სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ნეფროლოგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
ნეფროლოგია სალიცენზიო
მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის რომელი ტიპის დარღვევა ვითარდება, როცა ადგილი აქვს დიარეის გამო ბიკარბონატის დიდი რაოდენობით კარგვას?
მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის რომელი ტიპის დარღვევის მწვავედ აღმოცენება იწვევს სომნოლენციას, გაბრუებას და ე.წ. ნახშირორჟანგულ ნარკოზს?
მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის რომელი ტიპის დარღვევა გვხვდება პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმის დროს?
მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის რომელი ტიპის დარღვევას გამოიწვევს იზონიაზიდით ინტოქსიკაცია და ამის შედეგად ქსოვილების მიერ ჟანგბადის მოხმარების გაუარესება?
მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის რომელი ტიპის დარღვევა აღმოცენდება ისტერიული ჰიპერვენტილაციის შემთხვევაში?
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი შეიძლება იყოს მეტაბოლური ალკალოზის მიზეზი?
რომელი ტიპის შერეული მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის დარღვევა გვხვდება სალიცილატებით ინტოქსიკაციის დროს?
რომელი ტიპის შერეული მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის დარღვევა გვხვდება სეფსისის დროს?
რომელი ტიპის შერეული მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის დარღვევის განვითარებაა მოსალოდნელი პაციენტში, რომელიც ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (ფქოდ) გამო იმყოფება სტეროიდებით თერაპიაზე?
რომელი ტიპის შერეული მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის დარღვევის განვითარებაა მოსალოდნელი თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტში, რომელსაც აღენიშნება ღებინება?
რომელი ტიპის შერეული მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის დარღვევის განვითარებაა მოსალოდნელი ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტთან, რომელსაც განუვითარდა თირკმლის მწვავე უკმარისობა?
38 წლის მამაკაცი კლინიკაში მოთავსდა სუნთქვის უკმარისობის და ფსიქიური დარღვევების კლინიკური ნიშნებით. ლაბორატორიულად: Na -144 მმოლ/ლ, K-3,7 მმოლ/ლ, Cl - 97 მმოლ/ლ, [HCO3-] - 16 მმოლ/ლ, pH - 7,38, pCO2- 21 მმოლ/ლ. მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის დარღვევის რომელ ტიპთან გვაქვს საქმე?
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკულმა ჰიპოკალემიამ?
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი შეიძლება გამოიწვიოს ტრანკვილიზატორების მიღებამ?
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რა შეიძლება გამოიწვიოს ამიტრიპტილინის მიღებამ?
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რა ნიშნებით ხასიათდება თირკმლის ტუბულური აციდოზი (I და II ტიპი)?
ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეოებებიდან რომლის დროს არის ჰიპონატრემია ჭეშმარიტი და არ განიხილება როგორც “ფსევდოჰიპონატრემია”:
ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომლის დროს არ არის უშაქრო დიაბეტი ნეფროგენული:
ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელი არ გამოიყენება ნეფროგენული უშაქრო დიაბეტის სამკურნალოდ:
პაციენტს, რომელსაც რამდენიმე დღე უგრძელდება ფაღარათი, საგულე გლიკოზიდების მიღების შემდეგ აღენიშნა გულის რითმის დარღვევა. ამის ხელშემწყობი მიზეზია: