სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › შინაგანი მედიცინა სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
შინაგანი მედიცინა სალიცენზიო
უპირატესად სისტოლური წნევის მომატება ახასიათებს:
სისხლიანი ხველის მიზეზი შესაძლოა იყოს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი, გარდა ერთისა:
ქრონიკული დილის ხველა ახასიათებს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილს, გარდა ერთისა:
ხველას არ იწვევს:
უპირატესად თირკმლების რა სახის დაზიანება ვითარდება ესენციური ჰიპერტენზიის დროს:
73 წლის ქალი მოყვანილია კლინიკაში მარჯვენამხრივი ჰემიპარეზითა და აფაზიით. თავის ტვინის კტ სკანირებით გამოვლინდა ინსულტი მარჯვენა შუა ცერებრალური არტერიის ტერიტორიაზე. რომელი ქვემოთ ჩამოთვლილი წარმოადგენს იშემიური ინსულტის ხშირ მიზეზს:
რომელი პათოლოგიის დროს აქვს ადგილი მარცხენა პარკუჭის წნევით გადაძაბვას:
63 წლის მამაკაცს აღენიშნება პროგრესირებადი ხასიათის ქოშინი და აღნიშნავს ზურგზე წოლის გაძნელებას. ფიზიკური გასინჯვით გამოვლინდა საუღლე ვენების დაბერვა, 8 სმ-ით, გულის აუსკულტაციით მოისმინება მესამე ტონი, აღინიშნება ტერფების შეშუპება და ფილტვების აუსკულტაციით ორივე მხარეს ბიბაზილარული ხიხინი. რომელი ქვემოთ ჩამოთვლილი წარმოადგენს სითხის შეკავების მიზეზს ამ შემთხვევისათვის:
რომელი ჰემოლიზური ანემიისათვის არის დამახასიათებელი სისხლძარღვშიდა ჰემოლიზი:
ანტიდიურეზული ჰორმონი იწვევს წყლის რეაბსორბციას:
მწვავე ფილტვისმიერი გული შეიძლება განვითარდეს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადების დროს გარდა ერთისა:
53 წლის მამაკაცი, რომელსაც ანამნეზში აღენიშნება რესპირატორული დაავადება შემოვიდა კლინიკაში ქოშინისა და დიდი რაოდენობით ნახველის გამო. მას მკურნალობა დაეწყო ანტიბიოტიკებით, საინჰალაციო და ანტიქოლინერგიული საშუალებებით. მეორე დღეს დილით იგი იპოვეს თავის ოთახში გონების დაბინდვით და ძილიანობით. არტერიული აირების გამოკვლევით ვლინდება მძიმე ჰიპერკაპნია. რა არის მართებული ჰიპერკაპნიასთან დაკავშირებით:
პაციენტს აღენიშნება ჰიპოქსემია, ჰიპერკაპნია და პოლიციტემია. მას შეუძლია აღიდგინოს არტერიული გაზების დარღვევები ძალისმიერი ჰიპერვენტილაციის შედეგად. რომელ დონეზე არის დაზიანება, რომელიც ვლინდება არტერიული გაზების აღნიშნული დარღვევით:
20 წლის ქალს აღენიშნება მსუბუქი ქოშინი ფიზიკურ დატვირთვაზე, დისკომფორტის შეგრძნება მუხლის, მაჯის და გოჯის სახსრების მიდამოში. გარდა ამისა აღენიშნება ცხელება და გამონაყარი წვივებზე. ფიზიკური გასინჯვით ვლინდება ჰეპატოსპლენომეგალია, გენერალიზირებული ლიმფადენოპათია და დაჭიმული ოვალური კვანძები ქვემო კიდურებზე. გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევით ვლინდება ბილატერალური სიმეტრიული ადენოპათია ფილტვის კარის მიდამოში. ფილტვების ბიოფსიით ვლინდება არაკაზეოზური გრანულემები. რომელი ქვემოთ ჩამოთვლილი არის აღნიშნული პათოლოგიის სავარაუდო გამომწვევი:
55 წლის ქალი იმყოფება მართვით სუნთქვაზე ფილტვების შეშუპების გამო. სისხლის აირების გამოკვლევით PO2 იყო 44 ინტუბაციამდე, ხოლო ინტუბაციის შემდეგ 100% ოქსიგენაციის ფონზე გახდა 80. 100% ოქსიგენაციის ფონზე აღმოცენებული ჰიპოქსემია რაზე შეიძლება მიუთითებდეს:
ბრონქოექტაზიის განვითარებისთვის აუცილებელი პირობაა ყველა, გარდა:
მწვავე პულმონარული ჰიპერტენზია ვითარდება:
ქრონიკული პულმონარული ჰიპერტენზიის მიზეზებია ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი, გარდა:
პლევრის ღრუში ტრანსუდატის დაგროვებით მიმდინარე დაავადებებს მიეკუთვნება ყველა გარდა:
ციანოზი შესაძლოა განპირობებული იყოს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილით, გარდა ერთისა: