QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ინფექციური სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

ინფექციური სალიცენზიო

2141 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

2101

ჩამოთვლილთაგან რომელი არ ახასიათებს პარტახტიან ტიფს:

2102

მონიშნე სწორი პასუხი, რომელი გამოკვლევა იძლევა პროგნოზირების საშუალებას ქუ-ცხელების დროს ენდოკარდიტის განვითარების შესახებ:

2103

HCV ინფექციის ყველაზე ხშირი ექსტრაჰეპატური გამოვლინებებია:

2104

შეარჩიეთ არასწორი პასუხი: C ჰეპატიტის ანტივირუსული მკურნალობის დროს რომელი ჰემატოლოგიური გვერდითი ეფექტი შეიძლება განვითარდეს:

2105

შეარჩიეთ სწორი პასუხი: C ჰეპატიტის ანტივირუსული მკურნალობის დროს განვითარებული ანემიის კორექციისთვის შესაძლოა გამოყენებული იქნას:

2106

შეარჩიეთ არასწორი პასუხი: როგორია პროგნოზი ღვიძლის ამებური აბსცესის შემთხვევაში:

2107

პაციენტს აქვს ქრონიკული C ჰეპატიტი. ანტივირუსული მკურნალობის დასაწყებად ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელ მაჩვენებელს ენიჭება ყველაზე მეტი უპირატესობა?

2108

35 წლის მამაკაცს აღენიშნება უმადობა, გულისრევის შეგრძნება, სიყვითლე კანსა და სკლერებზე, შარდის გამუქება, აქოლიური განავალი; სისხლის ბიოქიმური მაჩვენებლებიდან საყურადღებოა ამინოტრანსფერაზების 30-40 ჯერადი მატება, ვირუსული ჰეპატიტის მარკერები (anti HCV, HBs Ag) უარყოფითია; HCV RNA(+) დადებითია; რომელია შესაფერისი დიაგნოზი:

2109

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელია C ჰეპატიტის ანტივირუსული მკურნალობის ეფექტურობის დადებითი პროგნოზული მარკერი:

2110

პაციენტი არის 32 წლის ქალი, რომელსაც დაუდგინდა ქრონიკული C ჰეპატიტი, HCV გენოტიპი 3; ჩატარებული გამოკვლევებით C ჰეპატიტის გართულებები არ ვლინდება. რომელი მსჯელობაა სწორი:

2111

რომელ დაავადებებთან არის ასოცირებული ეპშტეინ-ბარის ვირუსი?

2112

პაპილომავირუსის რომელი ტიპები ასოცირდება საშვილოსნოს ყელის კიბოსთან?

2113

მიუთითეთ არასწორი ფრაზა ყვითელ ცხელებასთან მიმართებაში:

2114

თირკმლის სინდრომით მიმდინარე ჰემორაგიული ცხელების პათოგენეზურ რგოლს არ წარმოადგენს:

2115

მიუთითეთ არასწორი ფრაზა. თირკმლის სინდრომით მიმდინარე ჰემორაგიული ცხელების ოლიგურიული სტადიისათვის დამახასიათებელია:

2116

მიუთითეთ არასწორი ფრაზა. დენგეს ცხელებისათვის დამახასიათებელია:

2117

პოლიომიელიტის წამყვანი კლინიკური ნიშანია:

2118

წითელას გართულებას წარმოადგენს:

2119

რომელი ქსოვილები ან ორგანოებია მარტივი ჰერპეს-ვირუსის სამიზნე?

2120

რომელია ინფექციური მონონუკლეოზის გართულება?

განმარტებები