QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ნევროლოგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

ნევროლოგია სალიცენზიო

1501 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

421

45 წლის მამაკაცი აურით შაკიკის ანამნეზით უჩივის პროგრესული ხასიათის თავის ტკივილს ბოლო ერთი თვის მანძილზე. ამჟამინდელი ტკივილი განსხვავდება მისი ჩვეული თავის ტკივილისაგან, მას არ ახლავს გულისრევა ან ღებინება. ნევროლოგიური გასინჯვა სრულიად ნორმალურია. თქვენი შემდგომი ნაბიჯი უნდა იყოს:

422

რა ტიპის ჰემორაგიას გამოიწვევს შუა მენინგეალური არტერიის დაზიანება?

423

დიფუზურ აქსონალურ დაზიანებას ახასიათებს:

424

ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელ პათოლოგიას ახასიათებს ბიტემპორალური ჰემიანოფსია?

425

35 წლის მამაკაცი მოათავსეს კლინიკაში მწვავედ განვითარებული მარჯვენამხრივი ჰემიპარეზის გამო. დიფუზურ შეწონილი MRI გამოსახულება იყო პოზიტიური. ნეიროვიზუალიზაციის მომდევნო რეჟიმების გამოსახულებებზე აღმოჩენილია მცირე ზომის მარცხენა შუბლის ინტრაპარენქიმული ჰემორაგია. კლინიკაში მოთავსებიდან მე-2 დღეს დაიწყო სისუსტის უკუგანვითარება და ერთი კვირის შემდეგ პრაქტიკულად არ აღენიშნებოდა. მაგრამ ჰოსპიტალიზაციის მე-6 დღეს პაციენტი უეცრად კარგავს გონებას და ვითარდება კლონური კრუნჩხვები სხეულის მარჯვენა მხარეს შემდგომი გენერალიზაციით მარცხნივ. შეტევა სამ წუთში დასრულდა, რის შემდეგაც 24 საათის მანძილზე პაციენტს აღენიშნებოდა რეზიდუალური მარჯვენამხრივი ჰემიპარეზი. განმეორებით ჩატარებული თავის ტვინის CT წინამორბედისაგან არ განსხვავდებოდა. ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელი თერაპია უნდა ჩატარდეს წარმოდგენილ შემთხვევაში?

426

27 წლის ქალი მოყვანილია ემერჯენსში გენერალიზებული ტონურკლონური გულყრის გამო, რომელიც დაიწო ფოკალურად მარცხენა ქვედა კიდურიდან. მიუხედავად იმისა, რომ გულყრა 1 წუთში შეჩერდა პაციენტს რამოდენიმე საათის მანძილზე აღენიშნებოდა მარცხენა ფეხის სისუსტე. გამოკვლევებით დადგინდა მცირე ზომის არტერიო-ვენური მალფორმაცია მოტორული ქერქის სიახლოვეს. ქვემოთჩამოთვლილთაგან, რომელ მდგომარეობას უკავშირდება ფოკალური სისუსტე, რომელიც ვითარდება მოტორული გულყრის შემდეგ და რჩება რამოდენიმე საათის მანძილზე?

427

ეპილეფსიით დაავადებული 56 წლის მამაკაცი მოყვანილია ემერჯენსში გენერალიზებული ტონურ-კლონური გულყრების სერიით. პაციენტს დაეწყო მკურნალობა 2მგ დიაზეპამით ინტრავენურად. დარგის ექსპერტები ეპილეფსიური სტატუსის დროს გვირჩევენ გამოვიყენოთ ბენზოდიაზეპინი ინტრავენურად მაღალი დოზით, ვინაიდან:

428

43 წლის მამაკაცს განუვითარდა თავის ტკივილი და თვალისმამოძრავებელი ნერვის დამბლა მარცხნივ. თვალის სიმპტომები დაიწყო გუგის გაფართოვებით და შემდგომ ჩამოყალიბდა ნერვის დამბლა. ქვემოთჩამოთვლილთაგან, რომელი ლოკალიზაციის დაზიანებამ განაპირობა განვითარებული კლინიკა?

429

სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევიდან მესამე დღეს პაციენტს განუვითარდა კისრის რიგიდობა და ფოტოფობია, რასაც მოყვა მარცხენამხრივი სისუსტის ჩამოყალიბება, ჰიპერრეფლექსია და ბაბინსკის რეფლექსი. ქვემო ჩამოთვლილთაგან რომელი შეესაბამება პაციენტის ამჟამინდელ მდგომარეობას?

430

რა არის ოლიგოკლონები?

