სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ნეფროლოგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
ნეფროლოგია სალიცენზიო
მემბრანული ნეფროპათიის შემთხვევაში, რომელიც მიმდინარეობს მასიური პროტეინურიით (>8გრ/24სთ-ში ), რა სახის თერაპიას მიმართავთ მკურნალობის საწყის ეტაპზე:
მემბრანულ-პროლიფერაციულ გლომერულონეფრიტთან (მპგნ) დაკავშირებით ქვემოთ მოყვანილი დებულებებიდან რომელია მცდარი?
მეორე ტიპის მემბრანულ-პროლიფერაციული გლომერულონეფრიტისათვის დამახასიათებელი არ არის
მემბრანულ-პროლიფერაციული გლომერულონეფრიტის შემთხვევაში რომელია ყველაზე გავრცელებული თერაპიული მიდგომა?
ნეფროზული სინდრომის სიმპტომური მკურნალობა შემდეგ ასპექტებს მოიცავს: 1. ჰიპერტენზიის კორექცია; 2. დეჰიდრატაცია; 3. ჰიპერლიპიდემიის კორექცია; 4. ანტიკოაგულაციური თერაპია
ნეფროზული სინდრომის დროს, რომელიც არასაკმარისად პასუხობს მარყუჟის შარდმდენებს და რომლის დროსაც სისხლში კრეატინინი მეტია 200 მკმოლ/ლ, რომელი თერაპიული ღონისძიებებია მისაღები: 1. მარყუჟის შარდმდენების დოზის საფეხურებრივი მატება; 2. მარყუჟის შარდმდენებისა და კალიუმის შემნახველი შარდმდენების კომბინაცია; 3. თიაზიდებისა და მარყუჟის შარდმდენების კომბინაცია; 4. აგფ-ინჰიბიტორებისა და მარყუჟის შარდმდენების კომბინაცია
ნეფროზული სინდრომის დროს მარყუჟის შარდმდენებისადმი რეზისტენტობა უპირატესად გამოწვეულია: 1. გლომერულური ფილტრაციის დაქვეითებით; 2. სისხლის შრატში დაბალი ალბუმინის პირობებში მარყუჟამდე მიღწეული ე.წ. ეფექტური დოზის დაქვეითებით; 3. პროქსიმალურ და დისტალურ მილაკებში ნატრიუმის უკუშეწოვის გაძლიერებით
რომელი თერაპიული ღონისძიებები უნდა ჩატარდეს ნეფროზული სინდრომის დროს განვითრებული ჰიპერლიპიდემიის სამკურნალოდ: 1. დიეტა; 2. „HMG-CoA-რედუქტაზის“ ინჰიბიტორები; 3.აგფ-ინჰიბიტორები; 4. ძირითადი დაავადების მკურნალობა;
ნეფროზული სინდრომის დროს ანტიკოაგულაციური თერაპიის დაწყება მიზანშეწონილია: 1. თრომბოზებისა და ემბოლიების განვითარების შემდეგ; 2. შარდმდენებით მკურნალობის დაწყებამდე; 3. შრატის ალბუმინი < 20 გ/ლ; 4. ანტითრომბინ III-ის კონცენტრაცია < 70%
მცირე კალიბრის ვასკულიტებს არ მიეკუთვნება
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი ლაბორატორიული მაჩვენებლებია დამახასიათებელი ვეგენერის გრანულომატოზისთვის?
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი ლაბორატორიული მაჩვენებლებია დამახასიათებელი მიკროსკოპული პოლიანგიიტისთვის?
ანტინეიტროფილურ ციტოპლაზმურ ანტისხეულებთან ასოცირებულ ვასკულიტებს არ მიეკუთვნებიან
როგორია ანტინეიტროფილური ციტოპლაზმური ანტისხეულების („cANCA“ - გრანულოციტების პროტეინაზა 3-ის მიმართ და „p-ANCA“ - მიელოპეროქსიდაზას მიმართ) აღმოჩენის პროცენტული სიხშირე ვეგენერის გრანულომატოზის დროს?
როგორია ანტინეიტროფილური ციტოპლაზმური ანტისხეულების („cANCA“ - გრანულოციტების პროტეინაზა 3-ის მიმართ და „p-ANCA“ - მიელოპეროქსიდაზას მიმართ) აღმოჩენის პროცენტული სიხშირე მიკროსკოპული პოლიანგიიტის დროს?
რომელი სისტემური ვასკულიტისათვის არის დამახასიათებელი „IgA“ ვასკულური ჩალაგება?
რომელი სისტემური ვასკულიტისათვის არის დამახასიათებელი მანეკროზებელი გრანულომების წარმოქმნა: 1. შონლაინ-ჰენოხის პურპურა; 2. მიკროსკოპული პოლიანგიიტი; 3. კრიოგლობულინემიით მიმდინარე ვასკულიტი; 4. ვეგენერის გრანულომატოზი; 5. ჩარგ-შტრაუსის სინდრომი
რომელი სისტემური ვასკულიტისათვის არის დამახასიათებელი ეოზინოფილია და ასთმური კომპონენტის არსებობა?
ვეგენერის გრანულომატოზისათვის არ არის დამახასიათებელი
მიკროსკოპული პოლიანგიიტისათვის დამახასიათებელი არ არის