QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია

2373 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

801

ნაწლავთა პარალიზური გაუვალობის შესაძლო მიზეზებია: 1. ნაწლავთა ინერვაციის მოშლა; 2. სისხლში კატექოლამინების მატება; 3. სისხლში ალდოსტერონის მომატება; 4. ურემია

802

ნაწლავთა გაუვალობით გართულებული ჩაჭედილი თიაქარის გამო წარმოებული ოპერაციისას ასპირაციის პროფილაქტიკის მიზნით საჭიროა: 1. კუჭში ზონდის ჩადგმა; 2. ატრავმული და სწრაფი ინტუბაცია; 3. მეტოკლოპრამიდი 10მგ ი.ვ; 4. სელიკის ილეთის გამოყენება.

803

ძირითადი ანესთეზიის ოპტიმალური ვარიანტია ნაწლავთა გაუვალობით გართულებული ჩაჭედილი თიაქარის გამო წარმოებული ოპერაციის დროს: 1. ატარალგეზია+აზოტის ქვეჟანგი+ჟანგბადი; 2. იზოფლურანი+აზოტის ქვეჟანგი+ჟანგბადი; 3. ჰალოტანი+აზოტის ქვეჟანგი+ჟანგბადი; 4. დაბალანსებული ზოგადი ანესთეზია.

804

ავადმყოფს თიაქარკვეთის შემდეგ პოსტოპერაციულ პერიოდში შესაძლოა განუვითარდეს შემდეგი გართულებები: 1. ელექტროლიტური დისბალანსი; 2. ჭრილობის სუპურაცია; 3. ნაწლავის პარეზი; 4. შარდის შეკავება.

805

ოპერაციისშემდგომ ნაწლავთა პარეზთან ბრძოლის მიზნით არ გამოიყენება:

806

საყლაპავის გაუვალობის დროს ავადმყოფის კვების დარღვევის ძირითად მიზეზს წარმოადგენს შიმშილი. ოპერაციისწინა მოსამზადებელ პერიოდში საჭიროა: 1. ელექტროლიტური ბალანსის კორექცია; 2. ცილოვანი პრეპარატების და კალორიული ხსნარების ინფუზია; 3. გლუკოზის ხსნარის ინფუზია; 4. მაღალმოლეკულური დექსტრანების ინფუზია.

807

მჟავებით საყლაპავის დამწვრობის შემთხვევაში მწვავე პერიოდში აუცილებელია: 1. ტკივილისა და სპაზმის მოხსნა; 2. გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალიზაცია; 3. წყლისა და ელექტროლიტების ნორმალიზაცია; 4. ანთების საწინააღმდეგო თერაპია.

808

თანდაყოლილი პილოროსტენოზი: 1. გვხვდება სიხშირით 1 : 350; 2. თანაბრად გვხვდება ორივე სქესში; 3. ჩვეულებრივ გამოვლინდება 1 თვის ასაკში; 4. გამოწვეულია პერინატალურ პერიოდში ვირუსული ინფექციით.

809

დიაფრაგმის თანდაყოლილი თიაქარი: 1. უფრო ხშირია მამაკაცებში; 2. შემთხვევეთა 80%-ში მარცხენამხრივია; 3. თან ახლავს ჰიპერტენზია მცირე წრეში; 4. გამორიცხავს ანესთეზიის დროს აზოტის ქვეჟანგის გამოყენებას.

810

პილორუსის სტენოზი ვერ გამოიწვევს:

811

ღვიძლის მწვავე უკმარისობისათვის დამახასიათებელია: 1. ოლიგურია; 2. ტოქსიური ენცეფალოპათია; 3. ალანინამინოტრანსფერაზას დონის მომატება; 4. ღვიძლის ზომების გადიდება.

812

ღვიძლის მწვავე უკმარისობასთან მიმართებაში მართებულია მსჯელობა: 1. Child – Pough შკალა გამოიყენება პაციენტებშi ღვიძლის უკმარისობით სიკვდილობის რისკის შესაფასებლად ; 2. APACHE III შაკალა ყველაზე ზუსტად პროგნოზირებს გამოსავალს ღვიძ₾ის მწავე უკმარისობის დროს; 3. MELD –Na შკალა გამოიყენება ღვიძ₾ის ტრანსპლანტაციის ჩვენების დასადგენად. 4. ენცეფალოპათიის ხარისხის შეფასება გლაზგოს და RAAS შკალით ყველაზე ზუსტია;

813

მძიმე ჰეპატო-რენული სინდრომის დროს რომელია ყველაზე საგანგაშო:

814

რომელ საანესთეზიო საშუალებებს გამოიყენებთ ღვიძლის უკმარისობის დროს:

815

მიუთითეთ ჩამოთვლილი საანესთეზიო საშუალებებიდან რომელს გამოიყენებთ ღვიძლის ქრონიკული უკმარისობის დროს: 1. პროპოფოლი; 2. დროპერიდოლი + ფენტანილი; 3. დიაზეპამი; 4. ჰალოტანი + პანკურონიუმი.

816

ინტრაოეპრაციული ანალგეზიისთვის ჩამოთვლილი მეთოდებიდან რომელს მიანიჭებთ უპირატესობას ღვიძლის დაავადებების დროს:

817

ორსულობის დროს: 1. იზრდება ალვეოლური ვენტილაცია; 2. ინტუბაციის შემდეგ შეიძლება აღინიშნოს სისხლდენა ტრაქეიდან; 3. II ტრიმესტრში ინჰალაციური საანესთეზიო საშუალებების მაკ მცირდება დაახლოებით 30%-ით; 4. იზრდება თრომბოემბოლიური გართულებების რისკი.

818

გაურთულებელი ორსულობის ბოლო ტრიმესტრისთვის დამახასიათებელია: 1. მოცირკულირე ერითროციტების მოცულობის შემცირება; 2. მოცირკულირე სისხლის მოცულობის მომატება; 3. ჰემატოკრიტის მომატება; 4. მოცირკულირე პლაზმის მოცულობის მომატება.

819

გაურთულებელი ორსულობის ბოლო ტრიმესტრისთვის დამახასიათებელია ჰემოდინამიკის შემდეგი ცვლილებები: 1. ბრადიკარდია; 2. არტერიული წნევის დაქვეითება; 3. ცენტრალური ვენური წნევის მომატება; 4. გულის წუთმოცულობის მომატება.

820

გაურთულებელი ორსულობის ბოლო ტრიმესტრისთვის დამახასიათებელია: 1. სუნთქვის წუთმოცულობის მომატება; 2. ფილტვების სასიცოცხლო მოცულობის შემცირება; 3. ფუნქციური ნარჩენი მოცულობის შემცირება; 4. სუნთქვის მოცულობის შემცირება.

განმარტებები