QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › შინაგანი მედიცინა სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

შინაგანი მედიცინა სალიცენზიო

3943 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

3481

ქალას ფუძის მოტეხილობის ყველაზე დამახასიათებელი ნიშანია:

3482

თავის ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული შემავალი ჭრილობის ნიშნებია:

3483

ქალა-ტვინის შემავალი ჭრილობის ნიშნებია:

3484

ტრავმპუნქტში შემოვიდა ავადმყოფი უგონო მდგომარეობაში. ცნობილი გახდა, რომ დაახლოებით 30 წუთის წინ მან მიიღო ტრავმა მარჯვენა საფეთქლის არეში. დათვალიერებისას აღნიშნულ არეში აღინიშნება ჭრილობა ზომით 0,3* 2 სმ, სწორი კიდეებით. ჭრილობიდან გამოიყოფა ლიქვორი დეტრიტის მინარევით. ჭრილობის კიდეები აქტიურად სისხლმდენია. პულსი 90 წუთში, რითმული. არტერიული წნევა 110/65 მმ ვ.წყ.სვ. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი ქმედებაა მართებული:

3485

4 თვის ბავშვი გადმოვარდა შესახვევი მაგიდიდან. მშობლების გადმოცემით, გონება არ დაუკარგავს. ბავშვი აგზნებული იყო, ტიროდა, შემდეგ დამშვიდდა და დაიძინა. კვების შემდეგ აღნიშნეს ამოქაფება. მეორე დღეს ბანაობის დროს მშობლებმა შეამჩნიეს რბილი შეშუპება თხემის არეში. მიმართეს ექიმს. სავარაუდო დიაგნოზი:

3486

4 თვის ბავშვი გადმოვარდა შესახვევი მაგიდიდან. მშობლების გადმოცემით, გონება არ დაუკარგავს. ბავშვი აგზნებული იყო, ტიროდა, შემდეგ დამშვიდდა და დაიძინა. კვების შემდეგ აღნიშნეს ამოქაფება. მეორე დღეს ბანაობის დროს მშობლებმა შეამჩნიეს რბილი შეშუპება თხემის არეში. მიმართეს ექიმს. ბავშვისთვის აუცილებელია:

3487

8 თვის ბავშვი ამშობლებმა ღმოაჩინეს საბავშვო ეტლთან. ქცევაში ცვლილები არ აღენიშნება. შუბლის არეში აღენიშნება მცირე სისხლნაჟღენთი. კვების შემდეგ ბავშვს ჰქონდა განმეორებითი ღებინება, ორჯერ აღინიშნა თხიერი განავალი. ექიმის რომელი ქმედებაა მართებული:

3488

ექიმს მიმართა ავადმყოფმა ჩივილებით სახის შუა მიდამოს ტკივილებზე. ამავე არეში აქვს შეშუპება და ჰემატომა, აღენიშნება პირის გაღების შეზღუდვა. უჩივის გულისრევას. გასინჯვისას გამოვლინდა რბილი ქსოვილების შეშუპება და პირის გაღების შეზღუდვა. ანამნეზიდან გაირკვა, რომ ავადმყოფს 12 სთ-ის წინ სცემეს. ჰქონდა ცნობიერების ხანმოკლე დაკარგვა. ექიმის სწორი ტაქტიკაა:

3489

48 წლის ავადმყოფი მოყვანილია ჩივილებით ტკივილზე სახის არეში, ცხვირიდან სისხლდენაზე. სახის რბილი ქსოვილები შეშუპებულია, თანკბილვა დარღვეულია. ანამნეზიდან ირკვევა, რომ ავადმყოფს დაეჯახა მანქანა, ჰქონდა მცირე ხნით ცნობიერების დაკარგვა, გულისრევა, ერთჯერადი ღებინება. გასინჯვისას გამოვლინდა ზედა ყბის მოძრაობა ცხვირის ძვლებთან ერთად, თანკბილვის დარღვევა, პირიდან ალკოჰოლის სუნი. ექიმის სწორი ქმედებაა:

3490

ავადმყოფმა მიმართა ექიმს ჩივილებით: ტკივილზე ქვედა ყბის არეში, პირის გაღების შეზღუდვაზე. აღინიშნება თანკბილვის დარღვევა, სახის ქვედა არის რბილი ქსოვილების შეშუპება. გასინჯვისას გამოვლინდა ქვედა ყბის მონატეხი ფრაგმენტების მოძრაობა. პირიდან შიეგრძნობა ალკოჰოლის სუნი. ავადმყოფისთვის აუცილებელია:

3491

40 წლის მამაკაცს დაეჯახა მანქანა. მიყვანილია ქირურგთან ჩივილებით: ტკივილები ბარძაყის უკანა ზედაპირზე, ტერფის უმოძრაობა. გასინჯვისას მარჯვენა დუნდულოს არეში გამოხატულია შეშუპება, კანზე აღინიშნება დაჯეჟილობა. მენჯის ძვლების შეცილება და სიმფიზის გახსნა არ აინიშნება. გამოხატულია კანჭის მომხრელების სისუსტე, ტერფის თითების მომხრელების და გამშლელების ფუნქცია დარღვეულია. კანჭის ლატერალურ, ტერფის ზურგის და ძირის ზედაპირზე არ აღინიშნება ტკივილის მგრძნობელობა. არ გამოიწვევა აქილევსის რეფლექსი. წინასწარი დიაგნოზი:

3492

მალთაშუა დისკის თიაქრის სასწრაფო ოპერაციის ჩვენებებია:

3493

არასპეციფიკური სპონტანური პნევმოთორაქსის უხშირესი მეზეზია:

3494

29 წლის მამაკაცი შემოვიდა კლინიკაში შემდეგი ჩივილებით; ტკივილები გულმკერდის მარკვენა ნახევარში, ქოშინი. 3 დღის წინ, 60 კგ ტვირთის აწევისას უცბად დაეწყო ძლიერი ტკივილი გულმკერდის მარჯვენა ნახევარში ირადიაციით მხარში, ქოშინი. შემოსვლისას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია: პულსი 94 წუთში, რითმული, დამაკმაყოფილებელი ავსების და დაჭიმულობის. მარჯვენა ფილტვის საპროექციო არეში სუნთქვა მკვეთრად შესუსტებულია, ხიხინი არ არის. სავარაუდო დიაგნოზი:

3495

ავადმყოფი 27 წლის ქალი. წარსულში ფილტვის დაავადებებს უარყოფს. ერთი საათის წინ უეცრად დაეწყო ტკივილი გულმკერდის მარცხენა ნახევარში, ჰაერის უკმარისობა. ტემპერატურა ნორმალურია. მარცხენა ფილტვზე სუნთქვა არ მოისმინება. პერკუსიით კოლოფისებური ხმიანობა. პერკუსიით შუასაყარი ცდომილია მარჯვნივ. სავარაუდო დიაგნოზი:

3496

სპონტანური პნევმოთორაქსი უხშირესად ვითარდება:

3497

საყლაპავის პერფორაციის მიზეზი შეიძლება იყოს:

3498

საყლაპავის ქიმიური დამწვრობისას პირველადი სამედიცინო დახმარების რაციონალურ მეთოდად ითვლება:

3499

საყლაპავის ფართო დაზიანებები ვითარდება შემდეგი ქიმიური აგენტების ხმარებისას:

3500

უფრო მეტად გამოხატულ ცვლილებებს საყლაპავში მისი ქიმიური ტრავმის დროს ადგილი აქვს:

განმარტებები