QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › საოჯახო მედიცინა სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

საოჯახო მედიცინა სალიცენზიო

2354 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

1561

35 წლის ქალი აღნიშნავს ჭარბ სისხლდენას მენსტრუაციის დროს. ჩამოთვლილთაგან, რომელი მიეკუთვნება მენორაგიის რისკ-ფაქტორს:

1562

36 წლის ქალი უჩივის თმიანობის მატებას სახეზე. ანამნეზის შეგროვებისას ვლინდება, რომ იტარებს მკურნალობას გინეკოლოგიური პრობლემის გამო. თუმცა რა საშუალებით, ვერ ასახელებს. ჩამოთვლილთაგან, რომელი იწვევს ყველაზე ხშირად აღნიშნულ სიმპტომს:

1563

ჩამოთვლილთაგან, რომელი პაციენტის შემთხვევაშია სავარაუდო მეორადი დისმენორეა:

1564

16 წლის გოგონა მოგმართავთ სახეზე გამონაყარის არსებობის გამო. მისი გადმოცემით გამონაყარი გაუჩნდა 2-3 თვის წინ, ასევე აღნიშნავს ხმის დადაბლებას, თმიანობის მომატებას ნიკაპსა და მკერდზე. ბოლო 4-5 თვეა მენსტრუაცია არარეგულარული გახდა. დათვალიერებით სახეზე ვლინდება პაპულები და პუსტულები, ჰირსუტიზმი სახეზე, ხელებსა და მკერდზე, ასევე ჭიპის ირგვლივ. რა იქნება შემდგომი ნაბიჯი:

1565

ორსულობის დროს ნორმალური სხეულის მასის ინდექსი გულისხმობს:

1566

რა ზეგავლენას ახდენს ნაყოფის განვითარებაზე ფოლის მჟავას დეფიციტი:

1567

რომელ პერიოდშია რეკომენდებული ფოლის მჟავას მიღება ნერვული ღეროს დეფექტების სიხშირის შესამცირებლად:

1568

რა დოზითაა რეკომენდებული ფოლის მჟავას მიღება ორსულობის დროს ნერვული ღეროს დეფექტის განვითარების პრევენციისათვის?

1569

ორსულობის რა ვადაზეა რეკომენდებული ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩატარება ნაყოფის სტრუქტურული ანომალიების (დაუნის სინდრომი, ნერვული ღეროს ღია დეფექტი) გამოსავლენად:

1570

ჰემოგლობინის ნორმალური დონე ორსულობის დროს არის:

1571

ჰემოგლობინის რა მაჩვენებელზე არის საჭირო ორსულის მკურნალობის დაწყება რკინის შემცველი პრეპარატებით:

1572

ორსულობის პერიოდში რომელი ვიტამინის გადაჭარბებულმა მიღებამ შეიძლება ტერატოგენულად იმოქმედოს ნაყოფზე:

1573

რომელი დებულებაა მართებული იოდის დანიშვნასთან დაკავშირებით ორსულობის დროს:

1574

თქვენთან იმყოფება 25 წლის ორსული. პირველი ორსულობაა, ორსულობის ვადა 28 კვირა. სამეანო და სამედიცინო ანამნეზი – საყურადღებო ინფორმაციას არ ასახავს. მას ჩატარებული აქვს ყველა ის გამოკვლევა, რაც რეკომენდებულია პირველ ვიზიტზე. კვლევების შედეგები ნორმის ფარგლებშია. იგი თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს, ჩივილები არ აქვს. სურს ინფექციების გამოსავლენად კვლევების ჩატარება რა რეკომენდაციას მისცემდით:

1575

თქვენთან იმყოფება 12 კვირის ორსული ქალბატონი. რომელი კვლევების ჩატარებას ურჩევდით პრევენციის მიზნით, თუ იგი არის ჯანმრთელი და მისი ორსულობა მიმდინარეობს ფიზიოლოგიურად:

1576

თქვენთან იმყოფება 10 კვირის ორსული ქალბატონი, რომელსაც აწუხებს გულისრევა და ღებინება. ღებინება აღენიშნება დღეში 2–3 ჯერ. რომელი ქვემოთ ჩამოთვლილი დებულებაა მართებული ორსულთა ღებინებასთან დაკავშირებით:

1577

30 წლის ქალი 2 წელია აღნიშნავს ჭარბ სისხლდენას მენსტრუაციის დროს. ანამნეზით და გასინჯვით ორგანული პათოლოგია არ ვლინდება. პაციენტი ითხოვს მკურნალობის დანიშვნას. მას 2 შვილი ჰყავს და უახლოეს მომავალში ორსულობას არ გეგმავს. მკურნალობასთან დაკავშირებით ჩამოთვლილთაგან, მართებული დებულებაა:

1578

30 წლის ქალი 2 წელია აღნიშნავს ჭარბ სისხლდენას მენსტრუაციის დროს. ანამნეზით და გასინჯვით ორგანული პათოლოგია არ ვლინდება. პაციენტი ითხოვს მკურნალობის დანიშვნას. მას 2 შვილი ჰყავს და უახლოეს მომავალში ორსულობას არ გეგმავს. პაციენტს შესთავაზეთ მკურნალობა ლევორონგესტრელის საშვილოსნოს შიდა საშუალებით. მკურნალობის აღნიშნულ მეთოდთან დაკავშირებით მართებულია დებულება:

1579

22 წლის გოგონა უჩივის ტკივილს მენსტრუალური ციკლის დროს. გამოვლინდა მენარხედან 1 წლის შემდეგ. ტკივილი ეწყება მენსტრუალური ციკლის დროს ან დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე და გრძელდება 1-2 დღე. რას ურჩევთ პაციენტს:

1580

ჩამოთვლილთაგან, რომელი პაციენტისთვისაა რეკომენდებული მკურნალობა ორალური პროგესტოგენით:

განმარტებები