სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › საოჯახო მედიცინა სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
საოჯახო მედიცინა სალიცენზიო
56 წლის პაციენტი უჩივის ახლად აღმოცენებულ თავის ტკივილს მარცხენა საფეთქლის მიდამოში. ტკივილის ინტენსივობაა ზომიერიდან ძალიან ძლიერამდე. გასინჯვით პათოლოგიური ცვლილებები არ ვლინდება. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი ტესტია რეკომენდებული დიაგნოსტიკის პირველ ეტაპზე?
პაციენტის გადმოცემით, თავის ტკივილის დროს იგი ეძებს ცივ გარემოს და გადააქვს ყურადღება სხვადასხვა მოქმედებებზე, რათა აირიდოს ძლიერი ტკივილის შეგრძნება. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი მიესადაგება ყველაზე მეტად ამ პაციენტს?
შაკიკის მართვისათვის განკუთვნილ რომელ მედიკამენტს აქვს ყველაზე სწრაფი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი?
29 წლის ორსულმა, რომელსაც აღენიშნება შაკიკი, თავი უნდა შეიკავოს შაკიკის სიმპტომების გასაკონტროლებლად გამოყენებული ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტის მიღებისაგან გარდა ერთისა:
ერგოტამინის პრეპარატების მწვავე გვერდითი ეფექტია ყველა ჩამოთვლილი, გარდა ერთისა:
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელ პაციენტს უნდა ვუმკურნალოთ ტრიპტანით თავის ტკივილის გამო?
პაციენტს აქვს შაკიკის ხშირი შეტევები. პროფილაქტიკური მკურნალობისათვის არჩევის მედიკამენტია:
პაციენტი შემოვიდა სტაციონარში შაკიკის ძლიერი შეტევით. ქვემოთ ჩამოთვლილთაგანი რისი გამოყენება არ არის რეკომენდებული?
ქალს აწუხებს ძლიერი შაკიკის ტიპის თავის ტკივილი უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში. განზრახულია აგრესიული მკურნალობა, დეჰიდრატაციის კორექცია, ნევროლოგიური გამოკვლევა. აღწერილის გათვალისწინებით, ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან რომელია რეკომენდებული:
34 წლის მამაკაცს აღენიშნება დაძაბვის ცეფალგია. ყველაზე ეფექტური მედიკამენტი იქნება:
ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან რომელია რეკომენდებული, როგორც საპროფილაქტიკო საშუალება 29 წლის ქალისათვის, რომელსაც აღენიშნება ქრონიკული დაძაბვის ცეფალგია?
მწვავე კლასტერული თავის ტკივილის დროს ყველაზე ეფექტური მკურნალობაა:
8 წლის ბავშვს აღენიშნება შაკიკის ტიპის თავის ტკივილები. ქვემოთ მოყვანილი დებულებებიდან რომელია სწორი?
26 წლის ქალი, რომელსაც აღენიშნება შაკიკის ტიპის თავის ტკივილები, იყენებს პერორულ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებას. მას აინტერესებს ურთიერთკავშირი ორალურ კონტრაცეფციას, შაკიკსა და ინსულტს შორის. თქვენი პასუხი იქნება:
ოჯახის ექიმის პრაქტიკაში რომელია ახლად აღმოცენებული თავის ტკივილის ყველაზე ხშირი მიზეზი?
34 წლის პაციენტის აქვს ძლიერი შაკიკის ტიპის თავის ტკივილის ინტენსიურობის შემცირება მწვავე შეტევისას, ასევე შეტევების პროფილაქტიკა მედიკამენტური მკურნალობის გარდა შესაძლებელია:
სწორია თუ მცდარი შემდეგი მოსაზრება თავის ტკივილის შესახებ?
მოგმართათ 18 წლის გოგონამ საერთო სისუსტის ჩივილით. ბოლო 1 წლის განმავლობაში აღნიშნავს ინტენსიურ მენორაგიას. სისხლის საერთო ანალიზში ჰემოგლობინი 8.9 g/dL, ჰემატოკრიტი 27%, MCV 72 fL, RDW 16. პაციენტს, სხვა მხრივ, გასინჯვით პათოლოგია არ გამოუვლინდა. თქვენ დაგეგმეთ შრატის რკინა, ფერიტინი და TIBC (ტოტალური რკინის შეკავშირების უნარი). როგორია მეტად მოსალოდნელი პასუხი:
რკინა–დეფიტური ანემიის გამო დაინიშნა რკინის პრეპარატი. რომელი ტესტი გიჩვენებთ დადებით დინამიკას პირველი:
რკინა–დეფიციტური ანემიის გამო მკურნალობთ 25 წლის ქალს რკინის პრეპარატით. მისი ლაბორატორიული მაჩვენებლები მოწესრიგდა. როგორი უნდა იყოს შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა: