სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია
ზოგადი ანესთეზიის დროს ჩასუნთქულ ჰაერში ჟანგბადის მინიმალური დასაშვები კონცენტრაცია უნდა იყოს:
რა არის ინჰალაციური საანესთეზიო საშუალებების მინიმალური ალვეოლური კონცენტრაცია:
არსებობს კორელაციური კავშირი ზრდასრული კონტინგენტის ასაკის მატებასა და აქროლად ანესთეტიკთა მინიმალურ ალვეოლარულ კონცენტრაციას (MAC) შორის. ჩამოთვლილთაგან რომელი დებულებაა სწორი?
გაზების სისტემით საოპერაციოს აღჭურვა მოიცავს: 1. გაზების ძირითად საცავს; 2. აირგამტარი მილების განაწილების სისტემას ჰოსპიტალში; 3. აირგამტარი მილების საბოლოო განტოტებებს; 4. აირმომარაგების საბოლოო განტოტებების ანესთეზიოლოგიურ აპარატურასთან შემაერთებელ მილებს.
აირგამტარი სისტემის ანესთეზიოლოგიურ აპარატურასთან შემაერთებელი ელასტიური მილები უნდა იყოს: 1. ურთიერთშეუნაცვლებადები; 2. სხვადასხვა ფერის; 3. უნდა უძლებდეს 4 კილოპასკალზე მეტ წნევას; 4. უნდა იყოს გოფრირებული.
თორაკალურ ქირურგიაში ორსანათურიანი ენდოტრაქეული მილები გამოიყენება: 1. ფილტვების განცალკევებული ვენტილაციისათვის; 2. ფილტვების განცალკევებული სანაციისთვის; 3. ცალი ფილტვის ვენტილაციისთვის; 4. ვიდეოასისტირებული თორაკალური ქირურგიისას, ქირურგიული ველის ხილვადობის გაუმჯობესების მიზნით
საქართველოს კანონმდებლობით რა ფერის უნდა იყოს სამედიცინო ჟანგბადის ბალონი:
საქართველოს კანონმდებლობით რა ფერის უნდა იყოს აზოტის ქვეჟანგის ბალონი:
საქართველოს კანონმდებლობით რა ფერის უნდა იყოს ნახშირორჟანგის ბალონი:
რომელი აირი წარმოქმნის "მელიის კუდის" ფენომენს:
ფლოუმეტრების გაუმართავი მუშაობის შესაძლო მიზეზები შეიძლება იყოს: 1. მოწყობილობის არავერტიკალური მდებარეობა; 2. სტატიკური ელექტროობა; 3. დაბინძურება; 4. არაჰერმეტულობა.
საანესთეზიო აპარატში ჟანგბადის სწრაფი მიწოდების ღილაკი განლაგებულია:
ადსორბერი სანარკოზე აპარატში განლაგებული უნდა იყოს: 1. ამოსუნთქვის სარქვლის შემდეგ; 2. ჩასუნთქვის სარქვლის ბოლოს; 3. ამაორთქლებლის წინ; 4. ამოსუნთქვის სარქვლის წინ.
ნატრონის კირის შემადგენლობაში შედის: 1. ნატრიუმის ტუტე; 2. კალციუმის ტუტე; 3. კალიუმის ტუტე; 4. ინდიკატორი.
ნახშირბადის დიოქსიდის აბსორბერის სისტემაში ნახშირბადის მონოოქსიდი წარმოიქმნება იმ შემთხვევაში, თუ: 1. გამოყენებული ინჰალაციური ანესთეტიკი იქნება ენფლურანი და არა სევოფლურანი; 2. ინჰალაციური ანესთეტიკი გამოიყენება მაღალი კონცენტრაციით; 3. ადსორბენტად გამოყენებულია "ბარალიმი" და არა ნატრიუმის კირი; 4. ადსორბენტი ძალიან არის დატენიანებული.
"ნატრიუმის კირი" : 1. ძირითადად შედგება კალციუმის ჰიდროქსიდისგან; 2. თუ მშრალია, შესაძლებელია წარმოქმნას ნახშირბადის მონოოქსიდი; 3. CO2-ს აბსორბციას ახდენს წყლის არსებობის პირობებში; 4. სევოფლურანის გამოყენებისას, ოპტიმალურად მუშაობს სიმშრალის პირობებში.
ადსორბენტის ნორმალური მუშაობისთვის აუცილებელია: 1. ადსორბენტის ადექვატური რაოდენობა; 2. ადსორბენტის სიმშრალე; 3. ადსორბენტის დატენიანება; 4. საოპერაციო დარბაზის ნორმალური ტემპერატურა.
მოცულობის (ჰერმეტულობის) რა მაქსიმალურ დანაკარგზე ითვლება სისტემა აპარატი - კონტური - პაციენტი დააბალნაკადური ზოგადი ანესთეზიის ჩასატარებლად ვარგისად?
დაბალნაკადური ბალანსირებული ზოგადი ანესთეზია ტარდება ჟანგბადის, ჰაერის და იზოფლურაინის ნარევით. პაციენტის ნარკოზიდან გამოსაყვანად ანესთეზიოლოგმა უნდა ჩაატაროს შემდგომი თანამიმდევრული მოქმედება:
დაბალნაკადური ბალანსირებული ზოგადი ანესთეზიის დასასრულს, პაციენტის ნარკოზიდან გამოსაყვანად, ინჰალაციური ანესთეტიკის მიწოდების შეწყვეტის შემდგომ, ანესთეზიოლოგმა უნდა ჩაატაროს თანამიმდევრული მოქმედება: 1. გაზარდოს ახალი გაზის ნაკადი და გახსნას კონტური; 2. თუ სანარკოზო აპარატს გააჩნია SIMV რეჟიმი, პაციენტი გადაიყვანოს ამ რეჟიმზე; 3. როტამეტრზე Ve უნდა დააყენოს 40-50%-ით მეტი, ვიდრე იყო ბაზის ნარკოზის პერიოდში; 4. მხოლოდ მანუალური ვენტილაციის კლაპანი უნდა გახსნას.