სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია
ანესთეზიის მიმდინარეობის დროს ბრადიკარდიის განვითარების უხშირესი მიზეზია:
რეანიმაციული ღონისძიებების ჩატარების დროს ეპინეფრინის გამოყენება რომელ შემთხვევაში არ არის საჭირო:
შუახნის მამაკაცს გამოხატული აქვს ქოშინი და ძლიერი ოფლიანობა. პაციენტის გადმოცემით 1 წლის წინ ჩაუტარდა ინტუბაცია ასთმის მძიმე შეტევის გამო და ექიმისგან მიღებული აქვს ინფორმაცია, რომ აღენიშნება რთული სასუნთქი გზები. ჩამოთვლილთაგან ყველაზე მეტად რომელი მიუთითებს რთული სასუნთი გზების არსებობაზე?
რომელი მსჯელობაა მართებული მწვავე ნეკროზული პანკრეატიტის მკურნალობასთან მიმართებაში?
რომელი ქვემოთ მითითებული მსჯელობაა მართებული მუცლის აორტის ანევრიზმასთან მიმართებაში?
რომელი მსჯელობაა მართებული ქალა-ტვინის ტრავმასთან მიმართებში:
რომელი მდგომარეობის დროს აღინიშნება სატურაციის "ცრუ" მომატება:
ფილტვების არაინვაზიური დადებითი წნევით ვენტილაცია (NIPPV) რომელი პათოლოგიის დროს არის ნაკლებად ეფექტური?
„თეთრი შხამა“ სოკოთი (შიცავს ფალოიდინს) მოწამვლისას ვითარდება:
77 წლის მდედრობით ავადმყოფს დაესვა დიაგნოზი: მწვავე ქოლეცისტიტი, ქოლედოქოლითიაზი, მექანიკური სიყვითლე. რომელი მეთოდია არასწორი პაციენტის წინასაოპერაციო მართვაში?
მწვავე ქოლეცისტიტის გამო ნაოპერაციევი პაციენტის მდგომარეობა ბოლო 16 საათის განმავლობაში გაუარესდა, მარჯვენა ფერდქვეშა არეში გაუძლიერდა ტკივილი, გამოვლინდა პერიტონეუმის გაღიზიანების სიმპტომები, მოიმატა ბილირუბინემიამ, პულსი 111 წთ-ში, არტერიული წნევა 90/50 მმ.ვწყ.სვ. გადაწყდა განმეორებითი ოპერაციული ჩარევა. წინასაოპერაციო მომზადებაში ერთ–ერთი მიდგომა მცდარია. რომელი?
ჰეროინის მომხმარებელ მამაკაცს, რომელიც იტარებს მკურნალობის კურსს ნალოქსონით, განუვითარდა თორმეტგოჯა ნაწლავის პერფორაცია. გამოკვლევებით დაუდგინდა პროთრომბინის დაბალი ინდექსი და თრომბოციტოპენია. ჩამოთვლილთაგან რომელია ოპტიმალური ანესთეზიისთვის?
ავადმყოფი 80 წლის, ქვემო კიდურები შეშუპებულია, გადიდებულია ღვიძლი, აღენიშნება ქოშინი. არტერიული წნევა 160/100 მმ.ვწყ.სვ., პულსი 100, არითმული. აუცილებელია ქოლეცისტექტომიის ჩატარება გეგმური წესით. განსაზღვრეთ ზოგადი ანესთეზიის რისკი ამერიკის ანესთეზიოლოგთა საზოგადოების (ASA) კლასიფიკაციის მიხედვით:
55 წლის მამაკაცი, შაქრიანი დიაბეტის კომპენსირებული ფორმით, ჰიპერტონული ავადმყოფობით მე-2 სტადიაში, ჩივილების გარეშე. აუცილებელია სასწრაფო აპენდექტომია. განსაზღვრეთ ზოგადი ანესთეზიის რისკი (ASA) კლასიფიკაციის მიხედვით:
38 წლის ავადმყოფი, დიაგნოზით: თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის პერფორაცია. თავს ამ მომენტამდე თვლიდა ჯანმრთელად. ASA კლასიფიკაციით როგორია ზოგადი ანესთეზიის რისკი:
გულმკერდის და თავის არეში გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობებით საოპერაციოდ მზადდება 51 წლის მამაკაცი. ASA კლასიფიკაციით როგორია ზოგადი ანესთეზიის რისკი:
პაციენტი საოპერაციოდან გამოყვანის შემდეგ გახდა ღია ნაცრისფერი, pH – 7.22; PaCO2 -88 mmHg. BE = 0; ეს მიანიშნებს:
ზოგადი ანესთეზიის ინტრაოპერაციული მონიტორინგის დროს, სწორად შერჩეული ვენტილაციური პარამეტრების პირობებში, ამოსუნთქულ ჰაერში PCO2 -ის მკვეთრი შემცირება მიუთითებს:
ზოგადი დაბალნაკადური ანესთეზიის პროცესში ჩასასუნთქ გაზთა ნარევში მკვეთრად მოიმატა აზოტის ქვეჟანგის კონცენტრაციამ. აღნიშნული მოვლენის მიზეზი ყველაზე ნაკლებად შეიძლება იყოს:
ზოგადი დაბალნაკადური ანესთეზიის პროცესში აღინიშნა გაზთა ნარევში აზოტის ქვეჟანგის კონცენტრაცის უეცარი მატება, ხოლო ჟანგბადის კონცენტრაცია დარჩა უცვლელი. აღნიშნული მოვლენის ყველაზე უფრო სავარაუდო მიზეზი შეიძლება იყოს: