QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › შინაგანი მედიცინა სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

შინაგანი მედიცინა სალიცენზიო

3943 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

1581

ყველა ჩამოთვლილი სიმპტომი დამახასიათებელია გულის ტამპონადისთვის, გარდა ერთისა:

1582

კონსტრიქციული პერიკარდიტის ყველაზე ეფექტური მკურნალობა:

1583

ჩამოთვლილი დაავადებიდან რომლის დროს ვითარდება გულის უკმარისობა მაღალი წუთმოცულობით:

1584

ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომლისთვის არის დამახასიათებელი ალტერნაციული პულსი - პულსუს ალტერნანცე:

1585

მარცხენა პარკუჭის პოსტდატვირთვაზე შეიძლება ვიმსჯელოთ:

1586

მარცხენა პარკუჭის მოცულობით გადაძაბვა ვითარდება ყველა ჩამოთვლილი შემთხვევაში, გარდა:

1587

რით არის გამოწვეული ორთოპნოე:

1588

რომელ გამოკვლევის მეთოდს ენიჭება უპირატესობა გულის უკმარისობის სადიაგნოზოდ:

1589

განდევნის ფრაქცია ნორმაში არის:

1590

ჩამოთვლილი ჰემოდინამიკური მაჩვენებლებიდან რომელს ენიჭება უპირატესობა გულის უკმარისობის დიაგნოზის დასმისას:

1591

ჩამოთვლილი არითმიებიდან, რომლებიც ართულებს დიგიტალიზაციას, რომელი შეიძლება დაამძიმოს ჰიპერკალიემიამ:

1592

დიგიტალისის გამოყენება ფილტვების მწვავე შეშუპებისას რეკომენდებულია ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან ერთ-ერთის დროს:

1593

ჩამოთვლილი პრეპარატებიდან რომელი შეიწოვება ყველაზე სრულად პერორული დანიშვნისას:

1594

დიგოქსისნის დანიშვნისას გასათვალისწინებელია:

1595

ჩამოთვლილი შარდმდენებიდან რომლით მკურნალობა შეიძლება გართულდეს ჰიპერკალიემიით:

1596

50 წლის ქალს აღენიშნება ორივე კოჭ-წვივის სახსრის არეში ცოტა ხნის წინ განვითარებული შეშუპება (საუღლე ვენური წნევა ვერცხლისწყლის სვეტის 5 სმ-ია) , ცენტრალური ვენური წნევა ვწყ.სვ. 4 მმ-ია. ჰეპატოიუგულარული რეფლექსი გამოხატულია. რომელი არ შეიძლება იყოს შეშუპების მიზეზი?

1597

72 წლის ავადმყოფი ქალი შემოვიდა კლინიკაში შემდეგი ხასიათის ჩივილებით: ქოშინი, რომელიც დაეწყო 2 დღის წინ, ქვემო კიდურების შეშუპება, სისუსტე, გამონაყარი სახეზე, წონაში დაკლება, ავადმყოფი აღნიშნავს, რომ შეწყვიტა დანიშნული მედიკამენტების მიღება მას შემდეგ, რაც შენიშნა "პეპელას სახის" გამონაყარი სახეზე ცხვირის და ლოყების მიდამოში, ავადმყოფს წარსულში გადატანილი აქვს მიოკარდიუმის 2 ინფარქტი. ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან რომელმა განაპირობა აღნიშნული რეაქცია:

1598

55 წლის მამაკაცი შემოვიდა კლინიკაში ქოშინით, რომელიც თავს იჩენს მეორე სართულზე ასვლისას. აქვს არტერიული ჰიპერტენზიის 20- წლიანი ანამნეზი. ობიექტურად - თA ვწყ.სვ. 180/110 მმ, პულსი 90 წთ., რითმული. ფილტვებში ქვემო წილებში ერთეული წვრილბუშტუკოვანი სველი ხიხინი. თქვენი მოქმედების ტაქტიკა:

1599

რა ჯგუფის პრეპარატს დაუნიშნავთ გულის უკმარისობის საპროფილაქტიკოდ 58 წლის მამაკაცს, რომელიც არ წარმოადგენს ჩივილებს, დამახასიათებელს გულის უკმარისობისთვის, აქვს არტერიული ჰიპერტენზიის 7-წლიანი ისტორია, ექოკარდიოგრაფიით - განდევნის ფრაქცია 56%:

1600

ხანდაზმული პაციენტი, რომელიც მკურნალობს დიგიტალისით გულის უკმარისობის გამო, შემოვიდა კლინიკაში ანორექსიისა და გულისრევის გამო. ეკგ-ზე გამოვლინდა ბიგემინიის ტიპის არითმია. დიგოქსინის დონე სისხლში 1,5 ნგ/მლ. ჩამოთვლილი ფაქტორებიდან რომელია ინტოქსიკაციისთვის ხელის შემწყობი?

განმარტებები