სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ოტორინოლარინგოლოგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
ოტორინოლარინგოლოგია სალიცენზიო
ბავშვს აღენიშნება სახის მარჯვენა ნახევრის ასიმეტრია რბილი ქსოვილების შეშუპების ხარჯზე. წინა რინოსკოპიით დადგინდა იმავე მხარის ცხვირის საერთო სავალში ლობიოს გაფუებული მარცვალი. ამ შემთხვევაში რომელი ხერხით უნდა გამოვიღოთ ცხვირის უცხო სხეული?
ავადმყოფი უჩივის ცხვირიდან სუნთქვის გაძნელებას, ტკივილს ცხვირის არეში, ტემპერატურის მომატებას 380-მდე. აღნიშნული მოვლენები განუვითარდა ცხვირის ტრამვის შემდეგ. 4 დღით ადრე ბლაგვი საგნით მიიღო ტრავმა. ობიექტურად აღინიშნება ცხვირის სავალების დავიწროება ძგიდის რბილი ქსოვილების ინფილტრაციის ხარჯზე. ინფილტრატის ზონდირებისას შეიგრძნობა ფლექტუაცია. როგორ ვუმკურნალოთ ავადმყოფს?
საშუალო ასაკის მამაკაცი უჩივის ცხვირის მარჯვენა ნახევრიდან სუნთქვის გაძნელებას, უსიამოვნო სუნიან ჩირქოვან გამონადენს. 2 კვირის წინ ექსტრაგირებული აქვს მეორე პრემოლარი იმავე მხარეს. რომელი კლინიკური დიაგნოზი უნდა დაესვას ავადმყოფს?
ახალგაზრდა ვაჟი უჩივის ცხვირიდან მუდმივად სუნთქვის გაძნელებას და ცხვირიდან თხიერ გამონადენს. რინოსკოპიულად აღინიშნება ორივე ქვედა ნიჟარის ჰიპერტროფია. ადრენალინის აპლიკაციის შემდეგ ნიჟარები მოცულობაში არ მცირდება და სუნთქვა ცხვირიდან არ უმჯობესდება. როგორია დიაგნოზი?
14 წლის ბიჭუნა ცხვირიდან სუნთქავს თავისუფლად. პერიოდულად ორივე ნესტოდან აქვს სისხლის დენა. აღნიშნავს სახის ასიმეტრიას მარცხენა ლოყის შეშუპების ხარჯზე. რინოსკოპიულად ცხვირის ღრუს სიღრმეში აღინიშნება სადა ზედაპირის სიმსივნური წარმონაქმნი. ცხვირხახის მანუალური გასინჯვისას ახალწარმონაქმნი მკვრივი კონსისტენციისაა. თქვენი წინასწარი დიაგნოზი?
საშუალო ხნის მანდილოსანი უჩივის მარცხენა ლოყის არეში შეტევითი ხასიათის მწვავე ჩხვლეტით ტკივილს, რომელიც ვრცელდება ზედა ტუჩის, ცხვირის და იმავე მხარის ნესტოსკენ. ტკივილები ეწყება ცივი ჰაერის მოხვედრისას და პირსახის ცივი წყლით დაბანვისას. რა და რა გამოკვლევებია ჩასატარებელი დიაგნოზის დასმისათვის?
ავადმყოფი უჩივის პერიოდულად ცხვირიდან სუნთქვის გაძნელებას, ცხვირიდან თხიერ გამონადენს, ცხვირცემინებას. აღნიშნული მოვლენები განსაკუთრებით უძლიერდება ბინის დასუფთავება-დალაგებისას. ცხვირის გამონადენში და პერიფერიულ სისხლში აღინიშნება ეიზენოფილების რაოდენობის მომატება. რა დაავადებასთან გვაქვს საქმე?
2,5 წლის ბავშვს მწვავე რინიტის გამო დაენიშნა ჩასაწვეთებლად მენთოლის შემცველი ზეთოვანი წვეთები. წვეთების ჩაწვეთებისთანავე ბავშვს გაუნუვითარდა სუნთქვის მკვეთრი გაძნელება და ხანმოკლე ასფიქსია. მენთოლიანი წვეთების მაგიერ რომელი მედიკამენტების გამოყენებაა ბავშვთა ასაკში დასაშვები?
ხნიერი ქალბატონი აცხადებს უარს ქირურგიულ ჩარევაზე ქრონიკული ჩირქოვანი ფრონტიტის დროს. რა საშუალებით შეიძლება მისი მკურნალობა?
ავადმყოფი უჩივის ცხვირის ობტურაციას, წყალწყალა გამონადენს ცხვირიდან, ცხვირცემინებას, ცრემლის დენას. თავს ავად თვლის 3 კვირაა. ბოლო 4-5 წელია რაც ანალოგიური მოვლენები აწუხებს ყოველწლიურად, განსაკუთრებით მაის-ივნისის თვეებში. ობიექტურად აღენიშნება ცხვირის ნიჟარების შეშუპება, მათი მფარავი ლორწოვანი გარსის უმნიშვნელო ჰიპერემია. ცხვირის სავალები ამოვსებულია თხიერი გამონადენით, კონიუქტივები ჰიპერემიულია. ცრემლის დენა გაძლიერებულია. თქვენი დიაგნოზი?
ავადმყოფს რინოსკოპიულად აღენიშნება ჩირქოვანი გამონადენი ზემო სავალში. რომელი წიაღის ანთებაზე უნდა მივიტანოთ ეჭვი?
გარეთა ცხვირის ძვლოვანი ნაწილის შემადგენლობასი შედის:
ცხვირის ღრუების გამოკვლევის მეთოდებია:
გამრუდებული ცხვირის ძგიდის პლასტიკა უნდა გაკეთდეს:
ჰაიმორის წიაღის კედლებიდან ყველაზე თხელია:
ცხვირისა და დანამატი ღრუების ფუნქციებია:
ცხვირის ღრუს გამოკვლევის მეთოდებია:
გარეთა ცხვირის კანის ჯირკვლებია:
რომელი სტრუქტურა არ იღებს მონაწილეობას ქოანის მოსაზღვრე კედელში:
ცხვირის ფსკერი შედგენილია: