სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ლაბორატორიული სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
ლაბორატორიული სალიცენზიო
ქვემოთ ჩამოთვლილი მეთოდებიდან რომელი გამოიყენება ნახველში ტუბერკულოზის ჩხირების აღმოსაჩენად?
ქვემოთ ჩამოთვლილი მეთოდებიდან რომელი გამოიყენება ნახველში ფლორის შესასწავლად?
ნახველს ჟანგის ფერი აღენიშნება:
სამშრიანი ნახველი დამახასიათებელია:
ლორწოვანი ხასიათის ნახველი გვხვდება:
პლევრის ღრუდან პუნქციით მიღებული სითხე ქარვის ფერისაა, მისი შეფარდებითი სიმკვრივე 1010, ცილის რაოდენობა 1,5%, რივალტის სინჯი უარყოფითია. მიკროსკოპულად ჭარბობს მეზოთელიუმის უჯრედები დისტროფულ-დეგენერაციული ცვლილებებით. ეს სითხე არის:
პლევრის ღრუდან პუნქციით მიღებული სითხე ქარვის ფერისაა, მისი შეფარდებითი სიმკვრივე 1020, ცილის რაოდენობა 3%, რივალტის სინჯი დადებითია, მიკროსკოპულად ჭარბობს ლიმფოციტები, გვხვდება მეზოთელიუმის უჯრედები. ეს სითხე არის:
მუცლის ღრუდან პარაცენტეზის შედეგად მიღებულია მოყვითალომომწვანო სითხე, შეფარდებითი სიმკვრივით 1025, ცილის რაოდენობით 2,5%, დადებითი რივალტის სინჯით. მიკროსკოპულად დიდი რაოდენობითაა ნეიტროფილები. ეს სითხე:
მუცლის ღრუდან ამოღებული იქნა წითელი ფერის სითხე, შეფარდებითი სიმკვრივით 1020, ცილა - 2,5%. მიკროსკოპულად - დიდი რაოდენობითაა ერითროციტები, გვხვდება მეზოთელიუმის უჯრედები. ეს სითხე:
პლევრის ღრუდან პუნქციით მიღებულია მცირე რაოდენობით მოყავისფრო სქელი სითხე, სადაფის ელფერით. მიკროსკოპულად ნანახია დიდი რაოდენობით ქოლესტერინის კრისტალები. სავარაუდოა, რომ ეს სითხე:
სპერმაში ფრუქტოზის შემცირებას მოჰყვება:
ქრონიკული პროსტატიტის დროს პროსტატის სეკრეტის მიკროსკოპიით აღმოჩნდება:
ამილოიდური სხეულაკები პროსტატის სეკრეტში შეიძლება გამოვლინდეს:
მამაკაცების უშვილობის მიზეზი შეიძლება იყოს:
სპერმატოზოიდების მოძრაობის დაქვეითება აღინიშნება ტერმინით:
სპერმატოზოიდების მორფოლოგიის ცვლილებას აღნიშნავენ ტერმინით:
პიოსპერმია ნიშნავს, რომ ეაკულატში არის:
ლიქვორში ცილის ნორმალური რაოდენობაა:
ლიქვორში ცილის ფრაქციების შეფარდების დარღვევა აღინიშნება ტერმინით:
ნონე-აპელტის რეაქციით დგინდება: