QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › შინაგანი მედიცინა სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

შინაგანი მედიცინა სალიცენზიო

3943 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

2961

ჩამოთვლილი ვიტამინებიდან რომლისთვისაა დამახასიათებელი ანტიოქსიდანტური მოქმედება:

2962

ნიაცინის (B3) დეფიციტის მიზეზებია ყველა ჩამოთვლილი, გარდა:

2963

ჩამოთვლილი ლაბორატორიული მაჩვენებლებიდან რომელია ყველაზე მგრძნობიარე K ვიტამინის დეფიციტის მიმართ?

2964

K ვიტამინის დეფიციტის დროს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი ლაბორატორიული მაჩვენებელი ნორმის ფარგლებში რჩება, გარდა ერთისა:

2965

რეტინოლის ჰიპერდოზირება შეიძლება გამოვლინდეს ყველა ჩამოთვლილი სიმპტომით, გარდა:

2966

A ავიტამინოზის კლინიკური სურათისათვის დამახასიათებელია ყოველივე ქვემოთ ჩამოთვლილი, გარდა:

2967

რომელი ვიტამინის დეფიციტის მიზეზი შეიძლება გახდეს მზის ულტრაიისფერ გამოსხივებასთან არასაკმარისი კონტაქტი?

2968

ჰემორაგიული სინდრომის პათოგენეზური მიზეზი სურავანდის დროს არის:

2969

61 წლის ავადმყოფ ქალს სიმძიმის აწევის შემდეგ დაეწყო მწვავე ტკივილი ზურგის არეში. რენტგენოლოგიურად გამოჩნდა თჰ II მალას კომპრესიული მოტეხილობა. შრატის ჩა კონცენტრაცია 8.0 მგ%, P - კონცენტრაცია -2.4 მგ%, შრატის ტუტე ფოსფატაზას დონე მომატებულია. პარათჰორმონის კონცენტრაცია აგრეთვე მაღალია. სავარაუდო დიაგნოზი:

2970

რომელი ამინომჟავას მეტაბოლიზმის დარღვევა შეიძლება საფუძვლად დაედოს B3 ავიტამინოზის განვითარებას?

2971

ჩამოთვლილთაგან რომელი ვიტამინის დეფიციტის მიზეზია ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებით მკურნალობა?

2972

ატრიული ნატრიურეზული ჰორმონის შესახებ რომელი მტკიცება არ არის ჭეშმარიტი?

2973

ანტიდიურეზული ჰორმონის სეკრეციას არეგულირებს:

2974

ჰიპონატრემიის განვითარების მექანიზმია:

2975

ადჰ-ის არაადექვატური სეკრეციის სინდრომის ნიშნებია ყველა ჩამოთვლილი, გარდა:

2976

ავადმყოფს მძიმე გულის უკმარისობით განუვითარდა ჰიპონატრიემია (120 მმოლი/ლ). ყველაზე მიზანშეწონილი ტაქტიკაა სტაციონარში:

2977

ჰიპერნატრიემიის დროს პირველ რიგში დისფუნქციას განიცდის:

2978

ჰიპოკალემია ასოცირებულია ყველა ჩამოთვლილ დაავადებასთან და პათოლოგიურ მდგომარეობასთან, გარდა:

2979

შრატის ოსმოლარობა 260 მოსმ/კგ, შარდის ოსმოლარობა წყლის შეზღუდვით გამოწვეული დეჰიდრატაციის შემდეგ - 500 მოსმ/კგ. შარდის ოსმოლარობა ადჰ - ის შეყვანის შემდეგ - 800 მოსმ/კგ. სავარაუდო დიაგნოზი:

2980

ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევებიდან რომელს მიესადაგება კლინიკო - ლაბორატორიული მაჩვენებლები: არტერიული წნევა ვწყ. სვ. 90/50მმ, შეშუპების არარსებობა, პლაზმის ნატრიუმი - 125 მმოლი/ლ, პლაზმის ოსმოლარობა - 260 მოსმ/კგ, შარდის ნატრიუმი - 50 მმოლი/ლ, შარდის ოსმოლარობა - 400 მოსმ/კგ.:

განმარტებები