სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › საოჯახო მედიცინა სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
საოჯახო მედიცინა სალიცენზიო
პლევრის ღრუში სითხის დაგროვების ონკოლოგიურ მიზეზებს შორის ყველაზე ხშირია:
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი პარამეტრების გაზომვაა რეკომენდებული პლევრის ღრუდან აღებულ სითხეში ექსუდატისა და ტრანსუდატის ურთიერთგასამიჯნავად: 1. ცილის შემცველობა; 2. ლაქტატდეჰიდროგენაზას აქტივობა; 3. ლეიკოციტების რაოდენობა; 4. გლუკოზის დონე; 5. pH.
რომელი დებულება არის მართებული თეოფილინის მიმართ?
ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი ფაქტორი განიხილება, როგორც პროფესიული ასთმის განვითარების არაალერგიული მიზეზი, გარდა ერთისა:
ასთმის გახანგრძლივებული და მუდმივი შეტევების მქონე 37 წლის პაციენტს აღენიშნება შრომის უნარის დაქვეითება. პაციენტის გრძელვადიანი მკურნალობა გულისხმობს:
34 წლის მსუბუქი ფორმის ასთმით დაავადებულ პაციენტ ქალს ასთმის პერიოდული შეტევებით, ბოლო დროს შაკიკის გამო ატენოლოლით საპროფილაქტიკო მკურნალობის ფონზე განუვითარდა ბრონქოსპაზმი. პაციენტისათვის უნდა დაენიშნოს:
ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი ეტიოლოგიური ფაქტორი ასოცირებულია ფილტვების რესტრიქციულ დაავადებასთან, გარდა ერთისა:
ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი ფაქტორი ასოცირებულია ბავშვთა ასაკში ასთმის განვითარებასთან, გარდა ერთისა:
ცისტოზური ფიბროზით დაავადებული პაციენტების უმრავლესობის სასუნთქ გზებში გამოვლენილი ყველაზე მნიშვნელოვანი პათოგენური აგენტია:
58 წლის მწეველს აღენიშნება ქრონიკული ხველა და ემფიზემა. გულმკერდის რენტგენოგრაფიით ფილტვში აღინიშნება ერთეული, პერიფერიული, დიდი ზომის კვანძი. შემდგომი კვლევებით გამოვლინდა მეტასტაზის არსებობა თავის ტვინში. ფილტვის კვანძის ბიოფსიით აღინიშნა კვანძში ზრდის ჰორმონის. სავარაუდოა, რომ სიმსივნური წარმონაქმნი განეკუთვნება:
რესპირატორული დაავადების რეციდივების მქონე პაციენტის მიზანმიმართული პროფესიული ანამნეზის შეკრება მოიცავს შემდეგი ინფორმაციის მიღებას:
ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი შეიძლება შეგვხვდეს პაციენტებში სასუნთქი გზების ობსტრუქციით, გარდა ერთისა:
ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი შესაძლებელია განვიხილოთ, როგორც მტვრის ტკიპის სალიკვიდაციო მნიშვნელოვანი ღონისძიებები, გარდა ერთისა:
ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი ასოცირებულია ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების განვითარებასთან, გარდა ერთისა:
რომელი პროცენტული მაჩვენებელი ასახავს უკეთ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების განვითარების სიხშირეს მწეველებში?
36 წლის პაციენტს ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების ოჯახური ანამნეზით აღენიშნება ქრონიკული ბრონქიტი და ემფიზემა. პაციენტის გადმოცემით მოზარდობის ასაკში ეწეოდა დღეში რამდენიმე სიგარეტს. პროფესიული ანამნეზი და მისი სამუშაო გარემოს შეფასება გამორიცხავს იმ ფაქტორთა არსებობას, რომლებიც ასოცირებულნი არიან პროფესიული რესპირატორული დაავადებების განვითარებასთან. პაციენტის შემდგომი კვლევა მოიცავს:
ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი დამახასიათებელია გამოხატულ ემფიზემასთან ასოცირებულ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციულ დაავადებასთან, გარდა ერთისა:
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე 62 წლის პაციენტს აქვს ნახველის გაძლიერებული გამოყოფა და ძლიერი ქოშინი. პაციენტს არ აღენიშნება ფებრილური მდგომარეობა და ფიზიკური გამოკვლევითაც არ იქნა გამოვლენილი ფილტვებში ლოკალური დაზიანების ნიშნები. სისხლის საერთო ანალიზით ლეიკოციტები 8.400 მმ3. ნახველი ჩირქოვანია და მასში აღინიშნება ნეიტროფილური ლეიკოციტების სიჭარბე. რომელი პათოგენური მიკრობის გამოვლენა არის ნაკლებად მოსალოდნელი:
რომელია პირველი რიგის პრეპარატი ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტის შემთხვევაში ბრონქოდილატაციური ეფექტის მისაღებად:
რომელი ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა არ წარმოადგენს ხანგრძლივი ოქსიგენოთერაპიის ჩვენებას ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების დროს: