სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › შინაგანი მედიცინა სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
შინაგანი მედიცინა სალიცენზიო
დაავადება დაიწყო შემცივნებით, ტემპერატურის მატებით, რომელმაც მიიღო ჰექტიური ხასიათი. დასაწყისში ავადმყოფს აწუხებდა ხველა მცირეოდენი ნახველით, ტკივილი გულმკერდში. შემდგომში ავადმყოფი აღნიშნავს სუნიანი ჩირქოვანი ნახველის დიდი რაოდენობით გამოყოფას. ნახველის გამოყოფის შემდეგ ტემპერატურა ქვეითდება, უმჯობესდება თვითგრძნობა. პერკუსიით მარჯვენა ფილტვის შუა წილის მიდამოში აღინიშნება ტიმპანიტი, აუსკულტაციით - ამფორული სუნთქვა, სველი საშუალობუშტუკოვანი ხიხინი. რენტგენოლოგიურად ვლინდება ღრუ სითხის ჰორიზონტალური დონით. სავარაუდო დიაგნოზი:
ავადმყოფი პერიოდულად უჩივის ხველას ჩირქოვანი ნახველით, უფრო ხშირად დილაობით. ზოგჯერ ავადმყოფი მას გამოყოფს "სავსე" პირით. ფილტვების აუსკულტაციით ისმის მკვრივი სუნთქვა, მშრალი და სხვადასხვა კალიბრის სველი ხიხინი, რომელიც მცირდება ნახველის გამოყოფის შემდეგ. პერიოდულად აღინიშნება სუბფებრილური ტემპერატურა. რენტგენოლოგიურად ნახულობენ ფილტვის ქსოვილის ბადებრიობას ("ფიჭისებრი სურათი"), ბრონქოსკოპიით - ბრონქების პარკისებურ გაგანიერებას. გამწვავების პერიოდში აღინიშნება ზომიერი ლეიკოციტოზი, ედს-ის აჩქარება. სავარაუდო დიაგნოზი:
ავადმყოფი პერ იოდულად აღნიშნავს შეტევით ქოშინს მოხრჩობის შეგრძნებით. განსაკუთრებით უჭირს ამოსუნთქვა. ავადმყოფი იღებს იძულებით მჯდომარე პოზას, სახე ულურჯდება. შეტევის პერიოდში აქვს ხველა ძნელად ამოსახველებელი ნახველით. შეტევა გრძელდება რამდენიმე საათი. ფილტვების პერკუსიით აღინიშნება კოლოფისებრი ხმიანობა, აუსკულტაციით - მშრალი მსტვინავი ხიხინი. სისხლში ნახულობენ ეოზინოფილიას, ნახველში - ეოზინოფილებს, კურშმანის სპირალებს და შარკო-ლეიდენის კრისტალებს. სავარაუდო დიაგნოზი:
ავადმყოფი უჩივის საერთო სისუსტეს, წონაში დაკლებას, ხველას, მშრალს ან მცირე რაოდენობით ნახველით, რომელშიც ზოგჯერ არის სისხლის მინარევი. პერიოდულად აღინიშნება ტემპერატურული რეაქცია. ინსპექციით ვლინდება თითების დისტალური ფალანგების და ფრჩხილების ცვლილებები ("საათის მინის" მსგავსი ფრჩხილები და "კომბლისებური" თითები). მარჯვენა ფილტვის ზედა წილის მიდამოში პერკუსიით აღინიშნება მოყრუება, აუსკულტაციით მშრალი და სველი ხიხინი. დამახსიათებელია ედს-ის მკვეთრი მატება. რენტგენოლოგიურად მარჯვენა ფილტვის ზედა წილის მიდამოში ჩანს არაჰომოგენური ჩრდილი უსწორო კონტურებით. სავარაუდო დიაგნოზი:
