სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › საოჯახო მედიცინა სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
საოჯახო მედიცინა სალიცენზიო
შემაერთებელი ქსოვილის დაავადებების დროს პათოლოგიურ პროცესში შეიძლება ჩაერთოს:
ყველა ჩამოთვლილი დაავადების დროს ზიანდება სინოვიალური გარსი და სასახსრე ნაპრალი, გარდა:
ოჯახური მიდრეკილება ნაკლებად დამახასიათებელია შემდეგი დაავადებისათვის:
მოგმართათ 50 წლის ქალმა თვალის და პირის სიმშრალის გამო. გასინჯვით ვლინდება სანერწყვე ჯირკვლების გადიდება. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელია მეტად სავარაუდო დიაგნოზი?
პირის ღრუს ლორწოვანის წყლულები ნაკლებად მოსალოდნელია პაციენტებში, რომელთაც აქვთ:
მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია უხშირესად გვხვდება პაციენტებში, რომელთაც აქვთ:
24 წლის მამაკაცს აღენიშნება სახსრების ტკივილი და მოწითალო პუსტულოზური და ქერქიანი გამონაყარი ხელისა და ფეხის გულებზე. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ყველაზე მეტად სავარაუდო დიაგნოზია:
სახსარი, რომელიც ყველაზე ხშირად ზიანდება ოსტეოართროზის დროს არის:
ჭეშმარიტი ბარძაყის სახსროვანი ტკივილი ლოკალიზდება:
ჩამოთვლილთაგან რომლის დროს არის რევმატოიდულ ფაქტორზე ტესტი პოზიტიური?
ჩამოთვლილი დებულებებიდან რომელი წარმოადგენს ჭეშმარიტს _ ანტინუკლეარული ანტისხეულების ტესტთან მიმართებაში?
ჩამოთვლილი დებულებებიდან რომელია არასწორი სინოვიალური სითხის ვიზუალურ გამოკვლევასთან მიმართებაში?
სინოვიალური სითხის გამოსაკვლევი ყველაზე მნიშვნელოვანი ტესტია:
34 წლის მამაკაცის სინოვიალური სითხის ანალიზი გვიჩვენებს, რომ ლეიკოციტები 100 000 მმ3-ზე მეტია. ამ ანალიზით ყველაზე მეტად სავარაუდოა:
ჩამოთვლილთაგან რომელია არჩევის მეთოდი ინტრაარტიკულარული და პერიარტიკულარული დარღვევების გამოსავლენად?
ყველა ჩამოთვლილი წარმოადგენს პოდაგრის რისფაქტორს, გარდა:
პოდაგრით დაავადებულებს უნდა ვურჩიოთ, რომ მოერიდონ:
პოდაგრიან პაციენტს, რომლისთვისაც კოლხიცინით და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით ჩატარებული მკურნალობა უეფექტო იყო, რეკომენდებულია დაენიშნოს:
ალოპურინოლის გვერდით ეფექტებს მიეკუთვნება ყველა ჩამოთვლილი, გარდა:
ოსტეოართროზის არჩევის პრეპარატი ტკივილის მოსახსნელად არის: