QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › შინაგანი მედიცინა სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

შინაგანი მედიცინა სალიცენზიო

3943 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

3721

ხაშიმოტოს და ენდემურ ჩიყვს შორის დიფერენციალური დიაგნოზის გატარებისას ხაშიმოტოს ჩიყვის სასარგებლოდ მეტყველებს:

3722

ანტი დიურეზული ჰორმონის არა ადექვატური სეკრეციის სინდრომისათვის დამახასიათებელია ყველა ჩამოთვლილი ნიშანი, გარდა:

3723

დიფუზიური ტოქსიკური ჩიყვისათვის დამახასიათებელია ყველა ჩამოთვლილი ლაბორატორიული ნიშანი, გარდა:

3724

25 წლის ქალი უჩივის მენსტრუაციული ციკლის დარღვევას, რომელიც ორი წელია აღენიშნება. რამდენიმე თვის წინ დაეწყო თავის ტკივილი. რენტგენოგრამაზე გამოჩნდა თურქული კეხის ოსტეოპოროზი, სისხლში პროლაქტინის დონე მკვეთრად მომატებულია. არჩევის პრეპარატი ამ მდგომარეობის დროს:

3725

ადიპოზოგენიტალური დისტროფიის შესახებ ყველა მტკიცება ჭეშმარიტია, გარდა:

3726

ნეფროგენული უშაქრო დიაბეტისათვის დამახასიათებელია ყველა გარდა:

3727

45 წლის ავადმყოფი მამაკაცი უჩივის ტკივილს ილიოცეკალურ მიდამოში, სხეულის ზემო ნაწილის ჰიპერემიას, ხანმოკლე შეხურების ეპიზოდებს, ოფლიანობას, ტაქიკარდიას, ჰიპოტონიას და დიარეას. გლუკოზის დონე სისხლში ნორმის ფარგლებშია. ანალოგიური კლინიკური სურათი ვითარდება 50 მლ. არყის მიღებიდან 5 - 10 წუთის შემდეგ. ყველაზე მეტად სავარაუდო დიაგნოზია:

3728

კეტოაციდოზური კომის დროს ნატრიუმის ბიკარბონატის შეყვანის ჩვენებაა:

3729

ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებიდან რომელი გამოიყენება ფეოქრომოციტების სამკურნალოდ?

3730

ახალგაზრდა ქალი უჩივის თმის ცვენას, ადვილად აგზნებადობას, ოფლიანობას, წონაში დაკლებას, მიუხედავად გაძლიერებული მადისა; ობიექტურად აღენიშნება ტაქიკარდია, სისხლში თირეოტროპული ჰორმონის დონე დაქვეითებულია. წინასწარი დიაგნოზი:

3731

კუშინგის სინდრომისათვის დამახასიათებელია ყველა ჩამოთვლილი ნიშანი, გარდა:

3732

ინსულინის ჰორმონულ ანტაგონისტებს მიეკუთვნება ყველა ჩამოთვლილი, გარდა:

3733

თუ ავადმყოფს შაქრიანი დიაბეტის I ტიპით აღენიშნება ტემპერატურული რეაქციით მიმდინარე დაავადება, საჭიროა:

3734

ჰიპერსმოლარული კომისათვის დამახასიათებელია:

3735

კეტოაციდოზის მკურნალობა მოიცავს ყოველივე ქვემოთ ჩამოთვლილს, გარდა:

3736

დიაბეტისათვის სპეციფიკურ თირკმლების დაზიანებებს მიეკუთვნება ყველა ჩამოთვლილი, გარდა:

3737

შაქრიანი დიაბეტისათვის დამახასიათებელია ყველა ჩამოთვლილი ლაბორატორიული მაჩვენებელი, გარდა:

3738

დიაბეტური კეტოაციდოზისათვის დამახასიათებელია:

3739

თირკმლოვანი ზღურბლი, რომლის გადამეტებისას შარდში ჩნდება გლუკოზა, არის:

3740

II ტიპის შაქრიანი დიაბეტისათვის დამახასიათებელია ყველა ჩამოთვლილი, გარდა:

განმარტებები