ავადმყოფს უეცრად დაეწყო ტკივილი გულმკერდში, ქოშინი, ხველა სისხლიანი ნახველით, ტაქიკარდია. ტემპერატურა სუბფებრილურ ციფრებზეა. არტერიული წნევა მკვეთრად არის დაქვეითებული. ინსპექციით ავადმყოფი ფერმკრთალია, სახეზე აქვს ცივი ოფლი. მარჯვენა ფილტვის შუა წილის მიდამოში პერკუსიული ხმიანობა დამოკლებულია, აუსკულტაციით ისმის სველი ხიხინი. სისხლში აღინიშნება ზომიერი ლეიკოციტოზი და ედს-ის აჩქარება. რენტგენოლოგიურად ვლინდება სამკუთხედის ფორმის ჩრდილი, ფუძით გულმკერდის კედლისკენ. ელექტროკარდიოგრაფიულად აღინიშნება ღრმა შI, Q III და უარყოფითი თ III, გულის ელექტრული ღერძის მარჯვნივ გადახრა. სავარაუდო დიაგნოზი:
ავადმყოფი უჩივის შეუძლოდ ყოფნას, სიმძიმის შეგრძნებას გულმკერდში, ქოშინს, მშრალ ხველას. ინსპექციით აღინიშნება გახშირებული სუნთქვა, ციანოზი, კისრის ვენების შებერილობა. პერკუსიით მარჯვენა ფილტვის მიდამოში აღინიშნება ყრუ ხმა ირიბი ზედა ზედაპირით. ფილტვების ექსკურსია შემცირებულია. მოყრუების მიდამოში სუნთქვა არ ტარდება. რენტგენოლოგიურად აღინიშნება დაჩრდილვა ირიბი ზედა საზღვრით. სავარაუდო დიაგნოზი:
ავადმყოფს აღენიშნება შერეული ტიპის ქოშინი, ციანოზი, დაზიანებული მხარის ჩამორჩენა სუნთქვაში, მისი გამოდრეკა, ნეკნთაშუა სივრცეების ამოვსება. პალპაციით ვლინდება შესუსტებული ბგერითი რხევა, პერკუსიით - ტიმპანიტი, ფილტვების ექსკურსიის შეზღუდვა, აუსკულტაციით - შესუსტებული სუნთქვა. რენტგენოლოგიურად ნახულობენ ჰომოგენურ ნათელ ზონას, ფილტვის ქსოვილი ჩაჩუტულია და მოქცეულია ფილტვის კართან. სავარაუდო დიაგნოზი:
მოყვანილი მტკიცებებიდან ტიფნოს ინდექსის შესახებ რომელი არ არის მართებული:
მოზრდილთა რესპირაციული დისტრეს-სინდრომის გამომწვევი შეიძლება იყოს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი ფაქტორი, გარდა:
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების A ტიპისათვის დამახასიათებელია ყველა ქვემოჩამოთვლილი, გარდა:
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების B ტიპისათვის დამახასიათებელია ყველა ჩამოთვლილი, გარდა:
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი, გარდა:
ბრონქული ასთმის მაპროვოცირებელ ფაქტორებს განეკუთვნება ყველა ჩამოთვლილი, გარდა:
პნევმოკოკური პნევმონიის გართულებებია ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი, გარდა:
ფილტვების აბსცესის უხშირესი გამომწვევია:
ბრონქოექტაზიის შესახებ რომელი მტკიცება არ არის მართებული?
ხშირად, გაზაფხულსა და შემოდგომის პერიოდში, უმეტესად დილაობით, ავადმყოფს აღენიშნება ხველა დღე-ღამეში 50 მლ-მდე ლორწოვან ჩირქოვანი ნახველის გამოყოფით. ნახველის მიკროსკოპული გამოკვლევით აღინიშნება დიდი რაოდენობით ლეიკოციტები, მაკროფაგები, სხვადასხვა სახის მიკროფლორა. რომელ პათოლოგიაზე უნდა ვიფიქროთ?
ფილტვების რესტრიქციული ხასიათის დაზიანება არ არის დამახასიათებელი
ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტის ყველაზე ხშირი გართულებაა:
ბრონქოექტაზიები ფორმის მიხედვით შეიძლება არ იყოს: