სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია
მსხვილ სისხლძარღვებზე ოპერაციების შემდგომ, ადრეული თრომბოზის პროფილაქტიკისათვის აუცილებელია დაინიშნოს: 1. ფრაქსიპარინი; 2. რეოპოლიგლუკინი; 3. ფენილინი; 4. ჰეპარინი.
სისხლძარღვოვანი პათოლოგიის მქონე ავადმყოფებში ხშირია შემდეგი თანმხლები დაავადებები: 1. ჰიპერტონული დაავადება; 2. გულის იშემიური დაავადება; 3. შაქრიანი დიაბეტი; 4. თირკმლის დაავადებები.
მუცლის აორტის ანევრიზმის გამო წარმოებული ოპერაციული ჩარევის დროს აორტიდან მომჭერის მოხსნის შემდეგ შეიძლება განვითარდეს: 1. პოსტდატვირთვის შემცირება; 2. ფილტვის კაპილარების განვლადობის გაზრდა; 3. მეტაბოლური აციდოზი; 4. ვაზოკონსტრიქცია.
ჰიპოთერმია ჩვეულებრივ იწვევს:
ჰიპოთერმიის ჩატარებისას უნდა გვახსოვდეს, რომ: 1. გულის ადექვატური წუთმოცულობა შენარჩუნებულია მხოლოდ 30 გრად. ცელს ტემპერატურაზე; 2. ჰიპოთერმია ახდენს ტუბარინის მოქმედების პოტენცირებას; 3. კანკალი იწვევს ჟანგბადზე მოთხოვნილების გაზრდას 200 % -ზე მეტად; 4. ხდება ნივთიერებათა ცვლის გააქტიურება.
ხელოვნური სისხლის მიმოქცევის პირობებში მიმდინარე ოპერაციების დროს ჰიპოთერმია გამოიყენება: 1. ქსოვილთა მეტაბოლური აქტივობის დასაქვეითებლად; 2. სისხლში აირთა ხსნადობის შესამცირებლად; 3. მიოკარდიუმის ჰიპოქსიისაგან დასაცავად; 4. საერთო პერიფერიული წინააღმდეგობის შესამცირებლად.
ხელოვნური ჰიპოთერმიის დროს არ აღინიშნება:
ცირკულატორული ჰიპოქსია, როგორც ზოგადი ანესთეზიის გართულება ვითარდება:
ჰიპოტენზიური ანესთეზიის ჩვენებებია: 1. გაფართოებული ონკოლოგიური ოპერაციები; 2. ანევრიზმის კედლის დაჭიმულობის შემცირება; 3. თვალშიდა წნევის შემცირება; 4. ინტრაოპერაციული მასიური სისხლდენის შემცირება.
ჰიპოტენზიური ანესთეზიის უსაფრთხოება უპირატესად განისაზღვრება: 1. პერიფერიული არტერიოდილატაციით; 2. პაციენტის პოზიციით; 3. ვენოდილატაციით; 4. გულის წუთმოცულობით.
ჰიპოტენზიური ანესთეზიისას საშუალო არტერიული წნევის ოპტიმალური მაჩვენებელია:
ინტრაოპერაციული მასიური სისხლდენის შემცირება ჰიპოტენზიური ანესთეზიის გამოყენებით საშუალებას გვაძლევს: 1. შევამციროთ ჰემოტრანსფუზიის მოცულობა; 2. შევამციროთ ჰემოტრანსფუზიული გართულებების რისკი; 3. შევამციროთ შიდს-ით და ვირუსული ჰეპატიტით ინფიცირების რისკი; 4. განხორციელდეს ფართო ქირურგიული ჩარევა იეღოვას მიმდევრებს შორის.
მართვითი ჰიპოტენზიისას ნატრიუმის ნიტროპრუსიდის საწყისი დოზაა:
მართვითი ჰიპოტენზიისას გლიცერინ ტრინიტრატის საწყისი დოზაა:
ჰიპოტენზიური ანესთეზიის ჩატარება სახიფათოა: 1. პაციენტებში რომლებიც ხანგრძლივად იღებენ ჰიპოტენზიურ საშუალებებს; 2. კორონარული უკმარისობის დროს; 3. მძიმე რესპირატორული დაავადებების შემთხვევაში; 4. ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტისას.
ჰიპოტენზიური ანესთეზიისას იზოფლურანი გამოიყენება შემდეგი თვისებების გამო: 1. კონცენტრაციით 1,9 მაკ იწვევს დოზადამოკიდებულ ჰიპოტენზიას; 2. იწვევს ტაქიკარდიის განვითარებას; 3. კონცენტრაციით 1,9 მაკ არ იწვევს გულის დარტყმითი მოცულობის შემცირებას; 4. ამცირებს თავის ტვინის სისხლისმიმოქცევას.
ჟანგბადის ინჰალაციები იწვევენ ყველა ქვემოთჩამოთვლილს, გარდა: 1. სისხლში ჟანგბადის პარციალური წნევის მატებისა; 2. ჰემოგლობინის ჟანგბადით გაჯერების ზრდისა; 3. სისხლში ჟანგბადის შემცველობის ზრდისა; 4. ჰიპოკაპნიისა.
100%-იანი ჟანგბადის გამოყენება იწვევს: 1. სურფაქტანტის დაზიანებას; 2. არტერიაში ჟანგბადის პარციალური წნევის გაზრდას; 3. ფილტვების ტოქსიურ შეშუპებას; 4. არ იწვევს მავნე ზეგავლენას.
გათვლილ სიდიდესთან შედარებით, ფილტვების სასიცოცხლო მოცულობის 80%-ის რეალურად არსებობა მიანიშნებს:
პნევმონიისას ჰიპოქსემიის წარმოშობის ძირითადი ფაქტორია: 1. ფილტვის ქსოვილში არავენტილირებული უბნების გაზრდა; 2. შუნტი მარჯვნიდან მარცხნივ; 3. ზედაპირული სუნთქვა; 4. ჰიპერთერმია.