QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ნეფროლოგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

ნეფროლოგია სალიცენზიო

1142 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

1001

თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდეგ რომელი გართულება შეიძლება განვითარდეს ალპორტის სინდრომის დროს?

1002

ქვემოთ ჩამოთვლილი დებულებებიდან რომელია მცდარი თხელი ბაზალური მემბრანის სინდრომთან მიმართებაში:

1003

ქვემოთ ჩამოთვლილი თანდაყოლილი დაავადებებიდან რომელი მიმდინარეობს ერთდროულად ბაზალური მემბრანის ტიპ IV კოლაგენის, ძვლებისა და ფრჩხილების დეფექტებით:

1004

რა არის დამახასიათებელი ფაბრის დაავადებისათვის? 1. ანგიოკერატომა; 2. პარესთეზიები; 3. თირკმლის ქრონიკული უკმარისობა 20-დან 40 წლამდე ასაკში; 4. ტენდენცია ჰიპოტენზიისკენ

1005

ქვემოთ ჩამოთვლილი თანდაყოლილი დაავადებებიდან რომელი მიეკუთვნება მეტაბოლურ დაავადებებს, რომლის დროსაც შესაძლოა ცისტინშემცველი ლეიკოციტების აღმოჩენა:

1006

ქვემოთ ჩამოთვლილი თანდაყოლილი დაავადებებიდან როდის არის რეკომენდებული ღვიძლისა და თირკმლის კომბინირებული ტრანსპლანტაცია:

1007

არტერიული ჰიპერტენზიის შემთხვევათა რამდენი პროცენტი მოდის ესენციურ ჰიპერტენზიაზე?

1008

რომელია მეორადი არტერიული ჰიპერტენზიის ყველაზე ხშირი ფორმა?

1009

თანამედროვე განმარტებით, როგორ განისაზღვრება არტერიული ჰიპერტენზია?

1010

არტერიული ჰიპერტენზიის შემთხვევათა რამდენი პროცენტი მოდის რენოპარენქიმულ ჰიპერტენზიაზე?

1011

რომელი კონტიგენტის პაციენტებში გვხვდება თირკმლის არტერიების ფიბრომუსკულური დისპლაზიით გამოწვეული არტერიული ჰიპერტენზია ყველაზე ხშირად?

1012

არტერიული ჰიპერტენზიის რომელ ფორმაზე მიუთითებს თავის ტკივილი, ოფლიანობა, გულისცემის შეგრძნება, წონის დაკლება, კანკალი?

1013

რომელი შარდმდენით მკურნალობას ექვემდებარება ყველაზე კარგად ლიდლის სინდრომით განპირობებული არტერიული ჰიპერტენზია?

1014

არტერიული ჰიპერტენზიის რომელ ფორმაზე მიუთითებს ზემო კიდურებზე მაღალი, ხოლო ქვემო კიდურებზე - დაბალი არტერიული წნევა?

1015

რომელი წარმოადგენს რენოვასკულური ჰიპერტენზიის ყველაზე ხშირ ეტიოლოგიურ ფაქტორს?

1016

სიმპტომური არტერიული ჰიპერტენზიის რომელი ფორმისთვისაა დამახასიათებელი შაქრიან დიაბეტთან შეუღლებული აღმოცენება?

1017

რომელი შარდმდენი უნდა დაენიშნოს ანტიჰიპერტენზიული თერაპიისთვის პაციენტს კრეატინინის მაჩვენებლით 2.5 მგ/დლ?

1018

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი არ წარმოადგენს მონოთერაპიის სახით ბეტა ბლოკერების დანიშვნის უკუჩვენებას?

1019

კალციუმის არხების ბლოკერებს შორის რომელი არ მოქმედებს ატრიოვენტრიკულურ (ავ) გამტარებლობაზე?

1020

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი წარმოადგენს აგფ ინჰიბიტორების დანიშვნის უკუჩვენებას?

განმარტებები