სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › შინაგანი მედიცინა სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
შინაგანი მედიცინა სალიცენზიო
დაბალი არტერიული წნევა ქვედა კიდურებში ზედასთან შედარებით, ჩამოთვლილთაგან ახასიათებს მხოლოდ ერთს:
ავადმყოფს ღამე უეცრად განუვითარდა ჰაერის უკმარისობის ძლიერი შეგრძნება. ის იღებს იძულებით მჯდომარე პოზას საწოლში. ობიექტურად: ავადმყოფი ციანოზურია, სახეზე აქვს ცივი ოფლი, სუნთქვა გახშირებული და გაძნელებულია, წუთში აღემატება 30-ს, აქვს ხველა მცირეოდენი ლორწოვანი ნახველით, მაჯა გახშირებულია არტერიული წნევა ვწყ. სვ. 180/110 მმ. აუსკულტაციით მოისმინება გაფანტული წვრილბუშტუკოვანი სველი ხიხინი. რომელია სავარაუდო დიაგნოზი:
ავადმყოფი უჩივის სისუსტეს, უმადობას, სიმძიმის შეგრძნებას მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში. ობიექტურად გამოხატულია დიფუზური ციანოზი, აღინიშნება ტაქიკარდია, ოლიგურია, კისრის ვენების შებერვა. ქვემო კიდურები შეშუპებულია, პალპაციით ისინჯება გადიდებული ღვიძლი, აუსკულტაციით ფილტვების ქვედა წილებში მოისმინება სველი ხიხინი. მომატებულია ვენური წნევა, შარდში აღინიშნება ცილის არსებობა. სავარაუდო დიაგნოზი:
ავადმყოფს შიშის ნიადაგზე განუვითარდა ცნობიერების უეცარი დაკარგვა. ავადმყოფი ფერმკრთალია, კიდურები ცივი აქვს, მაჯა გაიშვიათებულია, მცირე და რბილია, გულის ტონები მოყრუებულია. ცნობიერების დაკარგვა გაგრძელდა ერთი წუთი და ჰორიზონტალურ მდებარეობაში მყოფი ავადმყოფი მოდის გონებაზე. რომელია სავარაუდო დიაგნოზი:
ავადმყოფს აწუხებს გულის ფრიალი, სიმძიმის შეგრძნება გულის არეში. მაჯა რითმულია, წუთში 110. ელექტროკარდიოგრაფიულად აღინიშნება ღ-ღ ინტერვალის დამოკლება დიასტოლის დროის (თ-P ინტერვალის) შემცირების ხარჯზე, სწორი, სინუსური რითმი - P კბილის და Qღშთ კომპლექსების რეგულარული თანმიმდევრობა. წინაგულოვანი და პარკუჭოვანი კომპლექსები არ არის შეცვლილი. რა სახის არითმიასთან გვაქვს საქმე:
ავადმყოფს უეცრად დაეწყო ძლიერი გულის ფრიალი. ობიექტურად აღენიშნება სიფერმკრთალე, ოფლიანობა, საძილე არტერიის გაძლიერებული პულსაცია, საუღლე ვენების შებერვა. პულსი გახშირებულია, მცირე, რბილი, მისი დათვლა არ ხერხდება. სისხლის არტერიული წნევა დაქვეითებულია. ელექტროკარდიოგრაფიულად გულის ცემის სიხშირე 200-ია წუთში. აღინიშნება Qღშ კომპლექსის დეფორმაცია და გაგანიერება 14 მს-დე, ღ და თ კბილების დისკორდანტული განლაგება. რა სახის არითმიასთან გვაქვს საქმე:
ავადმყოფი პერიოდულად კარგავს ცნობიერებას, ემართება ეპილეფსიის მსგავსი კრუნჩხვები. მაჯა რითმული, წუთში 28. ეკგ-ზე P კბილი რეგისტრირდება Qღშთ კომპლექსის წინ, უკან ან ემთხვევა მას. P-P და ღ-ღ ინტერვალები თანაბარია, მაგრამ ღ-ღ ინტერვალი უფრო დიდია, ვიდრე P-P ინტერვალი. რა სახის არითმიასთან გვაქვს საქმე.
ავადმყოფობა დაიწყო მწვავედ, ტემპერატურის მომატებით (შემცივნების გარეშე) , ძლიერი ოფლიანობით. ორი კვირის წინ გადაიტანა ანგინა. ავადმყოფი უჩივის ძლიერ საერთო სისუსტეს, გულის ფრიალს, ქოშინს ფიზიკური დატვირთვისას. ობიექტურად აღინიშნება ტკივილი მსხვილ სახსრებში, მათი შესივება. აუსკულტაციით გულზე მოისმინება ნაზი სისტოლური შუილი. გულის ზომები გადიდებულია, ვლინდება ზომიერი ლეიკოციტოზი, ედს-ის აჩქარება. დადებითია ჩ-რეაქტიული ცილა, მომატებულია ანტისტრეპტოლიზინ-0-ს ტიტრი. რომელია სავარაუდო დიაგნოზი:
დაავადება განვითარდა თანდათანობით. აღინიშნება უსწორო ტიპის ცხელება, ძლიერი შემცივნებით, ძლიერი ოფლიანობა, ტკივილი სახსრებში. ავადმყოფმა მოკლე დროში მნიშვნელოვნად დაიკლო წონაში. ვლინდება ძლიერი სიფერმკრთალე, ფრჩხილების ქვეშ და კონიუქტივაზე პეტექიური სისხლჩაქცევები, თითებზე მტკივნეული კვანძები და ერითემული მაკულები ხელისგულებზე. პალპაციით აღინიშნება მტკივნეული გადიდებული ელენთა. აორტაზე მოისმინება დიასტოლური შუილი. სისხლში გამოხატულია ანემია, ედს-ის მნიშვნელოვანი მომატება. შარდში ვლინდება მიკროჰემატურია და მიკროპროტეინურია. სავარაუდო დიაგნოზი:
ავადმყოფი უჩივის გულის ფრიალს, კიდურების შეშუპებას, ტკივილს მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში. ავადმყოფს აქვს იძულებითი მჯდომარე პოზა, გამოხატულია ციანოზი სახეზე. გულის საზღვარი გადიდებულია მარცხნივ და ზევით. აუსკულტაციით მოისმინება I ტონის შესუსტება მწვერვალზე, II ტონის აქცენტი ფილტვის არტერიაზე. მწვერვალზე ისმის უხეში სისტოლური შუილი, რომელიც რადიაციას განიცდის მარცხენა იღლიის ფოსოში. სავარაუდო დიაგნოზი:
ავადმყოფი უჩივის ქოშინს, ხველას, ზოგჯერ სისხლიანი ნახველით, გულის ფრიალს, ტკივილს გულის მიდამოში. ინსპექციით აღინიშნება ციანოზი ცხვირ-ტუჩის მიდამოში და ლოყებზე. პალპაციით აღინიშნება "კატის კრუტუნი" მწვერვალის მიდამოში. ღვიძლი პალპაციით გადიდებული და მგრძნობიარეა. აუსკულტაციით მოისმონება ტკაცუნა I ტონი, II ტონის აქცენტი ფილტვის არტერიაზე, II ტონის შემდეგ ისმის მიტრალური სარქვლის გაღების ხმიანობა. გულის მწვერვალის მიდამოში მოისმინება დიასტოლური შუილი. რომელია სავარაუდო დიაგნოზი:
ავადმყოფი აღნიშნავს გაძლიერებულ გულის ცემას, პულსაციის შეგრძნებას კისრის არეში. ინსპექციით აღინიშნება ფერმკრთალი სახის კანი, ჩანს "კაროტიდების ცეკვა". ინსპექციით და პალპაციით ვლინდება მწვერვალის გაძლიერებული ბიძგი, რომელიც არის VI ნეკნთაშუა მიდამოში წინა აქსილარულ ხაზზე. პალპაციით აღინიშნება პულსაცია საუღლე ფოსოში. პერკუსიით აღინიშნება გულის საზღვრის გაგანიერება მარცხნივ, აორტული კონფიგურაციის გული. აუსკულტაციით გულის ტონები შესუსტებულია, II ნეკნთაშუა არეში და V წერტილში ისმის დიასტოლური შუილი. სისტოლური წნევა მომატებულია (ვცწ. სვ. 170 მმ) , დიასტოლური - მნიშვნელოვნად დაქვეითებული (ვწყ. სვ. 40 მმ) . სავარაუდო დიაგნოზი:
ავადმყოფი უჩივის ქოშინს, ადვილად დაღლას, თავბრუს, გულის წასვლას, მოჭერით ტკივილს გულის მიდამოში. პერიოდულად აღენიშნება კარდიული ასთმის შეტევები. ინსპექციით და პალპაციით აღინიშნება საძგერის მარცხნივ გადაწევა, მისი გაძლიერება. პალპაციით მკერდის ძვლის მარცხნივ ვლინდება "კატის კრუტუნი". პერკუსიით გული აორტული კონფიგურაციისაა. აუსკულტაციით გულის ტონები შესუსტებულია, აორტის მოსასმენ წერტილში ისმის უხეში სისტოლური შუილი. სისტოლური არტერიული წნევა დაქვეითებულია, დიასტოლური - ოდნავ მომატებულია. სავარაუდო დიაგნოზი:
ავადმყოფი ვირუსული ინფექციის გადატანის შემდეგ უჩივის საერთო სისუსტეს, უსიამოვნო შეგრძნებას და ყრუ ხასიათის ტკივილს გულის არეში, გულის ფრიალს, ქოშინს, სუბფებრილურ ტემპერატურას. პერკუსიით და რენტგენოლოგიურად გულის საზღვრები გადიდებულია. აუსკულტაციით მოისმინება ტონების მოყრუება და სისტოლური შუილი მწვერვალზე. სისხლის არტერიული წნევა დაქვეითებულია. ეკგ-ზე აღინიშნება პარკუჭთაშიდა გამტარობის დარღვევა, შ-თ სეგმენტის დაქვეითება იზოხაზის ქვევით, თ - კბილის უარყოფითობა. სავარაუდო დიაგნოზი:
ავადმყოფი უჩივის საერთო სისუსტეს, თავის ტკივილს, განსაკუთრებით კეფის მიდამოში, თავბრუს, უძილობას. ზოგჯერ აღნიშნავს სისხლის დენას ცხვირიდან. პალპაციით დგინდება მწვერვალის გაძლიერებული ბიძგი, რომელიც არის წინა აქსილარულ ხაზთან. გულის მარცხენა საზღვარი გადიდებულია. აუსკულტაციით მოისმინება II ტონის აქცენტი აორტაზე და სისტოლური შუილი მწვერვალზე. მაჯა დაჭიმულია, არტერიული წნევა ვწყ. სვ. 190-100 მმ. სხვა ორგანოების და სისტემების მხრივ ცვლილებები არ აღინიშნება. სავარაუდო დიაგნოზი:
ავადმყოფი უჩივის მოჭერის შეგრძნებას მკერდის ძვლის უკან. ტკივილი შეტევითი ხასიათისაა და გადაეცემა მარცხენა მხარში, ძირითადად ულნარული ზედაპირის გაყოლებით IV-V თითებამდე. ტკივილს ზოგჯერ თან ახლავს სიკვდილის შიშის გრძნობა. ტკივილი აღმოცენდება ფიზიკური დატვირთვის დროს, გრძელდება 2-3 წუთი და სწრაფად გაივლის მოსვენების და ნიტროგლიცერინის მიღების შემდეგ. ეკგ-ზე ვლინდება შ-თ სეგმენტის დაქვეითება და თ კბილის ცვლილებები. რომელია სავარაუდო დიაგნოზი:
