QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია

2373 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

2001

ავადმყოფი სიტყვიერ მიმართვებზე არ პასუხობს, ცხვირ-ხახის ძლიერ, მტკივნეულ გაღიზიანებაზე ჩნდება კიდურების ტონური მოხრითი და გაშლითი მოძრაობები, სუნთქვა შენარჩუნებულია. როგორ შეაფასებდით გლაზგოს სკალის მიხედვით ტვინის ზოგადი დარღვევების სიღრმეს?

2002

ნეიროქირურგიულ ავადმყოფებში 5% გლუკოზის ხსნარის შეყვანა:

2003

აღნიშნეთ ჰიპოქსემიის დამახასიათებელი ადრეული სისხლძარღვოვანი რეაქცია

2004

არტერიული ჰიპოტენზია პულსური წნევის შემცირებით, ცენტრალური ვენური წნევის დაქვეითებით და ტაქიკარდიით ვითარდება

2005

წინასაოპერაციო გასინჯვისას პაციენტს აღენიშნებოდა რითმული პულსი, შეკუმშვათა სიხშირით 44 წთ-ში, დატვირთვის შემდეგ გახდა პულსი შემცირდა და გახდა 40 წთ-ში. სავარაუდოა შემდეგი:

2006

მიუთითეთ "გულის წასვლის" ცნების სწორი განსაზღვრება:

2007

პაციენტი სტაციონარში მოთავსდა ავტოკატასტროფიდან 1 სთის შემდეგ, მძიმე მდგომარეობაშია. ცნობიერება ნათელია, გულის ტონები არ მოისმინება, პულსი-116 წთ, არტერიული წნევა 75/ 40 მმ. ვწყს. პერკუსიით გულმკერდის ყაფაზის მარჯვნივ-ტიმპანიტი, აუსკულტაციით მარჯვნივ სუნთქვა არ ისმის. თქვენი დიაგნოზი

2008

ნორმალური მდგომარეობის ფონზე პაციენტს უეცრად განუვითარდა სტრიდორული სუნთქვა. გონება დაკარგა. გამოხატულია ჰიპოქსიის სიმპტომები. დაასახელეთ ყველაზე სავარაუდო მიზეზი:

2009

ოქსიგენოთერაპია არაეფექტურია შემდეგი სახის ჰიპოქსიისას:

2010

წყლისა და ელექტროლიტების ცვლის ყველაზე გამოხატული დარღვევები აღინიშნება მწვავე გაუვალობის დროს ნაწლავის შემდეგ დონეზე:

2011

ნაწლავის მწვავე გაუვალობით სიკვდილის ყველაზე სავარაუდო მიზეზი შეიძლება იყოს:

2012

უცნობი შხამით მოწამლულ ავადმყოფს კომატოზურ მდგომარეობაში აღენიშნება pH-7. 02, არტერიული PCO2-75. 5 მმ. ვწყ. სვ, ფუძეების სიჭარბე-14,5 მმოლ/ლ. მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის რა სახის დარღვევას აქვს ადგილი

2013

ჰიპერკაპნია იწვევს შემდეგი სისხლძარღვების სპაზმს:

2014

ანემიით თანმხლები ჰიპოფიბრინოგენემიის დროს ნაჩვენებია შემდეგი პრეპარატების გამოყენება:

2015

ანაფილაქსიური რეაქციის დროს გამოთავისუფლდება ყველა ჩამოთვლილი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება, გარდა:

2016

პენიცილინზე კანქვეშა სინჯის ჩატარებისას ავადმყოფს აღმოუცენდა ტკივილი მკერდის არეში, დაკარგა გონება, აღენიშნა კრუნჩხვები და არტერიული ჰიპოტენზია. თქვენი სავარაუდო დიაგნოზი:

2017

თეძოს მოტეხილობის შემთხვევაში სატრანსპორტო იმობილიზაცია მდგომარეობს:

2018

მენჯის ძვლების მოტეხილობისას სატრანსპორტო იმობილიზაცია მდგომარეობს:

2019

ვაგოსიმპატიკური ბლოკადა ნაჩვენებია შემდეგ შემთხვევაში:

2020

უეცარ სიკვდილთან მიმართებაში მართებულია შემდეგი მტკიცებანი: 1ტერმინ "უეცარი სიკვდილის" ქვეშ იგულისხმება მოულოდნელად და უეცრად განვითარებული სიკვდილი;2 ტერმინ "უეცარი სიკვდილის" ქვეშ იგულისხმება გარკვეული კლინიკური სიმპტომების გამოვლინებიდან 1 საათში განვითარებული სიკვდილი; 3უეცარი სიკვდილი და უეცარი გულსისხლძარღვოვანი კოლაფსი იდენტური ცნებებია; 4უეცარი სიკვდილის დროს მხოლოდ რამდენიმე წუთია საკმარისი თავის ტვინში შეუქცევადი პათოლოგიური პროცესების განვითარებისათვის;

განმარტებები