისმება შემდეგი პარაკლინიკური მონაცემების საფუძველზე: 1. პროთრომბინის დრო < 15 წმ; 2. ფიბრინოგენის კონცენტრაცია <160მგ%; 3. თრომბოციტები < 150.000 კუბ.მმ; 4. ლიმფოციტები 2,5 X10 მე-12 ხარის. /ლ..

1639

თრომბოციტოპენიას ადგილი აქვს: 1. სეფსისისა და ინფექციურტოქსიური შოკის დროს; 2. ვერლჰოფის დაავადების დროს; 3. სისხლძარღვშიდა დისემინირებული შედედების სინდრომის დროს; 4. ლიმფოგრანულომატოზის დროს.

1640

თრომბოციტული მასის ტრანსფუზიის ჩვენებაა: 1. მწვავე თრომბოციტოპენია ჰემორაგიული გამოვლინებით; 2. ქრონიკული თრომბოციტოპენია სისხლდენის და სისხლჩაქცევების საშიშროების შემთხვევაში; 3. იმუნური თრომბოციტოპენია.4.თრომბოციტები 80.10^

განმარტებები