ავადმყოფს დაეწყო ძლიერი მოჭერითი ტკივილი მკერდის ძვლის უკან, რომლის კუპირებაც არ მოხერხდა ნიტროგლიცერინით და საჭირო გახდა ნარკოტიკების გამოყენება. ტკივილი გადაეცემოდა მარცხენა ბეჭსა და მარცხენა მხარში, მას თან ახლდა სიკვდილის შიშის შეგრძნება. ავადმყოფს აქვს მცირე, ხშირი და რბილი მაჯა, რომელიც არითმიულია. არტერიული წნევა მკვეთრად არის დაქვეითებული (ვწყ. სვ. 70-40 მმ-მდე) . სისხლში ტროპონინ - I მატება ასევე მომატებულია კრეატინფოსფოკინაზას MB ფრაქცია. ეკგ-ზე აღინიშნება ე.წ. მონოფაზური მრუდი I, II, აVL და გულმკერდის V3 და V4 განხრებში. სავარაუდო დიაგნოზი:
ავადმყოფს აღენიშნება გულის ბივენტრიკულური უკმარისობა, რომელიც რეზისტენტულია საგულე გლიკოზიდების მიმართ, რითმის და გამტარობის ხშირი დარღვევა, თრომბოემბოლიური გართულებები. რენტგენოლოგიურად აღინიშნება გულის ზომების მნიშვნელოვანი გადიდება. ექოკარდიოგრაფიულად გამოხატულია პარკუჭების დილატაცია კუმშვადი ფუნქციის მკვეთრი დაქვეითებით. დაქვეითებულია განდევნის ფრაქცია. გულის კუნთის ბიოპტატში ანთებითი ცვლილებები არ ვლინდება. სავარაუდო დიაგნოზი:
ავადმყოფი უჩივის ტკივილს გულის მიდამოში, გულის ფრიალს, ქოშინს, თავბრუს, მიდრეკილებას გულის წასვლისაკენ. აღინიშნება მოციმციმე არითმია. პულსი სწრაფი და მაღალია. გულის აუსკულტაციით მოისმინება სისტოლური შუილი მწვერვალზე და V წერტილში. რენტგენოლოგიურად ვლინდება გულის მარცხენა საზღვრის გადიდება, აორტის აღმავალი ნაწილის გაგანიერება. ეკგ ცვლილებები არასპეციფიკურია. ექოკარდიოგრაფიულად არინიშნება პარკუჭთაშუა ძგიდის ასიმეტრიული ჰიპერტროფია და მისი ჰიპოკინეზია. აღინიშნება მიტრალური სარქველის წინა კარის სისტოლური მოძრაობა ძგიდისაკენ. სავარაუდო დიაგნოზი:
ავადმყოფი აღნიშნავს საერთო სისუსტეს, შემცივნებას, ტემპერატურის მატებას, ოფლიანობას, ქოშინს, უსიამოვნო შეგრძნებას გულმკერდში. უჭირს ზურგზე წოლა. სახე ციანოზური ელფერისაა, კისრის ვენები შებერილია. ავადმყოფი ზის საწოლში წინ დახრილი. ინსპექციით აღინიშნება ნეკნთაშუა მიდამოების გასადავება. მწვერვალის ბიძგი არ ჩანს. გულის პერკუსიით ვლინდება ტრაპეციის ფორმის მოყრუება. გულის ტონები მოყრუებულია. მაჯა გახშირებულია. რენტგენოლოგიურად აღინიშნება გულის ჩრდილის გადიდება ყველა მიმართულებით, გულის სარტყელი გამოხატული არ არის. ეკგ-ზე ვლინდება დაბალი ვოლტაჟი. რომელია სავარაუდო დიაგნოზი: