სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია
ადრეულ პოსტოპერაციულ პერიოდში არსებული თირკმლის ფუნქციის მოშლისას, რომელიც ვლინდება ოლიგურიით, დამახასიათებელია:
გარეთა სასქესო ორგანოებზე და შარდის ბუშტზე ოპერაციების დროს იყენებენ: 1. ტოტალურ ინტრავენურ ანესთეზიას; 2. დაბალანსებულ ზოგად ანესთეზიას; 3. ინჰალაციურ ანესთეზიას სპონტანური სუნთქვის შენარჩუნებით; 4. ადგილობრივ ანესთეზიას.
შორისზე, შარდის ბუშტზე, წინამდებარე ჯირკვალზე და შარდსაწვეთების ქვემო და შუა მესამედის არეში ლითიაზის გამო წარმოებული ოპერაციების დროს, ყველაზე მეტად ნაჩვენებია: 1. დაბალანსებული ზოგადი ანესთეზია; 2. ტოტალური ინტრავენური ანესთეზია სპონტანური სუნთქვის შენარჩუნებით; 3. ადგილობრივი ანესთეზია; 4. ეპიდურული და სპინალური ანესთეზია.
თირკმლებზე, თირკმელზედა ჯირკვლებზე და შარდსაწვეთის ზედა მესამედზე წარმოებული ოპერაციების გაუტკივარების ყველაზე რაციონალური მეთოდია:
ხანგრძლივი და ტრავმული ოპერაციებისას (სისხლძარღვოვანი ოპერაციები, თირკმლის აუტოტრანსპლანტაცია, შარდსაწვეთების პლასტიკა, შარდის ბუშტის ექსტირპაცია) სასურველია:
თირკმლის დიდი სიმსივნეების გამო წარმოებული ნეფრექტომიის დროს ანესთეზიოლოგი მზად უნდა იყოს შემდეგი გართულებებისათვის: 1. ვენური უკუდინების დარღვევა Qქვემო ღრუ ვენაზე ზეწოლის გამო; 2. მასიური სისხლის დანაკარგი; 3. თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა მისი დაზიანების ან მოცილების გამო; 4. ერთი ფილტვის "პოზიციური" ჰიპოვენტილაცია.
თირკმლის მრავლობითი და მარჯნისებური ქვების მქონე ავადმყოფებში ნეფრექტომიისას ანესთეზიის ძირითადი საშიშროებაა: 1. მასიური სისხლდენა; 2. თირკმელზედა ჯირკვლის დაზიანება; 3. თირკმლის ფუნქციური შესაძლებლობების შემცირება; 4. ინფუზიურ-ტრანსფუზიური თერაპიის არასაკმარისი ტემპი.
კალკულოზით დაზიანებული ერთადერთი თირკმლის ფუნქციური მაჩვენებლების დაქვეითება მიუთითებს იმაზე, რომ ოპერაციის და მის შემდგომ პერიოდში შეყვანილი პრეპარატების დოზები:
თირკმლის ქრონიკული უკმარობის მქონე პაციენტებში:
ერთადერთ თირკმელზე ოპერაციული ჩარევისას ანესთეზიოლოგიური უზრუნველყოფის ერთ-ერთ ძირითად ამოცანას წარმოადგენს იმ ფარმაკოლოგიური საშუალებების გამოყენება, რომლებიც: 1. არ ამცირებენ თირკმლის სისხლის ნაკადს; 2. ნაკლებად გააჩნიათ კუმულაციური ეფექტი; 3. ნაკლებად თრგუნავენ დიურეზს.
იმ პაციენტებში, რომლებსაც ერთი თირკმელი აქვთ, შესაძლოა ნარჩენი მიორელაქსაციის განვითარება, რაც პირველ რიგში მოითხოვს: 1. გახანგრძლივებულ ფილტვების ვენტილაციას; 2. დეკურარიზაციის ჩატარებას; 3. მეტაბოლიზმის კორექციას და დიურეზის სტიმულაციას; 4. ცენტრალური ანალეფსიური საშუალებების გამოყენებას.
გართულებების არარსებობისას ოპერაციისშემდგომ პერიოდში თირკმლის ფუნქციურ მდგომარეობაზე გამარტივებული კონტროლი ხორციელდება: 1. დღე-ღამური დიურეზის გაზომვით; 2. ნარჩენი აზოტის განსაზღვრით; 3. შარდის კლინიკური ანალიზით; 4. სისხლის ბიოქიმიური მაჩვენებლებით.
თირკმლის მწვავე უკმარისობის მყარი ანურიის სტადიაში გადაუდებელი ჰემოდიალიზის ჩვენებაა: 1. კრეატინინის მაღალი მაჩვენებელი; 2. პროგრესირებადი აზოტემია; 3. ჰიპერჰიდრატაცია; 4. მკვეთრი ჰიპერკალიემია.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტში: 1. კატაბოლურმა სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს პლაზმაში კალიუმის კონცენტრაციის მომატება; 2. ჰიპერმაგნიემია იწვევს მიორელაქსანტების მოქმედების პოტენცირებას; 3. აღინიშნება გასტრინის მაღალი დონე; 4. ჰიპერკალციემიას მივყავართ მეორადი ჰიპერპარათირეოიდიზმის განვითარებამდე.
თირკმლის მწვავე უკმარისობის ნეფროტოქსიური ფორმის მიზეზი შეიძლება იყოს ყველა ჩამოთვლილი, გარდა: 1. მძიმე მეტალების ნაერთებით მოწამვლისა; 2. ორგანული გამხსნელებისა (ეთილენგლიკოლი); 3. სულფანილამიდებისა; 4. ჰემორაგიული შოკისა.
წინამდებარე ჯირკვლის ტრანსურეთრული რეზექციის გართულებებს მიეკუთვნება: 1. დამწვრობა; 2. ფიბრინოლიზი; 3. ჰემოლიზი; 4. იზოოსმოლარული ხსნარებით გადატვირთვა.
წინამდებარე ჯირკვლის ტრანსურეთრული რეზექციის შემდეგ, ჰიპოოსმოლარული გადატვირთვის შედეგად ვითარდება ე.წ."ტურსინდრომი", კლინიკურად იგი ვლინდება: 1. ციანოზით; 2. კრუნჩხვებით; 3. არითმიით; 4. ქოშინით.
წინამდებარე ჯირკვლის ტრანსურეთრული რეზექციის შემდეგ, ჰიპოოსმოლარული გადატვირთვის შედეგად ვითარდება ე.წ. "ტურსინდრომი", მისი მკურნალობა მდგომარეობს: 1. ნატრიუმის ქლორიდის ჰიპერტონული ხსნარი; 2. თიოპენტალი 500-1000 მგ; 3. მიდაზოლამი 2-4 მგ; 4. ფენტანილი 10-20 მგ/კგ-ზე.
დიურეზის ინტრაოპერაციული შემცირება < 20 მლ/სთ შეიძლება იყოს განპირობებული: 1. შარდის ბუშტის კათეტერის არასწორი მდებარეობით; 2. ჰემოდინამიკური დარღვევებით; 3. ქირურგიული მანიპულაციებით; 4. დოფამინის 4 მკგ/კგ/სთ ი.ვ. შეყვანით.
მენჯის ღრუს ორგანოებზე ოპერაციისას დიურეზის შემცირების მიზეზი შეიძლება იყოს: 1. შარდის ბუშტზე ზეწოლა; 2. შარდის ბუშტის დაზიანება; 3. შარდსაწვეთების დაზიანება ან გადაკვანძვა; 4. ფოვლერის მდებარეობა.