სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია
მოზრდილთა რესპირატორული დისსტრეს სინდრომით პაციენტის მკურნალობის სპეციფიური ამოცანებია: 1. ფილტვების შეშუპების შემცირება; 2. ქსოვილოვანი ოქსიგენაციის სათანადო დონეზე შენარჩუნება; 3. ჟანგბადის ტოქსიური ზემოქმედების მინიმიზაცია; 4. მოსალოდნელი გართულებების პროფილაქტიკა.
მოზრდილთა რესპირატორული დისსტრეს სინდრომის მკურნალობაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება გულის სისტოლური მოცულობის შენარჩუნებას. ამ მიზნით უპირატესობას ანიჭებენ დობუტამინს. რატომ? 1. დობუტამინი 5 -10 მკგ/კგ/წთ დოზით მნიშვნელოვან ტაქიკარდიას არ იწვევს; 2. დობუტამინი ამცირებს სისხლძარღვთა საერთო პერიფერიულ წინააღმდეგობას; 3. დობუტამინი არ იწვევს ფილტვის კაპილარებში წნევის მომატებას; 4. დობუტამინის გავლენით იზრდება მიოკარდიუმისგან ჟანგბადზე მოთხოვნილება.
მოზრდილთა რესპირატორული დისსტრეს სინდრომის მკურნალობაში სასურველია მინიმალურად იქნეს გამოყენებული ალბუმინი და ჰემოტრანსფუზია. რატომ? 1. ალბუმინი მიეკუთვნება იმ კოლოიდურ პლაზმისშემცვლელთა ჯგუფს, რომლებიც იოლად გადიან კაპილარის კედელში და გროვდებიან ინტერსტიციულ სითხეში; 2. ალბუმინი მიეკუთვნება იმ კოლოიდურ პლაზმისშემცვლელთა ჯგუფს, რომლებიც ვერ გადიან კაპილარის კედელში ინტერსტიციის მიმართულებით; 3. კონსერვირებული სისხლის გადასხმა ხელს უწყობს ფილტვსშიგა შუნტების მომატებას; 4. ერითროციტების გადასხმა ხელს უწყობს ლიპიდების ზეჟანგური ჟანგვის პროცესის აქტივაციას.
მოზრდილთა რესპირატორული დისსტრეს სინდრომის მკურნალობის პროცესში არტერიული სისხლის ჟანგბადით გაჯერება (SaO2) უნდა შენარჩუნდეს გარკვეულ სიდიდეზე მაღლა. რომელია ეს სიდიდე?
მოზრდილთა რესპირატორული დისსტრეს სინდრომის მკურნალობის პროცესში ჟანგბადის ტოქსიური ზემოქმედების რისკის შესამცირებლად საჭიროა: 1.FiO2 შევინარჩუნოთ იმ მინიმალური დონეზე, რომ SaO2 კრიტიკული არ გახდეს; 2. SaO2 წარმოადგენს არტერიული სისხლის ოქსიგენაციის მახასიათებელს და არა PO2; 3. SaO2 თუ 90%-ზე მეტია, ეს საკმარისია ქსოვილოვანი ოქსიგენაციისთვის; 4. თუ 60% ჟანგბადის მიწოდება ვერ უზრუნველყოფს SaO2 სათანადოდ შენარჩუნებას, FiO2-ის გაზრდას უნდა ვამჯობინოთ ამოსუნთქვის ბოლოზე დადებითი წნევის მოდება (PEEP).
მოზრდილთა რესპირატორული დისსტრეს სინდრომის მკურნალობის პროცესში რა მიზნით გამოიყენება ამოსუნთქვის ბოლოს დადებითი წნევა (PEEP)? 1. SaO2-ს გაზრდის მიზნით; 2. როგორც მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა გამოყენებული იქნეს მინიმალური FiO2; 3. ფილტვების კოლაბიების ტავიდან აცილების მიზნით; 4. როგორც ფილტვების შეშუპების პროგრესირების პროფილაქტიკა.
რესპირატორული დისსტრეს სინდრომის გამომწვევი პათფიზიოლოგიური მექანიზმებია: 1. სურფაქტანტის პრუდუქციის დარღვევა; 2. "სლაჯ" - სინდრომი; 3. მიკროცირკულაციური დარღვევები; 4. არტერიო-ვენური შუნტირება.
