QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › შინაგანი მედიცინა სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

შინაგანი მედიცინა სალიცენზიო

3943 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

801

სამედიცინო ჩარევის განსახორციელებლად რა შემთხვევაში არ არის აუცილებელი პაციენტის, მისი ახლობლის ან კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებული თანხმობის მიღება:

802

პაციენტს (27 წლის ქალს), რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, მაგრამ ის საღ გონებაზეა, მკურნალობის ტაქტიკის განსასაზღვრავად სჭირდება გარკვეული გამოკვლევის ჩატარება. ქვემოთ მოყვანილი რომელი ქმედებაა თქვენი აზრით სწორი?

803

პაციენტი კატეგორიულ უარს აცხადებს დანიშნული გამოკვლევის ჩატარებაზე. როგორ უნდა მოიქცეს ექიმი?

804

სამედიცინო-ბიოლოგიური კვლევის შესახებ რომელი მტკიცება არ არის სწორი?

805

ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებიდან რომლის დაცვა არ არის აუცილებელი რეციპიენტისთვის ცოცხალი დონორისგან აღებული ორგანოს გადასანერგად?

806

ორგანოთა ტრანსპლანტაციის შესახებ ქვემოთ ჩამოთვლილი დებულებებიდან რომელი არ არის მართებული?

807

ყველა ჩამოთვლილი დებულება სისხლისა და სისხლის კომპონენტების აღების შესახებ მართებულია, გარდა:

808

სამედიცინო დაწესებულებას მიმართა 26 წლის მატერიალურად უზრუნველყოფილმა ჯანმრთელმა ქალმა, რომელსაც სურს ორსულობის შეწყვეტა. ორსულობის ხანგრძლივობა 14 კვირაა. ექიმის რომელი ქმედებაა მართებული?

809

ექსტრაკორპორული განაყოფიერება ნებადართულია ყველა ჩამოთვლილ შემთხვევაში, გარდა:

810

48 წლის მამაკაცს გაუკეთდა კუჭის რეზექცია წყლულის გამო. საოპერაციო მასალის ჰისტოლოგიური გამოკვლევისას დადგინდა კუჭის კიბო. პაციენტის ახლობლები მოითხოვენ, რომ ექიმმა პაციენტს არ გაუმხილოს ნამდვილი დიაგნოზი. ამავე დროს, პაციენტი ითხოვს ჰისტოლოგიური გამოკვლევის შედეგს. როგორ უნდა მოიქცეს ექიმი?

811

ნებაყოფლობითი ქირურგიული კონტრაცეფცია-სტერილიზაციის გამოყენება ნებადართულია შემდეგ შემთხვევებში, გარდა:

812

72 წლის ქალს დაუდგინდა საშვილოსნოს კიბო, რომელიც თავისი განვითარების და გავრცელების გამო მკურნალობას არ ემორჩილება. პაციენტი მოითხოვს თავისი ავადმყოფობის ისტორიის ჩვენებას. როგორ უნდა მოიქცეს ექიმი?

813

ქვემოთ მოყვანილი მტკიცებებიდან ევთანაზიის განმარტების შესახებ რომელია ჭეშმარიტი:

814

ქვემოთ მოყვანილი განმარტებებიდან ინფორმირებული თანხმობის შესახებ რომელია ჭეშმარიტი:

815

ექიმი გამოძახებულია პატიმართან, რომელსაც გამოცხადებული აქვს შიმშილობა. პაციენტი მკურნალობას საჭიროებს, მაგრამ უარს აცხადებს სამედიცინო დახმარებაზე. ექიმის რომელი ქმედობაა მართებული:

816

ქვემოთ მოყვანილი მტკიცებებიდან ნაგულისხმები თანხმობის შესახებ რომელი არის ჭეშმარიტი:

817

ავადმყოფი შაქრიანი დიაბეტით სთხოვს მკურნალ ექიმს გენური თერაპიის ჩატარებას, რომელიც, მისი აზრით, უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე ინსულინით მკურნალობა. ექიმის რომელი ქმედობაა მართებული:

818

ყველა ჩამოთვლილი მტკიცება სამედიცინო დაზღვევის შესახებ მართებულია, გარდა:

819

აივ ინფექციაზე/შიდსზე სამედიცინო შემოწმება სავალდებულოა:

820

ყველა მტკიცება აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა შესახებ მართებულია, გარდა:

განმარტებები