431

61 წლის მამაკაცს, რომელიც ეწევა ყოველდღიურად 5 კოლოფ სიგარეტს აქვს არტერიული ჰიპერტენზია. 8 საათის წინ ჩაუტარდა მუცლის აორტის ანევრიზმის გამო ოპერაციული ჩარევა. ოპერაციამ კარგად ჩაიარა და გართულებას ადგილი არ ჰქონია. მაგრამ პაციენტს არ შეუძლია ფეხების მოძრაობა და ამბობს, რომ მათ ვერ გრძნობს. გასინჯვით მას აღენიშნება დუნე დამბლა ფეხებში და ზერელე მგრძნობელობის მოშლა გამტარებლობითი ტიპით t9 დონიდან ქვემოთ. ღრმა მგრძნობელობა შენახულია. ქვემოთჩამოთვლილთაგან 6 თვის შემდეგ რა შეიძლება განუვითარდეს ამ პაციენტს?

432

მედიკამენტების ჭარბი მოხმარებით გამოწვეული თავის ტკივილის რისკჯგუფს წარმოადგენენ:

433

ახალგაზრდა ქალს აღენიშნება მძიმე დეპრესიის სიმპტომები, რაც არ უკავშირდება მის ზოგად ჯანმრთელობის მდგომარეობას, რაიმე დანაკარგს, ან წამლისმიერ დამოკიდებულებას. ის ამჯერად არავითარ მკურნალობას არ იტარებს. გადაწყდა პაციენტის სამკუნალოდ სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორების გამოყენება. ჩამოთვლილი რეკომენდაციებიდან, რომლის მიცემა არ არის აუცილებელი პაციენტისათვის?

434

ამიტრიპტილინით მკურნალობის დროს ქვემოთ ჩამოთვლილი ეფექტებიდან რომელი ვითარდება ყველაზე ნაკლებად?

435

ანტიდეპრესანტების კლინიკური გამოყენების შესახებ ქვემოთჩამოთვლილი მტკიცებულებებიდან რომელი არ არის სწორი?

436

მეუღლის გარდაცვალებიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში 74 წლის ქალი მკურნალობდა ბენზდიაზეპინებით. იგი უჩივის წამლებით განპირობებულ სედაციას დღის საათებში. პაციენტს არა აქვს მნიშვნელოვანი სამედიცინო პრობლემები, თუმცა თავის ასაკთან შედარებით იგი სუსტად გამოიყურება და აქვს ცუდი მხედველობა. იმის გამო, რომ მკურნალობის ფონზე მისი დეპრესიული მდგომარეობა არ გამოსწორდა, თქვენ გადაწყვიტეთ ანტიდეპრესიული მკურნალობის დაწყება. ქვემოთჩამოთვლილი პრეპარატებიდან, რომელი იქნება ყველაზე უფრო შესაფერისი ამ პაციენტისათვის?

437

51 წლის მამაკაცი, ქარხნის მუშა, ამჩნევს პროგრესირებად სისუსტეს ბოლო 1 წლის განმავლობაში. გასინჯვამ და გამოკვლევამ დაადგინა პერიფერიული მოტორული ნეიროპათიის არსებობა ტკივილის გარეშე. ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელია ყველაზე მეტად სავარაუდო ეტიოლოგიური ფაქტორი?

438

ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელია მრავლობითი მონონეიროპათიის ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზი?

439

17 წლის ქალს აღენიშნება მარცხენა მხრის აბდუქციის და იდაყვის მოხრის სისუსტე, თუმცა ძალა ხელისა და წინამხრის კუნთებში შენახულია. ქვემოთჩამოთვლილთაგან, რომელია მხრის ზედა წნულის დაზიანების ყველაზე მეტად სავარაუდო მიზეზი?

440

17 წლის ახალგაზრდა მამაკაცი აღნიშნავს 10 დღის განმავლობაში ჩხვლეტითი ხასიათის პარესთეზიებს ხელებსა და ფეხებში, რასაც შემდგომში დაემატა სისუსტე ფეხებში. ბოლო 2 საღამოს განმავლობაში პაციენტს განუვითარდა ტკივილები გვერდში. აღსანიშნავია, რომ მას ჰქონდა დიარეის ეპიზოდი 2 კვირის წინ. გასინჯვისას აღინიშნება სისუსტე ფეხებში და ძალის იოლი დაქვეითება ხელებში, იოლი სენსორული დარღვევები ფეხებში, არეფლექსია, სუნთქვა და მენტალური სტატუსი ნორმალურია. ქვემოთჩამოთვლილთაგან თზტ სითხის ანალიზმა რა შეიძლება გვიჩვენოს?

განმარტებები