QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › საოჯახო მედიცინა სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

საოჯახო მედიცინა სალიცენზიო

2354 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

1981

ქვემოთ ჩამოთვლილი მოსაზრებებიდან, დეპრესიის ეპიდემიოლოგიის შესახებ რომელია მართებული:

1982

ქვემოთჩამოთვლილი მედიკამენტებისაგან, რომლის გამოყენებაა ასოცირებული დეპრესის განვითარების რისკთან:

1983

43 წლის მამაკაცს დიდი დეპრესიის გამო დაენიშნა ანტიდეპრესანტი. პაციენტს აინტერესებს ინფორმაცია მკურნალობის შესახებ. დეპრესიის მკურნალობის შესახებ რომელი მოსაზრებაა მართებული:

1984

33 წლის ქალს აღენიშნება უძილობა, მუდმივი დაღლილობის შეგრძნება, კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, წონაში კლება. პაციენტი არის მოყვარული ავტომრბოლელი, ბოლო 2 თვეა აღარ აინტერესებს ავტორბოლები. ყველაზე მეტად სავარაუდო დიაგნოზია:

1985

42 წლის მამაკაცს უტარდება მკურნალობა სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორით დიდი დეპრესიის გამო. 18 კვირის შემდეგ მიღწეული იქნა რემისია. როგორი უნდა იყოს ანტიდეპრესანტის გაგრძელების მინიმალური ხანგრძლივობა:

1986

22 წლის ქალს აღენიშნება მძიმე დეპრესია სუიციდალური მიდრეკილებებით. 3 თვიანი მკურნალობის ფონზე სერტრალინით (სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორი) მიღწეული იქნა სტაბილიზაცია. პაციენტი მოსულია თქვენთან ვიზიტზე და გაცნობებთ, რომ არის ორსულად. როგორი იქნება თქვენი რეკომენდაცია:

1987

მოგმართათ 23 წლის ქალმა ჩივილებით: ბაქტერიებით დასნებოვნების აკვიატებული შიში, რაზეც მუდმივად ფიქრობს, წარმოიდგენს თავად ბაქტერიების მის სხეულზე მოხვედრის პროცესს, ამის გამო ცდილობს, არ შეეხოს საგნებს მათი წინასწარ ანტისეპტიკური ხსნარით დამუშავების გარეშე. აცნობიერებს საქციელის აბსურდულობას, მაგრამ ვერ ახერხებს ამ ჩვევის უგულვებელყოფას. აღნიშნული ჩივილები აღენიშნება ბოლო 4 კვირაა მუდმივად. რომელია ყველაზე მეტად სავარაუდო დიაგნოზი:

1988

მოგმართათ 38 წლის მამაკაცმა, რომელიც მოყვა ავტოკატასტროფაში 12 კვირის წინ, ავტოკატასტროფისას დაიღუპა პაციენტის ოჯახის წევრი. ანამნეზში საყურადღებოა 10 წლის წინ მკურნალობა წამალდამოკიდებულების გამო. პაციენტს დაუდგინდა პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და 1 თვეა, უტარდება ფსიქოთერაპია, მაგრამ აღინიშნება მხოლოდ უმნიშვნელო გაუმჯობესება. როგორი უნდა იყოს მკურნალობის შემდგომი ტაქტიკა:

1989

მოგმართათ 30 წლის ქალმა ჩივილებით: ტაქიკარდია, სახის წამოწითლება, კიდურების დაბუჟება, მოხრჩობის შეგრძნება, ჩივილები იწყება უეცრად, ვერაფერს ვერ უკავშირებს, გრძელდება 20-25 წუთი და თანხლებულია სიკვდილის შიშით. შეტევის გავლის შემდეგ პაციენტი თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს. აღნიშნული შეტევები აქვს ბოლო 2 თვეა. მედიკამენტებს არ იღებს. რომელია ყველაზე მეტად სავარაუდო დიაგნოზი:

1990

40 წლის მამაკაცს დაუდგინდა პანიკური აშლილობა. მკურნალობის რომელი სტრატეგიაა მეტად რეკომენდებული საწყის ეტაპზე:

1991

მოგმართათ 34 წლის მამაკაცმა ჩივილებით: ადვილად ღიზიანდება, უჭირს ჩაძინება, უჭირს კონცენტრირება, აქვს გადაჭარბებული შფოთვის შეგრძნება. აღნიშნული სიმპტომები აქვს თითქმის ყოველდღიურად ბოლო 8 თვეა. რომელია ყველაზე მეტად სავარაუდო დიაგნოზი:

1992

45 წლის ქალს დაუდგინდა სეზონური აფექტური აშლილობა. როგორი იქნება თქვენი რეკომენდაცია თერაპიის შესახებ:

1993

36 წლის ქალს დაუდგინდა პანიკური აშლილობა. რომელია საუკეთესო არჩევანი მედიკამენტური თერაპიისათვის:

1994

ორსულ ქალს აინტერესებს რა ფაქტორებმა შეიძლება გამოიწვიონ მშობიარობის შემდგომი დეპრესია. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელია მეტად მართებული სწორი პასუხი:

1995

მშობლებმა მოიყვანეს 7 წლის გოგონა, რომელიც ძალიან ცელქია, არ უჯერებს მშობლებს, მუდმივად დარბის გარშემო, თავისი საქციელით წყობიდან გამოყავს ოჯახის წევრები. მშობლები ფიქრობენ, რომ ბავშვს აქვს ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი და იმედი აქვთ, რომ მედიკამენტური თერაპია ბავშვის მდგომარეობას გააუმჯობესებს. როგორი იქნება ამ ეტაპზე მართვის ყველაზე მართებული ტაქტიკა:

1996

პაციენტს დიაგნოსტირებული აქვს პანიკური აშლილობა, ქვემოთჩამოთვლილიდან, რომელია მოსალოდნელი სიმპტომი:

1997

მშობლებმა მოიყვანეს 8 წლის ბიჭი სკოლის მასწავლებლის თხოვნით. მასწავლებელი აღნიშნავს, რომ ბოლო 6 თვეა ბავშვს აქვს კონცენტრირების პრობლემა, არის ურჩი, ხშირად ჩხუბობს თანატოლებთან, კარგავს ნივთებს. მშობლებიც აფიქსირებენ მსგავს ქცევას სახლში. რომელია ყველაზე მეტად სავარაუდო დიაგნოზი:

1998

მოგმართათ 38 წლის მამაკაცმა, რომელიც მოყვა ავტოკატასტროფაში, სადაც დაიღუპა პაციენტის ოჯახის წევრი. პაციენტს აღენიშნება პოსტრავმული სტრესული აშლილობის კლინიკური სურათი. როგორია სიმპტომების მინიმალური ხანგრძლივობა აღნიშნული დიაგნოზის დასადასტურებლად:

1999

მოგმართათ 45 წლის ქალმა უძილობის გამო. 6 კვირის წინ გარდაეცვალა მეუღლე, რის შემდეგაც აქვს გუნება-განწყობის დათრგუნვა, შფოთვა და ანორექსია, 3 კვირის წინ პაციენტმა განაახლა მუშაობა და საცურაო აუზზე სიარული. ყველაზე მეტად გამართლებული მკურნალობაა:

2000

7 წლის ბიჭს ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის გამო დაენიშნა მეთილფენიდატი. მშობლებს აინტერესებთ, რა გამოკვლევები უნდა ჩატარდეს პრეპარატის მიღების დაწყებამდე მკურნალობის გართულებების პროგნოზირების/თავიდან აცილების მიზნით. თქვენი სწორი პასუხი იქნება:

განმარტებები