მიუთითეთ ნერვ-კუნთოვანი გენეზის სუნთქვის მწვავე უკმარისობის მიზეზები: 1. რეკურარიზაცია; 2. მიასთენია; 3. პოსტოპერაციული კანკალი; 4. აღმავალი პოლირადიკულონევრიტი.
პარადოქსული სუნთქვა ვითარდება: 1. ნეკნების ცალმხრივი მრავლობითი მოტეხილობის დროს; 2. მასიური არტერიო-ვენური შუნტის არსებობისას; 3. სარქვლოვანი პნევმოთორაქსის დროს; 4. გავრცელებული უნივერსალური პერიტონიტის დროს.
პარადოქსული სუნთქვა შეიძლება განვითარდეს: 1. გავრცელებული უნივერსალური პერიტონიტის დროს; 2. გულმკერდის ტრავმის დროს; 3. საყლაპავის ფუნდოპლიკაციის შემდგომ პერიოდში; 4. სარქვლოვანი პნევმოთორაქსის დროს.
სუნთქვის მწვავე უკმარისობის მიზეზებია: 1. ტვინის ღეროს დაზიანება; 2. რესპირატორული დისსტრეს სინდრომი; 3. ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია; 4. დეკომპენსირებული პილოროსტენოზი.
პარიესული ანუ თორაკო-დიაფრაგმული სუნთქვის უკმარისობის მიზეზებია: 1. ფილტვის არტერიის მცირე ტოტების თრომბოემბოლია; 2. რესპირატორული დისსტრეს სინდრომი; 3. მენდელსონის სინდრომი; 4. გულმკერდზე ოპერაციის შემდგომი ტკივილის სინდრომი.
რომელმა ინტოქსიკაციებმა შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის მწვავე უკმარისობა: 1. ოპიატებით ინტოქსიკაცია; 2. ფოსფორორგანული ნივთიერებებით მოწამვლა; 3. ბარბიტურატებით ინტოქსიკაცია; 4. საგულე გლიკოზიდებით ინტოქსიკაცია.
მიუთითეთ სუნთქვის მწვავე უკმარისობისათვის დამახასიათებელი მაჩვენებლები: 1. SaO2 = 98; 2. სუნთქვის სიხშირე 32 წთ-ში; 3. PaCO2 = 40 მმ Hგ; 4. ჟანგბადის ალვეოლო-არტერიული გრადიენტი > 25 მმHგ.
მიუთითეთ სუნთქვის მწვავე უკმარისობისათვის დამახასიათებელი მაჩვენებლები: 1. SaO2 = 98; 2. PaO2 = 80 მმ Hგ; 3. PaCO2 = 40 მმ Hგ; 4. VD/VT(ანატომიური მკვდარი სივრცის მოცულობა/სუნთქვით მოცულობა) = 0,6
მიუთითეთ სუნთქვის მწვავე უკმარისობისათვის დამახასიათებელი მაჩვენებლები: 1. სუნთქვითი მოცულობა 300 მლ; 2. PaO2 = 98 მმ Hგ; 3. სუნთქვის წუთმოცულობა 14 ლ/წთ-ში; 4. PaCO2 = 39 მმ Hგ.
სუნთქვით ფერმენტებს მიეკუთვნება: 1. ნიკოტინამიდადენინდინუკლეოტიდ-ფოსფატი; 2. ციტოქრომი; 3. კოენზიმ - Q; 4. ფლავინადენინდინუკლეოტიდი.
ჰიპოქსიის სახეებია: 1. ჰიპოქსიური ჰიპოქსია; 2. ჰისტოტოქსიური ჰიპოქსია; 3. ჰემური ჰიპოქსია; 4. ტრავმული ჰიპოქსია.
ქსოვილებისათვის ჟანგბადის მიწოდებისა და ქსოვილების მიერ ჟანგბადის მოხმარების ადექვატურობას ყველაზე მეტად განსაზღვრავს:
ქსოვილებისათვის ჟანგბადის გადაცემის შეფერხება მოსალოდნელია: 1. მეტაბოლური აციდოზის დროს; 2. მეტაბოლური ალკალოზის დროს; 3. ჰიპერთერმიის დროს.