QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ნეფროლოგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

ნეფროლოგია სალიცენზიო

1142 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

1081

რომელი ვირუსი იწვევს ტრანსპლანტატში ტუბულურ-ინტერსტიციული ნეფრიტისა და შარდსაწვეთის სტრიქტურის განვითარებას?

1082

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი მდგომარეობის დროს არ გვხვდება ჰიპერვოლემიური ჰიპონატრემია?

1083

შარდში ტუბულური პროტეინურიის მაჩვენებელია: 1. ტრანსფერინი; 2. პრეალბუმინი; 3. ალფა2-მაკროგლობულინი; 4. წ2-მიკროგლობულინი.

1084

ტუბულურ-ინტერსიციული ნეფრიტისა და უროეპითელური სიმსივნეების ასოციაცია ხშირია: 1. ბალკანური ნეფროპათიისას; 2. ალპორტის სინდრომისას; 3. ანალგეტიკური ნეფროპათიისას; 4. მკვრივი დეპოზიტების დაავადებისას.

1085

მეტაბოლური აციდოზისათვის დამახასიათებელია შემდეგი სისტემური ხასიათის კლინიკური ნიშნები: 1. ბრადიკარდია; 2. ჰიპოკალციურია; 3. არტერიული ვაზოდილატაცია; 4. კატექოლამინების სეკრეციის გაძლიერება.

1086

ფაბრის დაავადების დროს გლიკოსფინგოლიპიდების დეპოზიტები უპირატესად ლაგდება

1087

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი დაავადება შეიძლება გამოვლინდეს კლინიკურად თირკმლის მწვავე უკმარისობით და მძიმე ჰიპერტონული კრიზით ე.წ. ,,რენული კრიზით”:

1088

პრეეკლამფსიის დროს ჰიპოალბუმინემიის მიზეზია

1089

თირკმლის მწვავე უკმარისობის მიზეზი დაბალი ჰაპტოგლობინისა და მაღალი ლაქტატდეჰიდროგენაზას დროს არის

1090

ფაბრის დაავადების დროს მიკროვასკულური დაზიანება ვლინდება

1091

პროქსიმალურ ტუბულ აციდოზს იწვევს: 1. აცეტაზოლამიდი; 2. ამფოტერიცინ B; 3. სულფონამიდი.

1092

ბალკანური ნეფროპათიისათვის არ არის დამახასიათებელი

1093

რომელი ხვედრითი წონის დროს არის შარდი იზოსმოსური პლაზმასთან ანუ 285 მოსმ/კგH2O:

1094

პაციენტს, რომლის გფს < 15მლ/წთ, გადაესხა მანიტოლი. რომელი ტიპის ჰიპონატრემიის გავითარებაა მოსალოდნელი ამ დროს?

1095

თირკმლის ტრანსპლნტაციიდან 3 წლის შემდეგ შეუცვლელი იმუნოსუპრესიული მკურნალობის ფონზე გამოვლენილი პროტეინურიის შემთხვევაში მეტი ალბათობით სავარაუდოა: 1. ძირითადი დაავადების ტრანსპლანტატში აღმოცენება; 2. მწვავე მოცილების სინდრომი; 3. ტრანსპლანტატის ქრონიკული ნეფროპათია; 4. მწვავე ტუბულური ნეკროზი

1096

ქვემოთ ჩამოთვლილი მაჩვენებლებიდან რომელი გამოიყენება პერიტონეუმის სატრანსპორტო თვისებების დასახასიათებლად?

1097

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომლისთვის არის დამახასიათებელი სისხლში „C3NeF“ პერსისტირება?

1098

ქვემოთ ჩამოთვლილი ფაქტორებიდან რომელი არ არის პროგნოზულად არაკეთილსაიმედო მებრანულ-პროლიფერაციული გლომერულონეფრიტის დროს:

1099

ჰემოდიალიზის დროს განვითარებულ ანაფილაქსიურ რეაციაზე მიუთითებს: 1. ჰიპოტონია; 2. შემცივნება; 3. ტკივილი მკერდის ძვლის უკან; 4. ჰიპერტონია.

1100

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომლის დროს გვხვდება ჰიპეროსმოლალური ჰიპონატრემია, რომლის დროსაც ოსმოსური ნაპრალია 20 მოსმ/კგH20:

განმარტებები