სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია
ლავიწზედა მიდგომით მხრის წნულის ბლოკადის დროს შესაძლებელია შემდეგი გართულებები: 1. პნევმოთორაქსი; 2. დიაფრაგმის დამბლა ბლოკადის მხარეს; 3. ჰორნერის სინდრომი; 4. მხრის ნერვის ნევრიტი.
იღლიის ფოსოდან მიდგომით მხრის წნულის ბლოკადის შესრულების დროს: 1. საჭიროა ხელის განზიდვა 90 გრადუსით და მისი როტაცია; 2. მარცხენა ხელის საჩვენებელი თითის განლაგება იღლიის არტერიაზე, რომელიც მდებარეობს მხრის ორთავა და სამთავა კუნთებს შორის; 3. ხსნარი შეჰყავთ უშუალოდ ნერვ-სისხლძარღვოვან ბუდეში; 4. პირველ ინექციას აწარმოებენ არტერიის ლატერალურად, შემდეგ მედიალურად და ბოლოს არტერიის უკან.
საკრალური ბლოკადის დროს შეუძლებელია ანესთეზიის მიღწევა:
საჯდომი ნერვი: 1. წარმოიქმნება L 3-5 და S1-დან; 2. გამოდის მენჯიდან დიდი საჯდომი ნერვის ხვრელით; 3. უხვევს ქვემოთ ბარძაყის დიდ ბორცვსა და საჯდომი ძვლის ბორცვს შორის და გამოდის ზედაპირზე მუხლქვეშა ფოსოს არეში.
ვარსკვლავისებური კვანძის ბლოკადის დროს წარმოქმნილ ჰორნერის სიმპტომებს მიეკუთვნება: 1. ანჰიდროზი; 2. ფტოზი და მიოზი; 3. ეგზოფთალმი; 4. ცრემლდენა; 5. ტემპერატურის მატება.
მზის წნული (ფაშვის წნული) მდებარეობს შემდეგ დონეზე:
ზურგის ტვინს გააჩნია ორი შემსხვილება:
სუბარაქნოიდულ სივრცემდე საპუნქციო ნემსმა უნდა გაიაროს შემდეგი ანატომიური წარმონაქმნები: 1. კანი; 2.წვეტზედა იოგი; 3. ყვითელი იოგი; 4. ტვინის მაგარი გარსი.
ეპიდურული სივრცე მდებარეობს:
მხრის წნული იქმნება:
მხრის წნულის ბლოკადისას ამოსაცნობ ორიენტირად ითვლება: 1. მკერდის დიდი კუნთით წარმოქმნილი წინა კედელი; 2. ზურგის უგანიერესი კუნთით წარმოქმნილი უკანა კედელი; 3. იღლიის არტერიის ირგვლივ შეჯგუფებული ღეროები და ტერმინალური ტოტები; 4. იღლიის ფოსოში მდებარე ფიბროზულ გარსში მოქცეული ნერვულ-სისხლძარღვოვანი კონა.
წინამხრის ტრავმის შედეგად ავადმყოფს აღენიშნება მტევნის ,,ჩამოკიდება", რომლის მიზეზი შეიძლება გამხდარიყო დაზიანება: 1. იდაყვის ნერვის; 2. კან-კუნთოვანი ნერვის; 3. შუათანა ნერვის; 4. სხივის ნერვის.
ეპიდურულ სივრცეს უდიდესი ზომები გააჩნია:
ლავიწქვეშა მიდგომისას ლავიწქვეშა ვენის პუნქციის დროს ორიენტირს წარმოადგენს: 1. ლავიწი და მკერდ-ლავიწ-დვრილისებური კუნთის მკერდის ძვლის თავი; 2. ლავიწი და მკერდ-ლავიწ-დვრილისებური კუნთის მკერდის ძვლის თავის ლატერალური კიდე; 3. ლავიწი და ფარ-ინის კუნთი; 4. ლავიწი და მკერდის დიდი კუნთი.
ლავიწქვეშა ვენის პუნქციის ძირითად ეტაპებად არ ითვლება:
მარცხენა ლავიწქვეშა ვენის პუნქციის დროს მოსალოდნელი გართულებებია: 1. აიროვანი ემბოლია; 2. ჰემოთორაქსი და პნევმოთორაქსი; 3. ლავიწქვეშა არტერიის პუნქცია; 4. გულმკერდის ლიმფური სადინრის პუნქცია.
მოზრდილებში ლავიწქვეშა ვენის დიამეტრი შეადგენს:
ბარძაყის ვენის პუნქციის დროს თითს ათავსებენ ბარძაყის არტერიაზე საგიტალურად, ხოლო ნემსი შეჰყავთ:
ლავიწქვეშა ვენის პუნქცია შესაძლებელია გაკეთდეს შემდეგი წერტილებიდან: 1. ლავიწიდან 1 სმ ქვემოთ ლავიწის შუა და შიგნითა მესამედის საზღვარზე; 2. მედიო-კლავიკულურ ხაზზე ლავიწიდან 1 სმ ქვემოთ; 3. მკერდის ძვლის კიდიდან 2 სმ მოშორებით და ლავიწიდან 1 სმ ქვემოთ; 4. ლავიწისა და მკერდ-ლავიწ-დვრილისებური კუნთის ლავიწის ფეხის კუთხეში.
ლავიწქვეშა ვენის კათეტერიზაცია უმჯობესია გაკეთდეს მარჯვნიდან, ვინაიდან მარცხენამხრივი პუნქციის დროს არსებობს საშიშროება, რომელიც მარჯვენამხრივი მიდგომისას არ არის. რომელი?