სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ლაბორატორიული სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
ლაბორატორიული სალიცენზიო
მიკროორგანიზმების შესაღებად ბაქტერიოლოგიაში ყველაზე ხშირად გამოიყენება შემდეგი საღებავები: 1) ფუქსინი. 2) გენციან-ვიოლეტი. 3) მეთილენის ლილა. 4) ერითროზინი.
რომელი მეთოდითაა უკეთესი ნაცხის ფიქსაციის ჩატარება?
როგორ უნდა შეფასდეს გრამის წესით შეღებილი ნაცხის ხარისხი?
ბაქტერიების შეღებვის ყველაზე გავრცელებული სადიფერენციაციო მეთოდია:
მიუთითეთ შეღებვის რომელი მეთოდია მოწოდებული ბაქტერიების კაფსულის შესაღებად:
რომელი მეთოდია მოწოდებული ბაქტერიების სპორების შესაღებად:
რომელი მორფოლოგიური სტრუქტურები და მათი თავისებურებანი განაპირობებენ შეღებვას?
რას ეწოდება ანტისეპტიკები?
რომელია სტერილიზაციის უფრო ეფექტური მეთოდი?
რას ეწოდება დეზინფექცია?
თანაარსებობის რომელი ფორმაა მიკრობებისათვის ყველაზე ურთიერთ სასარგებლო?
მიუთითეთ მიკრობთა კვების ორი ძირითადი ჯგუფი: 1) საპროფიტები. 2) ჰეტეროტროფები. 3) ფოტოტროფები. 4) აუტოტროფები. 5) მიქსოტროფები.
პათოგენურ მიკრობებში სუნთქვის ყველაზე ხშირი ტიპებია?
რომელი ამინომჟავა უნდა იყოს საკვებ ნიადაგში ბაქტერიის მიერ ინდოლის წარმოშობის განსაზღვრისათვის?
რომელი ფერმენტებია აუცილებელი ბაქტერიების არსებობისათვის? 1) გლიკოლიზური. 2) სუნთქვითი. 3) პეპტიდაზები. 4) პროტეაზები.
რომელია დნმ-ის ძირითადი შემადგენელი სტრუქტურები: 1) აზოტური ფუძეები, ადენინი, ციტოზინი, თიმინი და ფოსფორის სიმჟავე. 2) აზოტური ფუძეები პურინის და პირიმიდინის რიგის. 3) დეზოქსირიბოზა და ფოსფორის სიმჟავის ნაშთი. 4) აზოტური ფუძეები, პენტოზა და ფოსფორის სიმჟავე. 5) ადენინი, გუანინი, თიმინი, ურაცილი, რიბოზა და ფოსფორის მჟავა.
რომელი ნუკლეინის მჟავები შედიან მიკრობულ უჯრედში?
რომელი ტერმინი ასახავს ინფექციის ყველაზე ფართო გავრცელებას?
სამედიცინო პროცედურების ჩატარებით გამოწვეულ ინფექციას რა ეწოდება?
რომელი ღონისძიებები ტარდება საავადმყოფოსშიდა ინფექციების პროფილაკტიკისათვის ?