სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › გადაუდებელი მედიცინა სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
გადაუდებელი მედიცინა სალიცენზიო
გადაყლაპვის შემთხვევაში რომელი აზიანებს მნიშვნელოვნად საყლაპავი მილის ლორწოვან გარსს?
ანუსის ქავილის ყველაზე ხშირი მიზეზია
თუ ამოვარდნილი მუდმივი კბილის დაუყოვნებელი რეიმპლანტაცია შეუძლებელია, საუკეთესო შუალედური ტრანსპორტია:
რომელია პერიტონზილარული აბსცესის შესაძლო გართულება
6 თვის ჩვილი მოყვანილის დედის მიერ 4 დღის ხანგრძლივობის დიარეით. ბავშვი ზომიერად დეჰიდრატირებულია) რომელია სავარაუდო მეტაბოლური დარღვევა ამ შემთხვევაში?
რა არის დიაგნოსტიკური ლაპარასკოპიის დადებითი მხარე?
პულმონური ემბოლიზმის განვითარების ძირითადი რისკ-ფაქტორებია, გარდა:
პულმონური ემბოლიზმის სიმპტომებია, გარდა:
გადაუდებელი დახმარების დეპ-ში სასწრაფოს ბრიგადის მიერ მოყვანილია 75 წლის პაციენტი დათრგუნული ცნობიერებით, ახლობლებისა და ექიმის გადმოცემით, სახლში იპოვეს უგონო მდგ-ბაში, ანამნეზში - დიაბეტური ნეფროპათია, პაციენტი გეგმიურად იღებს დიგოქსინს და დოზას ვერ იხსენებს, ოჯახის წევრების გადმოცემით, ბოლო რამოდენიმე დღის განში შეუმცირდა შარდის რ-ბაც. ელექტოლიტების ანალიზში K – 6,7 mmol/l. რომელი სახის ჩარევაა ყველაზე პრიორიტეტული მოცემულ შემთხვევაში?
დედის მიერ მოყვანილია 9 დღის აფებრილური ჩვილი გულყრით. ორსულობა და მშობიარობა მიმდინარეობდა გართულების გარეშე) რომელია გულყრის სავარაუდო მიზეზი?
35 წლის ჯანმრთელ ქალს აღენიშნება მტკივნეული, წითელი წარმონაქმნი მარჯვენა ხელზე, 3 დღის წინ აღნიშნავს მწერის ნაკბენს ამ მიდამოში. უარყოფს ცხელებას, აქვს ალერგია პენიცილინზე. ვიტ. პარამეტრები ნორმალურია. გასინჯვით 6 x 10 სმ2 ფართობის წითელი, თბილი, მტკივნეული, მკვეთრი დემარკაციის მქონე უბანი. აქსილარული ლიმფადენოპათია არ აღენიშნება. თქვენ დაუსვით ცელულიტის დიაგნოზი. რომელია არჩევის ანტიბიოტიკი
ჩამოთვლილთაგან ყველა მართებულია უკანა ეპისტაქსისთან მიმართებაში (მკურნალობის ჩათვლით), გარდა:
სტრეპტოკოკული ხახის ინფექციების არჩევის მკურნალობაა:
38 წლის ქალი ანამნეზში უნაყოფობით, უჩივის მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილს. ცოტა ხნის წინ დაფეხმძიმდა ინვიტრო განაყოფიერების გზით. გასინჯვით მცირე მტკივნეულობა, მოცულობითი წარმნონაქმნი არ ისინჯება, ყელი დახურულია, ბიმანუალური გასინჯვით-ნორმა. ექოსკოპიით, საშვილოსნოს ღრუში ისახება სანაყოფე პარკი, რომელიც შეესაბამება ვადას, აღინიშნება ასევე მარცხენა საკვერცხის გადიდება. მოცემულ პაციენტთან როგორია ჰეტეროტოპიური ორსულობის რისკი
რომელი იწვევს მწდიკამენტურ ეზოფაგიტს?
რომელი სახის არითმია ვითარდება ყველაზე ხშირად დიგოქსინით ინტოქსიკაციის დროს?
რომელი ლაბორატორიული კვლევით არის შესაძლებელი პულმონური ემბოლიზმის გამორიცხვა დაბალი რისკის მქონე პაციენტებში?
პულმონური ემბოლიზმის დიაგნოსტირების ძირითადი მეთოდია:
გადაუდებელი მედიცინის დეპ-ში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მოიყვანა პაციენტი უგონო მდგ-ში, რომელსაც აქვს მეორე ტიპის დიაბეტი და უკეთდება ლანტუსი, დაფიქსირდა შაქარი 32 მგ/დლ. პაციენტს ანამნეზში აქვს ასევე ციროზი და ასციტი. შესაბამისი მკურნალობის შემდგომ 16 სთ-ის შემდეგ პაციენტი კონტაქტურია, ადექვატური და შაქარი სისხლში არის 110მგ-დლ. როგორია დისპოზიციის შემდგომი ტაქტიკა?
რომელია სამწვერა ნევრალგიის ტკივილისთვის დამახასიათებელი?