QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › შინაგანი მედიცინა სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

შინაგანი მედიცინა სალიცენზიო

3943 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

1781

მწვავე გასტრიტების მკურნალობის შესახებ ყველა მოსაზრება სწორია, გარდა:

1782

ჰიპერტროფიული გასტრიტისათვის (მენეტრიეს დაავადება) დამახასიათებელია მორფოლოგიური ნიშანი:

1783

ანტიბიოტიკოთერაპია (სამკომპონენტიანი სქემა ტეტრაციკლინით, მეტრონიდაზოლით და ბისმუტის პრეპარატებით) ყველაზე მიზანშეწონილია:

1784

ციმეტიდინის მოქმედების ეფექტების შესახებ მართებულია ყველა ჩამოთვლილი დებულება, გარდა:

1785

პეპტიკური წყლულის გართულებებია ყველა ჩამოთვლილი, გარდა:

1786

კუჭის წყლულის პენეტრაციით გართულებაზე მეტყველებს:

1787

პეპტიკური წყლულის სამკურნალოდ გამოყენებული ჩამოთვლილი საშუალებებიდან რომელი მოქმედებს H+ K+ ატფ-აზას დათრგუნვის გზით?

1788

ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადებებიდან, რომლებიც მიმდინარეობს გასტროინტესტინური სისხლდენით, რომლის დიაგნოსტიკა არ ხერხდება რენტგენოგრაფიული გამოკვლევით და ვლინდება ენდოსკოპიური მეთოდით:

1789

55 წლის ავადმყოფი მამაკაცი ანამნეზში 10 წლის ხანგრძლივობის კუჭის წყლულით მკურნალობდა არარეგულარულად. პერიოდულად აღნიშნავდა გამწვავებებს. უკანასკნელი წლის მანძილზე ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში გაუძლიერდა, დაიკლო წონაში, ფიბროსკოპიით დიდ სიმრუდზე აღინიშნება მსხვილი წყლულოვანი დეფექტი. ჩამოთვლილიდან რა უფრო მიზანშეწონილია ვურჩიოთ ავადმყოფს?

1790

ზოლინგერ - ელისონის სინდრომის დიაგნოსტიკა ემყარება ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმს, გარდა:

1791

კუჭის კარცინომის მეტასტაზის ყველაზე ხშირი ლოკალიზაციაა:

1792

მალაბსორბციის სინდრომი შეიძლება განვითარდეს ყველა ჩამოთვლილ შემთხვევაში, გარდა:

1793

ჩამოთვლილი გამოკვლევებიდან რომელია არაინფორმაციული დისბაქტეროზის სადიაგნოზოდ:

1794

49 წლის მამაკაცი შემოვიდა კლინიკაში ჩივილებით დიარეაზე, მომიგრირე ართრალგიებზე და 8 კგ წონის დაკლებაზე ბოლო 6 თვის განმავლობაში. განავალში ცხიმის შემცველობა 35 გრ/24 სთ - ში. D ქსილოზის შემცველობა შარდში < 0.8 - ზე, 5 გრ D ქსილოზის პერორალურად მიღებიდან 56 სთ-ის შემდეგ. წვრილი ნაწლავის ბიოფსიით ვლინდება ნაწლავის ხაოების ატროფია, მაკროფაგებით ინფილტრაცია და გრამ პოზიტიური ჩხირები. ექიმის მოქმედების ტაქტიკა:

1795

60 წლის მამაკაცს 2 დღეა აქვს გულისრევა, პირღებინება, აღენიშნება მტკივნეული წარმონაქმნი მარჯვენა საზარდულის არეში, რომელიც კარგად ისინჯება. ექიმის მოქმედების ტაქტიკა:

1796

რა სახის დიარეა (პათოფიზიოლოგიური მექანიზმის მიხედვით) ვითარდება ავადმყოფებში ლაქტაზას დეფიციტით?

1797

რა სახის დიარეა (პათოფიზიოლოგიური მექანიზმის მიხედვით) ვითარდება ავადმყოფებში ცელიაკიის დროს?

1798

მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკ - ფაქტორებია ყველა ჩამოთვლილი, გარდა:

1799

რა სახის ჰისტოლოგიური სურათი ვითარდება კრონის დაავადების დროს?

1800

28 წლის ავადმყოფი ქალი უჩივის დიარეას და სპაზმური ხასიათის აბდომინალურ ტკივილს. ანამნეზიდან ირკვევა, რომ შეტევების სიხშირემ და ინტენსიურობამ მოიმატა უკანასკნელი 3 წლის მანძილზე, კუჭის მოქმედება გახშირდა 10 - მდე დღეში. შეტევებს ხშირად თან ახლავს ტემპერატურის მომატება. პალპაციით ისინჯება მგრძნობიარე მკვრივი მასა მუცლის მარჯვენა ქვემო კვადრატში. ანალური არის დათვალიერებისას აღმოჩნდა პერიანალური ფისტულა. რენტგენოგრაფიით ჩანს რამდენიმე ადგილას სტენოზირებული თეძოს ნაწლავი. მუცლის მარჯვენა ქვემო კვადრატში ჩანს შეხორცებული ნაწლავის მასა, შექმნილი თეძოს ნაწლავის მარყუჟებით და ამ ნაწლავის მარყუჟებს შორის არსებული ფისტულებით. სავარაუდო დიაგნოზი:

განმარტებები