სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › შინაგანი მედიცინა სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
შინაგანი მედიცინა სალიცენზიო
ღვიძლის ციროზის დიაგნოზში გადამწყვეტ ტესტად ითვლება:
ღღვიძლის ციროზის დროს ასციტის განვითარებას ხელს უწყობს:
ნაღვლის შეგუბებას ხელს უწყობს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი ფაქტორი, გარდა ერთისა:
ღვიძლისმიერი კომის საშიშროების დროს დიეტაში უნდა შეიზღუდოს:
ქვემოთ მოყვანილი ფორმულირებიდან რომელი არ არის სწორი ჰეპატოცელულარული კიბოს მიმართ
ქვემოთ მოყვანილი ფორმულირებიდან ქრონიკული ჰეპატიტის მიმართ ყველა სწორია, გარდა ერთისა:
ქვემოთ მოყვანილი ფორმულირებიდან ჰეპატო-ლენტიკულარული დეგენერაციის მიმართ ყველა სწორი, გარდა ერთისა
ავადმყოფი 25 წლის, რომელმაც 3 თვის წინ გადაიტანა მწვავე ვირუსული ჰეპატიტი - უჩივის ტკივილს მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში და ეპიგასტრიუმის არეში. ტკივილი ატარებს შეტევის ხასიატს. ტკივილის დაწყებას უკავშირებს ძლიერ ფსიქოემოციურ ტრავმას. ობიექურად: პალპაციით მტკივნეულია ეპიგასტრიუმის და ნაღვლის ბუშტის საპროექციო არე, სისხლისა და შარდის ანალიზი ნორმის ფარგლებშია, სხეულის ტემპერატურა ნორმალურია. პანკრეასის ფერმენტები ნორმაშია. ქვემოთ მოყვანილი დიაგნოზებიდან რომელია უფრო სავარაუდო?
ავადმყოფი მამაკაცი 28 წლის, მოსამსახურე, სკლერებისსიყვითლის და შარდის გამუქების გამო მიმართა სამკურნალო დაწესებულებას. ავადმყოფის გასინჯვისას ყურადღებას იქცევს ზომიერად გამოხატული სიყვითლე და ღვიძლის ზომიერი გადიდება. ჩატარებული გამოკვლევებით აღინიშნება ჰიპერბილირუბინემია (ბილირუბინი სისხლში 50 მმოლ/ლ) პირდაპირი ბილირუბინის ხარჯზე, ბილირუბინურია, ურობილინურია, განავლის ანალიზი სტერკობილნზე "+", აღსანიშნავია რომ 12-გოჯა ნაწლავის პერფორაციის გამო 1 წლის წინ გაუკეთდა ულცერორაფია. ქვემოთ მოყვანილი დიაგნოზებიდან რომელი მიგაჩნიათ ყველა ზე უფრო სავარაუდოდ
ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან მეორადი ბილიარული ციროზისათვის ყველა დამახასიათებელია, გარდა ერთისა:
ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ჰემოლიზური სიყვითლისთვის ყველა დამახასიათებელია, გარდა ერთისა:
ავადმყოფ ქალს 40 წლის, რომელმაც 5 თვის წინ გადაიტანა ვირუსული ჰეპატიტი A, განუვითარდა საშუალო ინტენსივობის სიყვითლე. მწვავე ბრონქიტის გამო 3 დრე ღებულობდა სულფამიდებს, ობიექტურად ყურადღებას იპყრობს: სიყვითლე, ღვიძლის და ელენთის ზომიერი გადიდება, ჰიპერბილირუბენემია არაპირდააპირი ბილირუბინის ხარჯზე, შარდში ნაღვლის პიგმენტები არ არის, აღინიშნება ზომიერი ანემია და რეტიკულოციტოზი. ღვბიძლის ფუნქციური სინჯები ნორმაშია, ქვემოთ დასახელებული დიაგნოზებიდან რომელია უფრო სავარაუდო:
52 წლის ავადმყოფ ქალს განუვითარდა ინტენსიური სიყვითლე. გამოკვლევებით დადგინდა, რომ სიყვითლე მექანიკური ხასიათისაა. წარსულში რამდენჯერმე ჰქონდა შეტევითი ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში სიყვითლის განვითარების გარეშე. ობიექტურად: ღვიძლი გადიდებულია, მტკივნეულია, ელენთა ხელს ხვდება, ისინჯება გადიდებული ნაღვლის ბუშტი ("+" კურვაზიეს ნიშანი) სისხლში მკვეთრად მომატებულია ტუტე ფოსფატაზე, კუჭ-ნაწლავის რენტგენოსკოპიით 12-გოჯა ნაწლავის რკალი გაფართოებულია. ქვემოთ მოყვანილი დიაგნოზებიდან რომელია უფრო სავარაუდო?
ავადმყოფ ქალს, 30 წლის, განუვითარდა სიყვითლე, სიყვითლე პერიოდულად ძლიერდება, რასაც თან სდევს შეტევითი ტკივილი მუცლის არეში და ტემპერატურის მომატება. სისხლში მომატებულია არაპირდაპირი ბილირუბინი, შარდში აღინიშნება ურობილინის მომატება და ჰემოსიდერინი. ქვემოთ მოყვანილი დიაგნოზებიდან რომელი უფრო სავარაუდოა:
დესფერალი სამკურნალოდ გამოიყენება
სისხლის პერიოდული გამოშვებით მკურნალობა ნაჩვენებია:
ავადმყოფი კაცი, 32 წლის, უჩივის სისხლიან ღებინებას, რომელიც დაეწყო ჭარბი რაოდენობით საკვები მასებით, რასაც მოჰყვა ყავის ნალექის ფერის მასა. რამდენჯერმე ჰქონდა მელენა. ანამნეზში რაიმდე დაავადების არსებობას არ აღნიშნავს. ობიექტურად: არინიშნება ტაქიკარდია, არტერიული ჰიპოტონია, ანემია რომელი დიაგნოზი მიგაჩნიათ უფრო სავარაუდოდ
ქვემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებეიდან მალორი-ვეისის სინდრომის დროს პირველ რიგში რომელი მიგაჩნიათ უფრო მიზანშეწონილად?
ოვალური ფორმის ავსების დეფექტი კუჭში, სემოსაზღვრული კიდეებით, უცვლელი ლორწოვანით უფრო მეტად გვაფიქრებს:
ქვემოთ მოყვანილი დაავდებებიდან რომლის დროს არ ვითარდება ჰეპატოცელულარული კიბო