QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ნეფროლოგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

ნეფროლოგია სალიცენზიო

1142 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

581

რომელია ჭეშმარიტი მსუბუქი ჯაჭვებით გამოწვეული ფანკონის სინდრომთან დაკავშირებით: 1. დაკავშირებულია კაპა-მსუბუქ ჯაჭვებთან; 2. ხასიათდება პროქსიმალურ მილაკებში კრისტალების არსებობით; 3. ხშირად ასოცირებულია მძიმე ინტერსტიციულ ფიბროზთან; 4. უპირატესად გვხვდება მაღალი აქტივობის მიელომური დაავადების დროს

582

თრომბოტულ მიკროანგიოპათიებს მიეკუთვნება: 1. შონლაინ-ჰენოხის პურპურა; 2. ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი (ჰუს); 3. მიკროსკოპული პოლიანგიიტი; 4.თრომბოტულ-თრომბოციტოპენიური პურპურა (თთპ)

583

ქვემოთ მოყვანილი დებულებებიდან ჰემოლიზურ-ურემიულ სინდრომთან (ჰუს) და თრომბოტულ-თრომბოციტოპენიურ პურპურასთან (თთპ) მიმართებაში არასწორია

584

ქვემოთ მოყვანილი კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემებიდან ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომისგან განსხვავებით რომელია უფრო მეტად გამოხატული თრომბოტულ-თრომბოციტოპენიური პურპურის დროს: 1. თრომპოციტოპენია; 2. თირკმლის მწვავე უკმარისობა; 3. ჰემოლიზური ანემია; 4. დიფუზური თრომბოემბოლიური პროცესები ექსტრარენულ ორგანოებში; 5. ცხელება

585

ნაწლავის ჩხირთან ასოცირებული ჰემორაგიული კოლიტის დროს, განსაკუთრებით ბავშვებში, რომელი ჯგუფის მედიკამენტები შეიძლება იწვევდნენ ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომის განვითარების პროვოცირებას?

586

ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან რომელმა შეიძლება გამოიწვიოს ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომის განვითარება?

587

ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომის განვითარებას არ იწვევს

588

თრომბოტული მიკროანგიოპათიის ცუდი პროგნოზის კრიტერიუმებს არ მიეკუთვნება

589

თრომბოტული მიკროანგიოპათიის სამკურნალოდ პლაზმაფერეზის გამოყენების კრიტერიუმებში არ შედის

590

დიაბეტური გლომერულოპათიის პირველი სტადიისთვის არ არის დამახასიათებელი

591

დიაბეტური გლომერულოპათიის მეორე სტადიაში არ გვხვდება

592

დიაბეტური გლომერულოპათიის მესამე სტადიაში არ გვხვდება

593

დიაბეტური გლომერულოპათიის მეოთხე სტადიისთვის არ არის დამახასიათებელი

594

50 წლის პაციენტმა მიმართა ექიმს ნეფროზული სინდრომით, რომლის გამოც ბოლო 3 თვის განმავლობაში მკურნალობდა სტეროიდებით. ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნებიდან რომელი მიუთითებს შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის ფონზე აღმოცენებულ დიაბეტურ ნეფროპათიაზე:

595

დიაბეტური ნეფროპათიის დროს სამიზნე არტერიული წნევაა:

596

ქვემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებებიდან რომელია მნიშვნელოვანი დიაბეტური ნეფროპათიის პრევენციისათვის:

597

ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადებებიდან რომელი შეიძლება განვითარდეს „ HBV“-ინფექციის შედეგად: 1. მემბრანული ნეფროპათია; 2. მინიმალური ცვლილებების დაავადება; 3. მემბრანულ-პროლიფერაციული გლომერულონეფრიტი; 4. მიკროსკოპული პოლიანგიიტი ; 5. კვანძოვანი პერიარტერიიტი

598

ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადებებიდან რომელი შეიძლება განვითარდეს „HCV“-ინფექციის შედეგად: 1. მემბრანული ნეფროპათია; 2. კვანძოვანი პერიარტერიიტი; 3. შერეული ტიპის კრიოგლობულინემია; 4. მიკროსკოპული პოლიანგიიტი; 5. მემბრანულ-პროლიფერაციული გლომერულონეფრიტი;

599

ქვემოთ მოყვანილი დებულებებიდან რომელია ჭეშმარიტი: 1. ჰეპატორენული სინდრომი ვითარდება ინტრავაზალური ჰიპოვოლემიის შედეგად; 2. ჰეპატორენული სინდრომით დაავადებული პაციენტებიდან აღებული თირკმელი ტრანსპლანტაციის შემდეგ აღიდგენს ფუნქციას 3. ჰეპატორენული სინდრომით დაავადებულ პაციენტებში ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემდეგ თირკმელი აღიდგენს ფუნქციას 4. ჰეპატორენული სინდრომის დროს გამოხატულია ინტრარენული ვაზოდილატაცია

600

ჰეპატორენული სინდრომის მაპროვოცირებელი არ არის

განმარტებები