სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › შინაგანი მედიცინა სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
შინაგანი მედიცინა სალიცენზიო
ტერმინით აღინიშნება შარდის უპირატესად ღამე გამოყოფა:
რენული შეშუპება ძალიან დამახასიათებელია ყველა ჩამოთვლილი დაავადებისათვის, გარდა ერთისა:
რომელი დებულება არ არის სწორი, რენულ შეშუპებასთან დაკავშირებით:
პალპაციის დროს, უსწორმასწორო, ბორცვოვანი ზედაპირის თირკმლები, ჩამოთვლილთაგან აღინიშნება მხოლოდ ერთ შემთხვევაში:
ჩამოთვლილი დაავადებებიდან თირკმლები პალპაციით ისინჯება მხოლოდ ერთ შემთხვევაში:
ჩამოთვლილთაგან მაკროჰემატურია დამახასიათებელია მხოლოდ ერთი დაავადებისათვის:
გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის განსაზღვრისას ნორმული დიაპაზონია:
სკრეციულ უროგრაფიასთან დაკავშირებით, რომელი დებულებაა სწორი:
თირკმლების მწვავე უკმარისობის ძირითადი მახასიათებელია ყველა ჩამოთვლილი, გარდა ერთისა:
ნეფროზული სინდრომისათვის ჩამოთვლილთაგან დამახასიათებელია ყველა, გარდა ერთისა:
რენული არტერიული ჰიპერტენზიასთან დაკავშირებით რომელი დებულება არ არის სწორი:
თირკმლების ქრონიკული უკმარისობის ძირითადი მახასიათებელია ყველა ჩამოთვლილი, გარდა ერთისა:
ავადმყოფი უჩივის ყრუ ხასიათის ტკივილს წელის მიდამოში, ოლიგურიას, ხველას, ქოშინის. ობიექტურად აღინიშნება სახის შეშუპება, სიფერმკრთალე. შარდი "ხორცის ნარეცხის" შესახედავობისაა. შარდის ანალიზით ვლინდება ჰემატურია და პროტეინურია. დაავადება განვითარდა ანგინის გადატანიდან ორი კვირის შემდეგ. როგორია სავარაუდო დიაგნოზი:
ავადმყოფი აღნიშნავს სისუსტეს, თავის ტკივილს, თავბრუს, შეშუპებას. პერიოდულად აქვს გულის რევა, ღებინება, კანის ქავილი. არტერიული წნევა მომატებულია. შარდში არის ჰემატურია, პროტეინურია, დაქვეითებულია შარდის ხვედრითი წონა, ის 1009-1011-ის ფარგლებშია სისხლში მომატებულია შარდოვანას, კრეატინინის დონე. რომელია სავარაუდო დიაგნოზი:
თირკმლების ამილოიდოზთან დაკავშირებით რომელი დებულება არ არის სწორი;
თირკმლების პოლიკისტოზთან დაკავშირებით რომელი დებულება არ არის სწორი:
ავადმყოფი უჩივის ყრუ ხასიათის ტკივილს წელის მიდამოში, პერიოდულად შემცივნებას, ტემპერატურის მატებას. გამოხატულია დიზურია, პოლიურია, ნიქტურია. ავად არის რამდენიმე წელია. შარდის გამოკვლევით ვლინდება პროტეინურია, ლეიკოციტურია, ბაქტერიურია. მომატებულია არტერიული წნევა. ინსტრუმენტული კვლევით აღინიშნება მენჯ-ფიალათა სისტემის დეფორმაცია, თირკმლების დაზიანების ასიმეტრიულობა. რომელია სავარაუდო დიაგნოზი:
ავადმყოფს უეცრად დაეწყო ძლიერი შეტევითი ტკივილი წელის არეში, რომელიც გადაეცემა ქვევით საზარდულის, შარდის ბუშტის მიდამოში. პერიოდულად ტკივილის ინტენსივობა მცირდება. პარალელურად ავადმყოფს აღენიშნება გულის რევა, ღებინება, მტკივნეული შარდვა. მუცელი პალპაციით დაჭიმულია, მტკივნეული, დადებითია პასტერნაცკის სიმპტომი. აღინიშნება ჰემატურია, მომატებულია ტემპერატურა. რომელია სავარაუდო დიაგნოზი:
ანტიბიოტიკებს შორის ყველაზე გამოხატული ნეფროტოქსიკურობით ხასიათდება:
პოსტრენული მწვავე უკმარისობის მიზეზია: