სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › შინაგანი მედიცინა სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
შინაგანი მედიცინა სალიცენზიო
აუსკულტაციით მუცლის გამოკვლევისას ე.წ. "სამარისებული სიჩუმე" ისადგურებს:
ღვიძლის პერკუსიული საზღვრების გადიდება აღინიშნება ყველა ჩამოთვლილი პათოლოგიის დროს, გარდა ერთისა:
პერკუსიით "შხეფის ხმიანობის" სიმპტომის გაჩენა დაკავშირებულია:
პალპაციით დადგენილი ძალიან მკვრივი, კვანძოვანი ზედაპირის მქონე ღვიძლის არსებობა მიუთითებს:
კურვუაზიეს დადებითი სიმპტომის არსებობა მიუთითებს:
კუჭის სეკრეციის შესასწავლად ჩამოთლილი გამაღიზიანებლებიდან ყველაზე ინფორმაციულია:
გასტრინის რაოდენობა ყველაზე მეტად იმატებს:
განავალი თიხის ფერს ღებულობს ჩამოთვლილთაგან მხოლოდ ერთ შემთხვევაში:
ბილირუბინის დონე სისხლში ნორმის დროს არის:
ტუტე ფოსფატაზას აქტივობა ჩამოთვლილთაგან მომატებულია:
ღვიძლის აუტოიმუნური ჰეპატიტისას რისი დონე იმატებს სისხლში:
მწვავე გასტრიტისათვის დამახასიათებელია ყველა ჩამოთვლილი, გარდა ერთისა:
B ტიპის გასტრიტთან დაკავშირებით რომელი დებულება არ არის სწორი:
A ტიპის გასტრიტთან დაკავშირებით რომელი დებულება არ არის სწორი:
პეპტიური წყლულისათვის დამახასიათებელია ყველა ჩამოთვლილი, გარდა ერთისა:
პეპტიური წყლულით დაავადებული ავადმყოფი უჩივის სიმძიმის შეგრძნებას და ტკივილს ეპიგასტრიუმის მიდამოში, რომელიც ძლიერდება ჭამის შემდეგ, ღებინებას. ავადმყოფი ხშირად ხელოვნურად იწვევს ღებინებას, რაც მას შეღავათს აძლევს. ამონაღები მასა ხშირად შეიცავს წინა დღეს ან უფრო ადრე მიღებულ საკვებს. ავადმყოფი ძალიან გამხდარია. ეპიგასტრული მიდამოს პერკუსიით ვლინდება "შხეფის ხმიანობა". დაავადების რა გართულებასთან გვაქვს საქმე:
ავადმყოფი უჩივის უმადობას, საკვების, განსაკუთრებით ხორცეულის შეძულებას, ყრუ ხასიათის ტკივილს ეპიგასტრიუმის მიდამოში. ზოგჯერ აღნიშნავს ღებინებას ყავის ნახარშის მსგავსი მასით. ავადმყოფი ძალიან გამხდარია, აღენიშნება "მიწისფერი" სიფერმკრთალე. პალპაციით ეპიგასტრიუმის მიდამოში ისინჯება მომკვრივო წარმონაქმნი, მარცხენა ლავიწზედა არეში - გადიდებული ლიმფური კვანძი. სისხლში აღინიშნება ანემია, მაღალი ედს-ი. რენტგენოლოგიურად კუჭში ვლინდება "ავსების დეფექტი". რომელია სავარაუდო დიაგნოზი:
რომელი დებულება არ არის სწორი მალაბსორბციის სინდრომთან დაკავშირებით:
რომელი დებულება არის სწორი ნაწლავების დისბაქტერიოზთან დაკავშირებით:
ავადმყოფს 200 მლ რძის მიღების შემდეგ, როგორც წესი, აღენიშნება მუცლის შებერვა, მეტეორიზმი, შეტევითი, მჭრელი ტკივილი მუცელში და ჭამიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ წყალწყალა განავალი. მცირე რაოდენობით რძის მიღების შემთხვევაში აღნიშნული მოვლენები არ აღინიშნება. რომელია სავარაუდო დიაგნოზი: