QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › შინაგანი მედიცინა სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

შინაგანი მედიცინა სალიცენზიო

3943 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

3581

14 წლის ბავშვი უეცრად ავად გახდა. აღენიშნება ძლიერი ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში. მანამდე არ ავადმყოფობდა. აქვს იძულებითი მდებარეობა - მუხლები მიტანილია მუცელთან, სუნთქვა ზერელეა, მუცელი მტკივნეულია - დაჭიმული ეპიგასტრიუმის და მარჯვენა თეძოს ფოსოში. ღვიძლის მოყრუება არ განისაზღვრება. სავარაუდო დიაგნოზია:

3582

8 თვის ბავშვს უეცრად გაუჩნდა შეტევითი ხასიათის ტკივილები მუცელში, ერთჯერადი ღებინება. მუცელი შებერილი არ არის, რბილია. პალპაციით ვლინდება მტკივნეული მოძრავი სიმსივნური წარმონაქმნი 5* 6სმ ზომის. დაავადების დაწყებიდან გავიდა 12 საათი. ოყნის შემდეგ ფეკალური მასის რაოდენობა მცირეა. სავარაუდო დიაგნოზი:

3583

2 წლის ბავშვს, რომელსაც აქვს ყაბზობა, აღენიშნება ძლიერი ტკივილი დეფეკაციის დროს. განავლის ბოლო ულუფა სისხლნარევია. სავარაუდო დიაგნოზი:

3584

პილოროსტენოზის წამყვანი კლინიკური სიმპტომია:

3585

ღებინებას პილოროსტენოზის დროს ახასიათებს:

3586

ჭიპიდან შარდის გამოყოფა გამოწვეულია:

3587

გართულებული ჰიდრონეფროზის სიმპტომებია:

3588

ორმხრივ ტოტალურ მაკროჰემატურიას იწვევს:

3589

პოსტოპერაციული თირეოტოქსიკური კრიზის სიმპტომებია ყველა ჩამოთვლილი, გარდა:

3590

სასქესო გზებიდან მცირე რაოდენობის სისხლიანი გამონადენი მშობიარობის III პერიოდში მოწმობს:

3591

ეკლამფსიის დიფერენცირება აუცილებელია:

3592

ეკლამფსიისთვის დამახასიათებელია:

3593

ორსულთა ნეფროპათიისათვის, როგორც წესი, დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:

3594

აბორტის ტიპით მიმდინარე დარღვეული კვერცხსავალი მილის ორსულობა ხასიათება შემდეგი სიმპტომებით:

3595

კვერცხსავალი მილის გასკდომით მიმდინარე საშვილოსნოსგარე ორსულობა, როგორც წესი, ხასიათდება შემდეგი სიმპტომებით:

3596

როგორი თანმიმდევრობით უნდა აღმოუჩინოს დახმარება გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ავტოავარიის შედეგად დაზიანებულ პაციენტებს: 1) პაციენტი თავის ქალის ტრავმით, უგონო მდგომარეობაში; 2) პაციენტი ჭრილობით მუცლის არეში, ინტენსიური სისხლდენით; 3) პაციენტი ორივე ბარძაყის ძვლის დახურული მოტეხილობით; 4) პაციენტი მხრის ამოვარდნილობით:

3597

როგორი თანმიმდევრობით უნდა განხორციელდეს ავტომობილის დაჯახების შედეგად დაზიანებული პაციენტის სამედიცინო დახმარება? გასინჯვის მომენტში პაციენტი გზის სავალ ნაწილზე წევს: 1) არტერიული წნევის გაზომვა, პულსის და სუნთქვის სიხშირის დათვლა; 2) სასუნთქი გზების გამავლობის უზრუნველყოფა; 3)კისრის ფიქსაცია; 4) პულსაციის შემოწმება საძილე არტერიაზე; 5) ხელოვნური სუნთქვის ჩატარება.

3598

ყველა ქვემოჩამოთვლილი პრეპარატი იხმარება წინაგულების ფიბრილაციისას პარკუჭების შეკუმშვის სიხშირის შესამცირებლად, გარდა:

3599

44 წლის მამაკაცს დაახლოებით 4-5 საათის წინ ჩაეჭედა საზარდულის თიაქარი. ჩვეული ხერხით მან ვეღარ შეძლო მისი ჩასწორება და თიაქრის არეში ტკივილის გამო გამოიძახა სასწრაფო დახმარების ექიმი. ექიმის რომელი ტაქტიკაა მართებული?

3600

სასწრაფო ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს ყველა ჩამოთვლილი პათოლოგია, გარდა:

განმარტებები