სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ნეფროლოგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
ნეფროლოგია სალიცენზიო
ორსულობის დროს განვითარებული თირკმლის მწვავე უკმარისობის მიზეზებს არ მიეკუთვნება
ორსულობის პირველ ტრიმესტრში აღმოცენებული ნეფრიტული სინდრომი შეიძლება მიუთითებდეს: 1. თირკმლის დაავადებაზე ორსულობამდე; 2. მწვავე პიელონეფრიტზე; 3. მწვავე გლომერულონეფრიტზე; 4. პრეეკლამფსიაზე.
ორსულობის პირველ ტრიმესტრში აღმოცენებული ოლიგურია, რომლის დროსაც შარდში ცვლილებები არ აღინიშნება და ნატრიუმის ექსკრეცია < 20 მმოლ/ლ, შეიძლება მიუთითებდეს
ორსულობის პირველ ტრიმესტრში განვითარებული პიურია, ბაქტერიურია და ცხელება შეიძლება მიუთითებდეს
ორსულობის პირველ ტრიმესტრში პაციენტს, რომელიც მწვავე ცისტიტის გამო 5 დღის განმავლობაში იღებდა ამოქსიცილინსა და დიკლოფენაკის სანთლებს, აღენიშნება ეგზანთემა, ჰიპერტენზია, შარდში ექსპრეს-ტესტერით მცირე ხარისხის პროტეინურია, ნიტრიტები უარყოფითი, მიკროჰემატურია, მიკროსკოპიით - ერთეული ლეიკოციტური ცილინდრი. რაზე შეიძლება მიუთითებდეს განვითარებული მოვლენები:
ორსულობის მეორე ტრიმესტრში აღმოცენებული ჰიპერტენზია და პროტეინურია მიუთითებს პრეეკლამფსიაზე, როცა სისხლში მომატებულია
სეპტიური აბორტის დროს მოსალოდნელი გართულებებია: 1. მწვავე ტუბულური ნეკროზი; 2. მწვავე ინტერსტიციული ნეფრიტი; 3. თირკმლის მწვავე პრერენული უკმარისობა; 4. მწვავე პიელონეფრიტი
ორსულობის პირველ ტრიმესტრში პაციენტს შარდში აღენიშნება იზოლირებულად კეტონურია, სისხლში: კალიუმი 3,5 მმოლ/ლ, ქლორი 80,0 მმოლ/ლ, კრეატინინი 0,8 მმოლ/ლ, შარდოვანა 55 მმოლ/ლ, გლუკოზა 4,4 მმოლ/ლ, pH 7,38, HCO3 19 მმოლ/ლ, pCO234 მმვწყ, ანიონური ნაპრალი 20 მმოლ/ლ. რაზე შეიძლება მიუთითებდეს აღწერილი მდგომარეობა: 1. დისტალური ტუბულური აციდოზი; 2. პირღებინება; 3. ტრანზიტორული ჰიპერგლიკემია; 4. შიმშილი; 5. ფანკონის სინდრომი;
სისტემური წითელი მგლურათი დაავადებულ პაციენტს მეორე ტრიმესტრში აღენიშნება პროტეინურია, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს როგორც პრეეკლამფსიაზე, ასევე ძირითადი დაავადების გააქტიურებაზე. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომლის მიხედვით შეიძლება სისტემური წითელი მგლურას პრეეკლაფსიისგან დიფერენცირება?
რა შემთხვევაშია პრეეკლამფსიის განვითარების ალბათობა ყველაზე მაღალი?
ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომლის დროს არ არის თირკმლის მწვავე უკმარისობა განვითარებული პრერენული მიზეზით:
ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომლის დროს არ არის თირკმლის მწვავე უკმარისობა განვითარებული ინტრარენული მიზეზით:
ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომლის დროს არ არის თირკმლის მწვავე უკმარისობა განვითარებული პოსტრენული მიზეზით:
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი არ არის დამახასიათებელი თირკმლის მწვავე პრერენული უკმარისობისათვის:
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი არ არის დამახასიათებელი თირკმლის მწვავე ინტრარენული უკმარისობისათვის:
ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნებიდან რომელი არ არის დამახასიათებელი თირკმლის მწვავე უკმარისობისათვის:
ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნებიდან რომელს ვხვდებით თირკმლის მხოლოდ ქრონიკული უკმარისობის დროს მწვავე უკმარისობისგან განსხვავებით: 1. შარდის გამოყოფა ნორმალურია; 2. სონოგრაფიულად თირკმლის შემცირებული ზომები; 3. ანემია; 4. მეორადი ჰიპერპარათირეოზი
ქვემოთ ჩამოთვლილი მაჩვენებლებიდან რომელია დამახასიათებელი თირკმლის მწვავე პოსტრენული უკმარისობისათვის?
ქვემოთ ჩამოთვლილი მაჩვენებლებიდან რომელია დამახასიათებელი სწრაფად პროგრესირებადი გლომერულონეფრიტის ფონზე განვითარებული თირკმლის მწვავე უკმარისობისათვის?
ქვემოთ ჩამოთვლილი მაჩვენებლებიდან რომელია დამახასიათებელი მწვავე ინტერსტიციული ნეფრიტის ფონზე განვითარებული თირკმლის მწვავე უკმარისობისათვის?