QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › შინაგანი მედიცინა სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

შინაგანი მედიცინა სალიცენზიო

3943 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

2901

რევმატიზმის დროს კანის დამახასიათებელი დაზიანებაა:

2902

50 წლის ავადმყოფ მამაკაცს პერიოდულად აღენიშნება ტკივილი მუცელში, სისხლიანი განავალი, რასაც ბოლო პერიოდში დაერთო ასთმური შეტევები. ანამნეზში - ორჯერ გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი. ფილტვების აუსკულტაციით მოისმინება მშრალი მსტვინავი ხიხინი. მუცელი მგრძნობიარეა. ვლინდება პერიტონეუმის გაღიზიანების სიმპტომები. სისხლში HB 100მგ/ლ, ლეიკოციტები - 15 - 10 5/ლ, ეოზინოფილები - 30%. სავარაუდო დიაგნოზია:

2903

25 წლის მამაკაცს 3 დღეა აღენიშნება მუხლის სახსრის შესიება და მწვავე ტკივილი, ართრიტს 7 დღით წინ უსწრებდა ტემპერატურის მომატება შემცივნებით. აქვს ურეტრიტის ნიშნები ავადმყოფი წარსულში სახსრების ტკივილს არ აღნიშნავს. ობიექტურად სახსარი ცხელია, ჰიპერემიული, პალპაციით მტკივნეული, სხვა სახსრების მხრივ პათოლოგია არ აღინიშნება.სავარაუდო დიაგნოზია:

2904

60 წლის ავადმყოფ ქალს 3 თვის მანძილზე აღენიშნება დილის შებოჭილობა, ორივე ხელის სხივ - მაჯის სახსრების ტკივილი და შეშუპება. სავარაუდო დიაგნოზი:

2905

ბეჰჩეტის დაავადებისათვის დამახასიათებელია ყველა ჩამოთვლილი ნიშანი, გარდა:

2906

30 წლის ქალს, რომელიც იტარებს ანტიჰიპერტენზიულ მკურნალობას, უეცრად განუვითარდა ცხელება და სისუსტე. ობიექტურად, ტემპერატურა -38.3 გრადუსი ჩ; ყვრიმალებზე აღენიშნება გამონაყარი, მუხლებისა და მაჯის სახსრები შესიებული და მტკივნეულია. მარცხენა სტერნალური ხაზის ქვემო ნაწილში მოისმინება პლევრის ხახუნი. რომელმა ჰიპოტენზიურმა პრეპარატმა განაპირობა აღნიშნული კლინიკური სურათის განვითარება?

2907

ავთვისებიან სიმსივნეებს უფრო ხშირად ერწყმის:

2908

წამლისმიერი ლუპუს - სინდრომი ვითარდება ხანგრძლივი მკურნალობისას:

2909

ავამდყოფი ქალი, 42 წლის, შემოვიდა კლინიკაში ჩივილებით: მხრის და მენჯის სარტყელის კუნთების ტკივილზე, ყლაპვის გაძნელებაზე, გამონაყარზე. ობიექტურად - მხრისა და მენჯის სარტყელის კუნთები მომატებულია ზომაში, მტკივნეულია პალპაციით. კანზე ,,დეკოლტეს~ ზონაში ერითემული გამონაყარია. სავარაუდო დიაგნოზი:

2910

სისტემური წითელი მგლურას ყველაზე ინფორმაციულ კრიტერიუმს წარმოადგენს:

2911

ფსორიაზული ართრიტის დროს სადიაგნოზო კრიტერიუმებია ყველა ჩამოთვლილი, გარდა:

2912

რეიტერის სინდრომისათვის დამახასიათებელი არ არის:

2913

LE უჯრედების შესახებ რომელი მოსაზრება არ არის ჭეშმარიტი:

2914

ნაწლავთა ქრონიკული ანთებითი დაავადებებიდან რომლის დროს ვითარდება ართრიტი?

2915

D პენიცილამინი ეფექტურია სკლეროდერმიის მკურნალობისას, ვინაიდან იგი:

2916

სისტემური წითელი მგლურას დროს სისხლში აღმოჩნდება:

2917

სისტემური წითელი მგლურას მკურნალობისათვის გამოიყენება ყველა ჩამოთვლილი პრეპარატი, გარდა:

2918

რევმატიული პოლიმიალგიისათვის დამახასიათებელია:

2919

შარპის (შერეული შემაერთებელ ქსოვილოვანი) დაავადება კლინიკურად ემსგავსება:

2920

შარდმჟავა მარილების დაგროვება პერიარტიკულურ ქსოვილებში აღინიშნება ჩამოთვლილთაგან, მხოლოდ ერთი დაავადების დროს:

განმარტებები