სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › საოჯახო მედიცინა სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
საოჯახო მედიცინა სალიცენზიო
ქვემოთჩამოთვლილი პრეპარატებიდან, რომელი არ ააქტივებს ოპიოიდურ რეცეპტორებს, გამოიყენება ოპიოიდური დამოკიდებულების მქონე პაციენტების სამკურნალო პროგრამებში და მისი ერთჯერადი ორალური დოზა 48 საათის განმავლობაში იწვევს ჰეროინის ინექციის ეფექტების ბლოკირებას?
ოპიოიდური რეცეპტორების რომელ სრულ აგონისტს აქვს საუკეთესო ორალური ბიოშეღწევადობა, მორფინის ექვივალენტური ანალგეზიური აქტივობა და მოქმედების მეტი ხანგრძლივობა. მორფინთან შედარებით, მისი მიღების უეცარი შეწყვეტის შემთხვევაში მოხსნის სინდრომი უფრო მსუბუქად მიმდინარეობს;
ახალგაზრდა ქალს აღენიშნება მძიმე დეპრესიის სიმპტომები, რაც არ უკავშირდება მის ზოგად ჯანმრთელობის მდგომარეობას, რაიმე დანაკარგს, ან წამლისმიერ დამოკიდებულებას. ის, ამჯერად, არავითარ მკურნალობას არ იტარებს. გადაწყდა პაციენტის სამკუნალოდ სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორების გამოყენება. ჩამოთვლილი რეკომენდაციებიდან რომლის მიცემა არ არის აუცილებელი პაციენტისათვის:
ამიტრიპტილინით მკურნალობის დროს ქვემოთ ჩამოთვლილი ეფექტებიდან, რომელი ვითარდება ყველაზე ნაკლებად;
თამბაქოს მომხმარებელმა 54 წლის მამაკაცმა, რომელიც დეპრესიის გამო იღებს ფლუოქსეტინს, სექსუალური დისფუნქციის განვითარების გამო მისი მიღების შეწყვეტა გადაწყვიტა. თუ თქვენ გადაწყვეტთ ამ პაციენტის მკურნალობის განახლებას, ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი პრეპარატი იქნება საუკეთესო არჩევანი:
ანტიდეპრესანტების კლინიკურ გამოყენების შესახებ ქვემოთ ჩამოთვლილი მტკიცებულებებიდან, რომელი არ არის სწორი:
პაციენტი, რომელიც დიდი დეპრესის გამო ანტიდეპრესიულ მკურნალობაზეა, ამიტრიპტილინის დღიური დოზის 30-ჯერ გადაჭარბების გამო, გადაუდებელი დახმარების ცენტრში მოხვდა. ქვემოთ ჩამოთვლილი კლინიკური სიმპტომებიდან, რომელი არ არის დამახასიათებელი ამ მდგომარეობისათვის:
ანტიდეპრესანტების წამალთშორისი ურთიერთქმედებების შესახებ ქვემოთ ჩამოთვლილი მტკიცებულებებიდან, რომელი არ არის სწორი:
მეუღლის გარდაცვალებიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში 74 წლის ქალი მკურნალობდა ბენზოდიაზეპინებით. იგი უჩივის წამლებით განპირობებულ სედაციას დღის საათებში. პაციენტს არა აქვს მნიშვნელოვანი სამედიცინო პრობლემები, თუმცა, თავის ასაკთან შედარებით იგი სუსტად გამოიყურება და აქვს ცუდი მხედველობა. იმის გამო, რომ მკურნალობის ფონზე მისი დეპრესიული მდგომარეობა არ გამოსწორდა, თქვენ გადაწყვიტეთ ანტიდეპრესიული მკურნალობის დაწყება. ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებიდან, რომელი იქნება ყველაზე უფრო შესაფერისი ამ პაციენტისათვის:
ქვემოთ ჩამოთვლილი ანტიდეპრესანტებიდან, რომელი გამოიყენება ენურეზისა და ქრონიკული ტკივილის სამკურნალოდ:
67 წლის მამაკაცს პროსტატის სიმსივნით აღენიშნება ჰიპერკალცემია. აგრეთვე ჰიპერტენზია და გიდ–ი. რომელი პრეპარატი გააუარესებს ჰიპერკალცემიას:
ქვემოთ ჩამოთვლილიდან, რომელი არ წარმოადგენს წაქცევის რისკ– ფაქტორს:
ხანდაზმულებში წაქცევის პრევენციის მიზნით რეკომენდებულია ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი, გარდა:
70 წლის მამაკაცი უკვე 7 თვეა უჩივის წონის კლებას და წელის ტკივილს. მას, ასევე, შარდვის გახშირება აღენიშნება. ქვემოთ ჩამოთვლილიდან, რომელია ყველაზე მეტად სავარაუდო დიაგნოზი: