QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია

2373 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

761

აბდომინალური გენეზის სეპტიური შოკის დროს რეზუსკიტაციისას გადასასხმელი სითხის მოცულობა ჩვეულებრივ შეადგენს:

762

ღვიძლი: 1. ღებულობს გულის წუთმოცულობის 15%-ს; 2. ბარბიტურატების გამოყენების შემდეგ ღვიძლის ფერმენტების რაოდენობამ შესაძლებელია მოიმატოს; 3. ორგანიზმში მოხვედრილი ჰალოტანის 10% მეტაბოლიზდება ღვიძლში; 4. ღვიძლი სისხლის 70%-ს ღებულობს კარის ვენის სისტემიდან.

763

მექანიკური სიყვითლის დროს ღვიძლის ფუნქციის დარღვევას ახასიათებს: 1. საერთ ბილირუბინის დონის მომატება; 2. ფიბრინოგენის შემცველობის მატება; 3. პირდაპირი ბილირუბინის დონის მომატება სისხლში; 4. ტუტე ფოსფატაზის შემცირება.

764

მიუთითეთ დარღვევები ღვიძლის ფუნქციურ სინჯებში: 1. ფიბრინოგენი _ 300მგ%; 2. INR – 2.0; 3. ტუტე ფოსფატაზა _ 26 ერთეული/l; 4. ალბუმინი 20მგ/დლ.

765

მწვავე დესტრუქციული ქოლეცისტიტით გამოწვეული მექანიკური სიყვითლის გამო სასწრაფო ოპერაციული ჩარევისათვის ავადმყოფის მომზადება ჩვეულებრივ გრძელდება:

766

მწვავე პერიტონიტით გამოწვეული სეფისის დროს პირველი საათის განმავლობაში უნდა ჩატარდეს: 1. ლაქტატის გაზომვა; 2. ფართო სპექტრის ანტიბიოტიკის ინექცია; 3. 30მლ/კგ სითხის ინფუზია თუ ლაქტატი >4მოლ/ლ ; 4. ვაზოპრესორული თერაპია საშუალო არტერიული წნევის > 70 მისაღწევად

767

მწვავე პანკრეატიტის და პანკრეონეკროზის პათოგენეზურ რგოლს წარმოადგენს: 1. კუჭუკანა ჯირკვალის სადინარში წნევის მომატება; 2. კინინ-კალიკრეინის სისტემის აქტივაცია; 3. პროტეოლიზი; 4. ჰიპოვოლემია.

768

მწ. პანკრეატიტის პროგნოზის შემფასებელი რანსონის შკალა მოიცავს

769

მწვავე პანკრეატიტს ახასიათებს: 1. ცხიმოვანი ნეკროზი; 2. ქიმიური პერიტონიტის განვითარება; 3. ჰემოდინამიკის დარღვევის ჰიპერდინამიური ხასიათი; 4. მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირება.

770

მწვავე პანკრეატიტის მკურნალობასთან მიმართებაში მართებულია მსჯელობა

771

მწვავე პანკრეატიტის დროს ინტენსიური თერაპიის ძირითად ამოცანას წარმოადგენს: 1. ორგანოთა ადექვატური პერფუზიის შენარჩუნება; 2. აბდომინური ჰიპერტენზიის კონტროლი; 3. გაუტკივარება; 4. სასიცოცხლო ნიშნების ხშირი კონტროლი.

772

მიუთითეთ დარღვევები შემდეგ პარაკლინიკურ მონაცემებში: 1. ამილაზა სისხლში 48 ერთეული/ლ 2. ამილაზა შარდში 16 ერთეული/ლ3. გლუკოზა სისხლში 6,6 მგ%; 4. ლიპაზა სისხლში 1,5 ერთეული/ლ

773

მწვავე პანკრეატიტს ხშირად თან ახლავს შეუჩერებელი პირღებინება. მიუთითეთ რისი გამოყენებაა მიზანშეწონილი: 1. ნატრიუმის ქლორიდი; 2. ნატრიუმის ლაქტატი; 3. კალიუმის ქლორიდი; 4. კალციუმის ფოსფატი.

774

პანკრეონეკროზით დაავადებულებს, შენარჩუნებული დიურეზის ფონზე, დღეღამეში ჩვეულებრივ ესაჭიროებათ სითხეების გადასხმა:

775

მწვავე პანკრეატიტით დაავადებულებს ელექტროლიტური ცვლის კორექციისათვის სჭირდებათ: 1. კალიუმის პრეპარატი; 2. კალციუმის პრეპარატი; 3. მაგნიუმის შემცველი პრეპარატი; 4. ნატრიუმის შემცველი პრეპარატი.

776

მწვავე პანკრეატიტის დროს ჰიპერგლიკემია განპირობებულია: 1. ლანგერჰანსის კუნძულების დაზიანებით; 2. ინსულინის შედარებითი უკმარისობით; 3. გლუკაგონის მოქმედების გაძლიერებით; 4. ქსოვილების მიერ ინსულინის უტილიზაციის უნარის დაკარგვით.

777

აპენდექტომიის დროს, ზოგადი კომბინირებული ანესთეზია ფ.ხ.ვ-ით მიორელაქსაციის ფონზე მიზანშეწონილია ჩატარდეს, როდესაც: 1. მოსალოდნელია მუცლის ღრუს გაფართოებული რევიზია; 2. მუცლის ღრუში შეხორცებითი პროცესია; 3. დანამატი ატიპიური მდებარეობისაა; 4. ავადმყოფი მსუქანია.

778

ავადმყოფი, პერიტონიტის ნიშნებით, საჭიროებს შემდეგ მომზადებას: 1. ჯგუფისა და რეზუს-ფაქტორის განსაზღვრას; 2. შარდის ბუშტის კათეტერიზაციას; 3. კუჭში ზონდის ჩადგმას; 4. ანამნეზში კორონარული პათლოგიის არსებობისას კარდიოლოგის კონსულტაციას.

779

პერიტონიტთან მიმართებაში ყველა მსჯელობა მართებულია გარდა:1. გამოიყოფა პირველადი, მეორადი, მესამეული პერიტონიტი 2. ადრეული ანტიბიოტიკოთერაპია(< 1სთ) ამცირებს სიკვდილობას 3. ინფუზური თერაპიის მიზანი ქსოვილთა ადექვატური პერფუზიის შენარჩუნებაა 4. ემპირიული ანტიბიოტიკოთერპაია მეორადი პერიტონიტის დროს აუცილებლად უნდა იყოს კომბინირებული სწორია

780

მწვავე გავრცელებულ პერიტონიტს დეკომპენსაციისას ახასიათებს:

განმარტებები