სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია
რომელი სამკურნალწამლო საშუალებები ახდენენ ფაღარათის პროვოცირებას ინტენსიური თერაპიის პალატაში მყოფ პაციენტებში: 1. ანტაციდები; 2. თეოფილინი; 3. მაგნიუმის პრეპარატები და ელექტროლიტები; 4. პრეპარატები, რომლებიც ზრდიან კუჭის მჟავიანობას.
ნოზოკომიალური (შიდაჰოსპიტალური) ინფექცია ყველაზე ხშირად გვხვდება:
სტაფილოკოკური ინფექციის დროს, ემპირიულად (ანტიბიოტიკებისადმი მგრძნობელობის შემოწმებამდე) შესაძლებელია დაინიშოს: 1. ნახევრადსინთეზური პენიცილინები; 2. ვანკომიცინი; 3. ცეფაზოლინი; 4. მეტრონიდაზოლი.
ანაერობული არაკლოსტრიდიული ინფექციის დროს, ემპირიულად (ანტიბიოტიკებისადმი მგრძნობელობის შემოწმებამდე) უმჯობესია დაინიშოს: 1. მეტრონიდაზოლი; 2. კლინდამიცინი; 3. იმიპენემი; 4. ციპროფლოქსაცინი.
Pseudomonas Aeruginosa-თი გამოწვეული ინფექციის დროს, როდესაც პაციენტის მსგომარეობა სტაბილურია ემპირიულად (ანტიბიოტიკებისადმი მგრძნობელობის შემოწმებამდე) უმჯობესია დაინიშოს: 1. ცეფტაზიდიმი; 2. პიპერაცილინ-ტაზობაქტამი; 3. ამიკაცინი; 4.გადაწყვეტილებაში მნიშვნელოვანროლს თამაშობს განყოფილების მგრძნობელობის პროფილი .
ამოირჩიეთ ანტიბიოტიკებით ემპირიული თერაპიის სწორი ვერსია: 1. პაციენტები ნეიტროპენიით: პიპერაცილინ-ტაზობაქტამი + ამინოგლიკოზიდების ჯგუფის წარმომადგენელი; 2. პირველადი კერის მუცლის ღრუში დიაფრაგმის ქვემოთ ლოკალიზაციით: დაცული პენიცილინები + ამინოგლიკოზიდების ჯგუფის წარმომადგენელი 3. რესპირატორულ ასოცირებული პნევმონიისას - იმიპენე/ცილასტატინი 4. თუ ვარაუდობენ მეტიცილინრეზისტენტულ Staphilococcus aureus მაშინ ზემოთ ჩამოთვლილ პრეპარატთა კომბინაციებს უმატებენ ვანკომიცინს.
გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ აქტივობით ხასიათდებიან: 1. ამინოგლიკოზიდები; 2. ფტორქინოლონები; 3. ფართო სპექტრის ნახევრადსინთეზური პენიცილინები; 4. ვანკომიცინი.
სოკოვანი ინფექციის დროს ინიშნება: 1. ვანკომიცინი; 2. ფლუკონაზოლი; 3. ტობრამიცინი; 4. ნიზორალი.
ფილტვების ჰიპოვენტილაციის მიზეზებია: 1. სუნთქვის რეგულაციის ცენტრალური მექანიზმების დათრგუნვა; 2. გულმკერდის შეზღუდული მოძრაობა; 3. ფილტვის ქსოვილის დაავადება; 4. ჩასუნთქულ ჰაერში ჟანგბადის პარციალური წნევის დაქვეითება.
რინგერ - ლაქტატის ხსნარი წარმოადგენს: 1. ბალანსირებულ კომბინირებულ პრეპარატს; 2. შეიცავს თავის შემადგენლობაში ნატრიუმის ქლორიდს, კალიუმის და კალციუმის მარილებს; 3. ბუფერის სახით დამატებული აქვს ლაქტატი; 4. ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნართან შედარებით აქვს არსებითი გამოხატული უპირატესობა.
რა გართულებები შეიძლება გამოვლინდეს დიდი რაოდენობით რინგერის ლაქტატის ხსნარის გადასხმისას: 1. არსებობს ჰიპერკალიემიის განვითარების ალბათობა; 2. ხსნარში არსებულმა კალციუმის იონებმა შეიძლება განაპირობოს სისხლის ნაკადის "აღუდგენლობის" ფენომენი; 3. იზრდება მედიკამენტებთან შეუთავსებლობის რისკი; 4. არსებობს პერიფერიული შეშუპების რისკი.
პათოლოგიური სუნთქვის ტიპებია: 1. ჩეინ-სტოქსის სუნთქვა; 2. ბიოტის სუნთქვა; 3. კუსმაულის სუნთქვა; 4. ჰასპინგი.
სუნთქვის უკმარისობის საკომპენსაციო მექანიზმებია: 1. ტაქიპნოე; 2. კაპილარული ქსელის გაფართოება; 3. გულის წუთმოცულობის გაზრდა; 4. პოლიციტემია.
ჩამოთვლილი დებულებებიდან რომელია სწორი გლუკოზის 5% ხსნარის გამოყენებისას: 1. გლუკოზის 5%-იანი ხსნარი გამოიყენება პარენტერალური კვებისთვის; 2. გლუკოზის ყოველი 50 გრამი ხსნარის ოსმოლარობას ზრდის 278 მოსმ-ით. 3. გლუკოზის ხსნარის ინფუზიამ შეიძლება პროვოცირება გაუწიოს იშემიით დაზიანებულ უბნებში - განსაკუთრებით ცენტრალურ ნერვულ სისტემაში - რძემჟავას წარმოქმნას.4, ის პირველია რეზუსკიტაციიცთვის, ტრავმული შოკის დროს
ჟანგბადზე მოთხოვნილება იზრდება: 1. სეპტიური მდგომარეობის დროს; 2. კარდიოგენული შოკის დროს; 3. ჰიპერთირეოზის დროს; 4. ჰიპოვოლემიური შოკის დროს.
ფილტვებზე ჟანგბადის ტოქსიური მოქმედება ვლინდება: 1. ლიპიდების პეროქსიდული დაჟანგვით; 2. ალვეოლო-კაპილარული მემბრანის დაზიანებით; 3. ფილტვის აბსორბციული კოლაფსით; 4. სურფაქტანტის აქტივობის შემცირებით.
მკვდარი სივრცის ვენტილაცია იზრდება: 1. სუნთქვის სიხშირის გაზრდისას, უცვლელი სუნთქვითი მოცულობის პირობებში; 2. სუნთქვის სიხშირის შემცირებისას, უცვლელი სუნთქვითი მოცულობის პირობებში; 3. სუნთქვის სიხშირის გაზრდისას, შემცირებული სუნთქვითი მოცულობის პირობებში; 4. სუნთქვის სიხშირის შემცირებისას, მომატებული სუნთქვითი მოცულობის პირობებში.
გულმკერდის ქირურგიაში ფილტვების სარეზერვო ფუნქციების შეფასების ყველაზე ზუსტი კრიტერიუმია:
თანაფარდობა ვენტილაცია/პერფუზია მატულობს: 1. ემფიზემის დროს; 2. ატელექტაზის დროს; 3. ბრონქული ასთმის დროს; 4. ფილტვების სპონტანური ჰიპერვენტილაციის დროს.
თანაფარდობა ვენტილაცია/პერფუზია მცირდება: 1. ბრონქული ასთმის დროს; 2. ატელექტაზის დროს; 3. ზოგადი ანესთეზიის დროს; 4. ფილტვის არტერიის გადაკვანძვის ან მისი ტოტების ემბოლიის დროს.